ადრეული წლები

დაარსება

ჯონ ჰოულდინგი

ჯონ ჰოულდინგი, მერსისაიდული ფეხბურთის ექვსი ნათლიმამიდან ერთ-ერთი. ჰოულდინგი ადგილობრივი ლივერპულელი ბიზნესმენი იყო, პროტესტანტი და ნარინჯისფერი ორდენის წევრი. ის ქალაქში ფლობდა სასტუმროს, ლუდსახარშს და კიდევ რამოდენიმე წვრილ ბიზნესს. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქალაქის პირველი საფეხბურთო კლუბის, ევერტონის განვითარებაში. 1888 წელს ჰოულდინგი და ევერტონი, გახდნენ ინგლისის საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი დამაარსებლები. 1992 წელს ჰოულდინგსა და ევერტონის მმართველ გუნდს შორის, კონფლიქტი წარმოიშვა, რაც იმავე წელს, ევერტონის ენფილდიდან აბარგებით დასრულდა (ევერტონის მმართველი საბჭოს, ნება სურვილით). ენფილდის მინდვრების ბატონ-პატრონი ჯონ ორელი და ჰოულდინგი, ცარიელი მოედანის ამარა დარჩნენ, გუნდის გარეშე.

ზუსტად სამი დღის შემდეგ, 15 მარტს, ჰოულდინგმა დაარსა საფეხბურთო კლუბი ლივერპული. თავიდან გუნდს დაარქვა ევერტონ ათლეტიკსი, მაგრამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ეს სახელი არ მიიღო და გუნდის სახელი საბოლოოდ ლივერპული დარჩა. პირველი მატჩი ლივერპულმა ჩაატარა როტერჰემ თაუნის წინააღმდეგ, ეს ამხანაგური შეხვედრა გუნდმა 7:1 მოიგო. ჰოულდინგმა გუნდის ჩამოყალიბების შემდეგ, განაცხადი საფეხბურთო ლიგაში შეიტანა, მაგრამ უარი მიიღო. ლივერპულმა ლანკაშირის ლიგაში დაიწყო თამაში. ლიგა გუნდმა პირველივე სეზონში მოიგო. ამის შემდეგ, გადავიდა ახლად შექმნილ ინგლისის საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონში, რომელიც ასევე პირველივე სეზონში მოიგო, დაუმარცხებელი სერიით. შემდეგ ტესტ მატჩში 2-0 დაამარცხა ნიუტონ ჰითი (შემდეგ უკვე მანჩესტერ იუნაიტედი) და გუნდი შეუერთდა საფეხბურთო ლიგას. 1902 წელს ჰოულდინგი, სამოცდაათი წლის ასაკში გარდაიცვალა, მის ცხედარს ლივერპულის და ევერტონის ფეხბურთელები მიასვენებდნენ, პატივისცემის ნიშნად, იმის აღსანიშნავად, თუ რამდენი რამ ჰქონდა ჯონ ჰოულდინგს მერსისაიდული ფეხბურთისთვის გაკეთებული.

პირველი ტიტული

ჯონ მაკკენაჯონ მაკკენა

ეს საწყისი პერიოდი ულსტერმა მაკენამ და მისმა შოტლანდიელმა დოკერებმა კარგად გადააგორეს. 1896 წლიდან გუნდში მოვიდა სანდერლენდის მწვრთნელი, ნამდვილი  ფეხბურთის სპეციალისტი ტომ უოტსონი, რომელსაც სამჯერ ქონდა მოგებული ინგლისის საფეხბურთო ლიგის პირველი დივიზიონი სანდერლენდით. უოტსონმა ლივერპულით ინგლისის ჩემპიონატი მოიგო ორჯერ(1901 წლის გამარჯვება, იყო ლივერპულის პირველი საჩემპიონო ტიტული), მოიგო ქომუნითი შილდი და 1914 წელს გუნდი არსებობის მანძილზე პირველად, ასოციაციის თასის ფინალში გაიყვანა, სადაც ლონდონში, კრისტალ პალასზე ბარნლისთან დამარცხდა 1-0. ამ მარცხიდან ერთი წლის შემდეგ უოტსონმა ლივერპული დატოვა და მისი ადგილი დაიკავა დევიდ ეშვორტმა. ტომ უოტსონი ლივერპულს ცხრამეტი წელი ედგა სათავეში, ეს ციფრი დღემდე განუმეორებელია.

ეშვორტმა ერთხელ, 1922 წელს მოიგო ინგლისი ჩემპიონატი. ეშვორტის შემდეგ გუნდში მოვიდა, ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი მეტ მაკქუინი, რომელიც ეშვორტის მიერ თითქმის მოგებული ჩემპიონატისას მოვიდა გუნდში და 1923 წლის გამარჯვება მას მიეწერა. მაკქუინის შემდგომ 1928 წელს გუნდში მოდის ჯორჯ პატერსონი. პატერსონი ლივერპულში ადრე, ტომ უოტსონის ასისტენტად მუშაობდა. გუნდში რვა სეზონი იმუშავა, მაგრამ სულ ტყუილად. დონ უელშთან და ფილ ტეილორთან ერთად, პატერსონი იმ მწვრთნელების სიაში შედის, რომლებმაც ლივერპულში მუშაობა უტიტულოდ დაასრულეს. პატერსონის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ინიშნება, ჯორჯ ქეი. ქეის ეპოქით მთავრდება ლივერპულის მეორე მსოფლიო ომამდელი ისტორია. ჯორჯ ქეიმ 1947 წელს მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. ეს 1947 წლის ტიტული, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თასია ლივერპულის ისტორიაში, რადგან ამ ჩემპიონობის შემდეგ, ჩვიდმეტი წელი გუნდმა ვერაფერი მოიგო, სანამ 1964 წელს ბილ შენკლის ტრიუმფმა და ახალმა ერამ არ იფეთქა.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s