ჰოჯსონები

გორდონ ჰოჯსონი

ჰოჯსონი 1904 წელს იოჰანესბურგში დაიბადა და იქ გაიზარდა კიდეც. ის,  ლივერპულმა 1925 წელს, სამხრეთ აფრიკული ტრანსვაალიდან დაიმატა. ლივერპულის მწვრთნელი მეტ მაკქუინი, პირველივე ნახვისას მოიხიბლა ჰოჯსონის თამაშით, მას და მის თანაგუნდელს არტურ რაილის (რომელიც შემდეგ 15 წელი იცავდა ლივერპულის კარს) ლივერპულში უხმო. ჰოჯსონის დებიუტი 1926 წელს, მეინ როუდზემანჩესტერ სიტის წინააღმდეგ შედგა. პირველ სეზონში ოთხი გოლი გაიტანა, შემდეგ ნელ-ნელა უმატა და ლივერპულის მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა. ჰოჯსონმა გუნდში თერთმეტი სეზონი დაჰყო, გიტანა 241 გოლი და მესამე ადგლიზეა ლივერპულის საუკეთესო გოლეადორთა სიაში (ჩამორჩება იან რაშს და როჯერ ჰანტს). მის ანგარიშზეა 17 ჰეთ-თრიკი, ეს დღემდე მოუხსნელი რეკორდია ლივერპულში. ის  მაღალ დონეზე თამაშობდა ასევე კრიკეტს, ლანკაშირის გუნდში 56 მატჩი აქვს ჩატარებული. 1936 წელს ჰოჯსონი ლივერპულიდან გადავიდა ასტონ ვილაში, შემდეგ ორი სეზონი გაატარა ლიდსში და 1939 წელს ფეხბურთიდან წავიდა. ომის შემდეგ რამოდენიმეხანი წვრთნიდა პორტ ვეილს. 1951 წელს, 47 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

დევიდ ჰოჯსონი

დევიდ ჰოჯსონი, 1960 წელს ჩრდილოეთში გეიტსჰედში დაიბადა, ტაინი და უირის საგრაფოში. საფეხბურთო კარიერა მიდლსბროში, თვრამეტი წლის ასაკში დაიწყო. 1982 წელს, იგი ლეგენდარულმა ბობ პეისლიმ შენიშნა და მელვუდზე უხმო. ამპლუით, გორდონ ჰოჯსონის მსგავსად, დევიდიც თავდამსხმელი იყო, ძირითადად შეცვლაზე შემოდიოდა, პეისლი მისგან ალბათ ახალ დევიდ ფაირკლაფს აყენებდა მაგრამ არ გამოუვიდა. პეისლი ჰოჯსონის პირველი სეზონის შემდეგ ლივერპულიდან წავიდა. ჯო ფეგანმა ის არ გაუშვა გუნდიდან, დაიტოვა და ათამაშებდა კიდეც, 1984 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალზეც ყავდა წაყვანილი რომში, მაგრამ ფინალურ შეხვედრაში ჰოჯსონს მონაწილეობა არ მიუღია, სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. მან სულ ორი სეზონი გაატარალივერპულში, გაიტანა ოთხი გოლი. 1984 წელს კი გადავიდა სადნერლენდში. 1996–2000, 2003–2006 წლებში ის წვრთნიდა დარლინგტონს, 2004 წელს გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი My World of Football and Passion for Darlington F.C..

როი ჰოჯსონი

როი ჰოჯსონი 1947 წელს, ლონდონის ერთ-ერთ უძველს უბანში, კროიდონში დაიბადა. მისი საფეხბურთო კარიერა კრისტალ პალასში დაიწყო, შემდეგ თამაშობდა სხვადასხვა, დაბალი დონის ინგლისურ გუნდებში. სამწვრთნელო საქმეს ხელი, 1971 წელს, თავის მეგობართან ბობ ჰაფტონთან ერთად მოკიდა. ძალიან ბევრის წერა შეიძლება მის სამწვრთნელო მოღვაწეობაზე და ეს ცალკე, უფრო მაშტაბური საუბრის თემაა. მოკლედ შეიძლება იმის თქმა, რომ ის კონტინენტურ ფეხბურთს იცნობს ძალიან კარგად (რაც ბრიტანელ მწვრთნელების უმრავლესობას არ ახასიათებს), აქვს უდიდესი სამწვრთნელო გამოცდილება და კარგად იცის მინიმუმიდან მაქსიმუმის ამოღება. 2010 წლის პირველ ივლისს, როი ჰოჯსონმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, უკვე თითქმის თვენახევარია გასული, გაკეთდა რამოდენიმე საინტერესო ტრანსფერი, ზოგადად გუნდის თამაშზე ჯერ ვერაფერს ვიტყვით, რადგან პრემიერლიგის პირველი ტური სულ ეხლახანს მიიწურა. ვნახოთ, რას იზამს და რას შემატებს რიგით მესამე ჰოჯსონი ლივერპულს.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s