ლივერპული 1 არსენალი 1

ჰოჯსონის პირველ საპრემიერლიგო მატჩში ბევრი საინტერესო დაკვირვების გაკეთება შეიძლებოდა, რასაც ხელი მეტოქემაც შეუწყო – ისევე, როგორც შარშანდელი სეზონის გახსნა ტოტენჰემთან, არსენალის წინააღმდეგ შეხვედრაც მოვლენებით დატვირთული გამოდგა, უფრო მეტადაც კი.

თამაში ინგლისის დროით 15:00 საათზე დაიწყო მზიან ანფილდზე. პირველი შესამჩნევი სიახლე გუნდის 4-4-1-1 განლაგებაზე გადასვლა იყო, შარშანდელი სეზონის განმავლობაში განმეორებული 4-2-3-1-დან. ახალი სისტემის შემტევი შედეგიანობა წინაზე ბევრად დიდი არ აღმოჩნდა, თუმცა ერთი, რაც აშკარად ჩანდა, იყო გამოკვეთილი როლები ცენტრში – წინა წელს ლუკაშისა და აკვილანის გაურკვეველი სათამაშო დანიშნულების ნაცვლად ცენტრში ადგილები მასკერანოს კლასიკური ჩამშლელისა და ჯერარდის კლასიკური Powerhouse-ის როლებმა დაიკავა. ამ სისტემის ერთი აშკარა დადებითი თვისება მოედანზე როლების ნათელი განაწილებაა, რაც სასურველი მონაცემია პრემიერ ლიგაში მოთამაშე გუნდისათვის.

სრული შემადგენლობა:

რეინა
ჯონსონი, შკრტელი, კარაგერი, აგერი
კიუიტი, მასკერანო, ჯერარდი, იოვანოვიჩი
კოული
ნგოგი

 

კრისტიან პოულსენი მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს

ორივე გუნდის შემადგენლობაში პირველივე წუთიდან გამოვიდნენ ახლად შეძენილი მოთამაშეები და ერთ-ერთი მათგანის, კოულის უხეშობამ პირველი ტაიმის ბოლოს წითლები 10 კაცის შემადგენლობით დატოვა. კოული გახსნით 45 წუთში აქტიურად მოძრაობდა, თუმცა ეს მისთვის დამახასიათებელი თვისებაა და რაიმე განსაკუთრებული დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა; თამაშის გამწვავების მხრივ მას რაიმე მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია. უმცირესობაში დარჩენის მიუხედავად, მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ნგოგმა სეზონის მშვენიერი სტარტი მორიგი გოლით გააგრძელა – კიუიტისა და ჯონსონის მიერ ჩატარებული პრესინგის შედეგად ბურთი მასკერანოს მიუგორდა, რომელმაც ის ფრანგს საჯარიმოში შეუგდო და ამ უკანასკნელმაც ზუსტი და ძლიერი დატყმით ის კარის ზედა კუთხეში მოათავსა. ფრანგი ცენტრფორვარდი შარშანდელზე გაცილებით მობილიზებული ჩანს, რამაც რთულ გახსნით შეხვედრაში ტორესის გარეშე დარჩენილ შეტევის ხაზს რეალურად მისცა გოლისათვის ბრძოლის შესაძლებლობა.

 

ანგარიში ნგოგის ტექნიკურმა დარტყმამ გახსნა

ჰოჯსონმა სამივე შეცვლა გამოიყენა – მაქსი (65), ტორესი (74), ლუკაში (79). პირველი მხოლოდ უხეშობით გამოირჩა, მეორეს სულ რამდენიმეჯერ მიუვიდა ბურთი და მცველებთან გამართა ჩვეული ბრძოლა სისწრაფეზე, მასკერანოს შემცვლელმა ლუკაშმა კი ორჯერ ზუსტად ითამაშა ჩაშლით ეპიზოდში ფიზიკური ბრძოლის დროს, რაც ადრე არცთუ ისე ხშირად ახასიათებდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს მის მიერ პოზიციური შეცდომის დაშვება მარჯვენა ფლანგზე თავდაცვის დროს. ლუკაშის მიერ მასკერანოს შეცვლა კიდევ ერთი აღსანიშნი მომენტია – ბენიტესის დროს ისინი ერთდროულად 2 ჩამშლელ ნახევარმცველს თამაშობდნენ (განსაკუთრებით არსენალის მაგვარ შემტევ გუნდებთან), ჰოჯსონი კი ამას ნახევარდაცვის კონსტრუქტიულობისათვის საზიანო ვარიანტად მიიჩნევს და ჯერ ერთი ათამაშა, შემდეგ კი მეორე.

მატჩის საბოლოო ანგარიში რეინას შეცდომამ გადაწყვიტა, რომელმაც ძელიდან ასხლეტილი ბურთის შეკავება ვერ შეძლო და უფრო მეტიც, ის კარში შეუვარდა. აქვე უნდა ვახსენოთ მის მიერ მატჩის განმავლობაში შესრულებული უმაღლესი კლასის რამოდენიმე სეივი.

Advertisements

3 Comments on “ლივერპული 1 არსენალი 1”

  1. ლორდ =) ამბობს:

    ჯოს მაგარი ცუდი დებიუტი ქონდა :)

    • Tornike ამბობს:

      პირველი წითელი იყო მაგის კარიერაში. რა მოინდომა ესეთი არ ვიცი.

  2. niksologi ამბობს:

    ჩელსისთან ძირითადით იშვიათად იწყებდა ხოლმე და სავარაუდოდ ხოდზე შესულს არ ჭირდებოდა მთელი არსებით და თავგანწირვით თამაში, ხო ხვდები რისი თქმაც მინდა.
    მოკლედ ვნახოთ რა იქნება, წარმატებას გისურვებთ, რა სიტი ტო!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s