არსენალი და ისევ მეირელეში

ახლადდაწყებული სეზონის მეორე შეხვედრა ლივერპულისთვის შედეგით პირველს არ ჰგავდა, თუმცა შინაარსი დაახლოებით იგივე იყო, დამთავრებამდე 20 წუთით ადრე მაინც, როდესაც დალგლიშმა მოედანზე მეირელეში და სუარესი შეუშვა. ფაქტი, რომ მოედნის ცენტრში ჰენდერსონის გამოსვლას პროაქტიული ვერაფერი მოაქვს, ისევე, როგორც მეირელეშის კრეატიულობის სათადარიგოზე დატოვებას, პირველი ტურის შემდეგ აღვნიშნე, თუმცა არსენალთან თამაშის შემდეგ ეს გაცილებით უფრო აშკარა გაჩნდა – კრიტიკული ვებ გვერდის liverpool-kop ავტორმა ჯეიმი კანვარმა გუშინდელ სტატიაში იგივე გადმოსცა. აქვე უნდა ვახსენო, რომ თამაშისშემდგომ პრესკონფერენციაზე დალგლიშმა მეირელეშის სეზონისწინა მომზადების ნაწილის დროს მიღებული ტრავმა ახსენა და განაცადა, რომ ამის გამო მოთამაშეს უფრთხილდება. იმედია, ეს იმის ნიშანია Read the rest of this entry »


სანდერლენდი და მეირელეში

პრემიერ ლიგის გახსნითმა ტურმა რომ ლივერპულისთვის წარუმატებლად ჩაიარა, ამას უკვე არაერთი სტატია მიეძღვნა. გარჩეული იყო სანდერლენდთან მატჩის სუსტად ჩატარების მიზეზებიც. ამ ყველაფერს 16 აგვისტოს საკმაოდ გაუგებარი სიახლე მოჰყვა. შავ კატებთან თამაშის შემდეგ ყველა ანალიტიკოსი თანხმდებოდა, რომ მეორე ტაიმში ლივერპულის კრეატიული თამაში გაქრა, რამაც მოწინააღმდეგეს ანგარიშის გათანაბრების და ანფილდიდან ქულის წაღების შესაძლებლობა მისცა. თამაშის შემდეგ დღეებში კი Read the rest of this entry »


ამონარიდები რიისეს ინტერვიუდან

21 ივლისს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინტერვიუ ჩაწერა იონ არნე რიისესთან, რომელიც ალგარვეში (პორტუგალია), სტივენ ჯერარდის ფონდის სახელობის გოლფის ტურნირში იღებდა მონაწილეობას. ნორვეგიელმა ახლახანს გააფორმა ტრანსფერი ფულემთან მომავალი სეზონისთვის.
რიისე საუბრისას გუნდის დატოვების პერიპეტიების თემასაც შეეხო, რომელიც ადრე დეტალურად განხილული არ ყოფილა. ინტერვიუს ამონარიდები ქვემოთ არის მოცემული Read the rest of this entry »


ფოტოები: ჰენდერსონი და დაუნინგი ვარჯიშზე

ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს მელვუდზე ჩატარებული ვარჯიშის ფოტომასალა გამოქვეყნდა, რომელიც, სხვა მოთამაშეებთან ერთად, ახალი შენაძენების – ჯორდან ჰენდერსონის და სტიუარტ დაუნინგის ფოტოებს მოიცავს. ჰენდერსონი და დაუნინგი საფხულის მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის შენაძენებია ჩარლი ადამთან ერთად.

Read the rest of this entry »


კლუბის განცხადება სტადიონის პროექტთან დაკავშირებით

ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დღეს კლუბის განცხადება გამოაქვეყნა სტადიონის საკითხთან დაკავშირებულ პროცესებზე. მმართველი დირექტორის იან ეირის განცხადებით, ახალი მფლობელების მოსვლის შემდეგ ჩატარებული ცხრათვიანი სამუშაოს შედეგად გამოჩნდა, რომ ანფილდის განახლების პროექტი, მართალია, ეკონომიკურად უფრო მომგებიანია, თუმცა ადგილობრივ მიწების, გარემოს და საკანონმდებლო საკითხების სირთულეების გამო მისი შესრულება ნაკლებად სავარაუდო ხდება. მეორე მხრივ, ახალი სტადიონის აშენების ვარიანტი დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა, ეირის თქმით, “კლუბი რამდენიმე წამყვან ბრენდს ესაუბრა ახალი სტადიონის სახელის გაყიდვის თაობაზე”, რაც ხარჯების შემცირების საშუალება იქნება.

საბოლოო ჯამში, ახალი სტადიონის/ანფილდის განახლების საკითხი ჯერჯერობით გადაუწყვეტელი რჩება, რაც ნიშნავს, რომ გრძელდება სტადიონების ტევადობაში სხვაობით გამოწვეული ფინანსური ჩამორჩენა არსენალთან და მანჩესტერ იუნაიტედთან.


სტივი ჯის დეკადა

1 თვის წინ სტივენ ჯერარდს 30 წელი შეუსრულდა და ალბათ შესაფერისი იქნება, კარიერის გვიანდელ ეტაპზე ამ დიდ სპორტსმენს ბლოგზე პოსტს (თუნდაც მოკლეს – მასზე უკვე საკმარისად დაწერილა იმისთვის, რომ ბევრი ახალი რამ ვთქვა) თუ მივუძღვნით.

უკანასკნელი 10 წლიწადი ლივერპულისათვის მოვლენებით დატვირთული იყო. მოედანზე და მოედნის გარეთ ერთმანეთს ენაცვლებოდა დადებითი, უარყოფითი, ოპტიმისტური და უიმედო მოვლენები, რომელთაგან ზოგი გუნდს ნათელ მომავალს უსახავდა, ზოგი კი მას მძიმე მდგომარეობაში აგდებდა. მთელი ამ პერიოდის Read the rest of this entry »


ფოტოები: სეზონის პირველი ვარჯიში

დღეს გუნდის შემადგენლობა პირველად შეიკრიბა 2011-12 სეზონისათვის მზადების დასაწყებად. მელვუდზე ჩატარებულ ვარჯიშს ესწრებოდნენ და ხელმძღვანელობდნენ კენი დალგლიში, სტივ კლარკი, ვესტ ჰემიდან სემი ლის შესაცვლელად გადმოყვანილი კევინ კინი და დამიენ კომოლი:

Read the rest of this entry »