ლივერპული რასიზმის წინააღმდეგ

პირველი ფერადკანიანი ფეხბურთელი ლივერპულში, 70 იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, ჰოვარდ გეილის სახით. ცხრამეტი წლის გეილი, 1977 წელს ბობ პეისლიმ და ლივერპულის ბავშვთა გუნდის მაშინდელმა მწვრთნელმა როი ევანსმა ქალაქის ერთ-ერთი სამოყვარულო გუნდიდან დაიმატეს. გეილმა თამაში, რეზერვში დაიწყო. 4 წელი რეზერვში გაატარა და მეოთხე სეზონის მიწურულს, 1981 წელს, ბობ პეილიმ ის ევროპის ჩემპიონთა თასზე, მიუნხენში, მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე, ბაიერნთან გასამართი ნახევარფინალისთვის წაიყვანა. გეილმა ამ მატჩში საკამოდ კარგი შთაბაჭდილება დატოვა, ამ თამაშის შემდეგ დაიმტვრა კენი დალგლიში და საფეხბურთო ლიგის შემდეგ ტურში, 7 ნომრიანი მაისურით მინდორზე ჰოვარდ გეილი გამოჩნდა, ამ მატჩში გოლის გატანაც მოახერხა.

ჰოვარდ გეილი

გეილი 1981 წლის ჩემპიონთა თასის ფინალის განაცხადშიც მოხვდა. ფინალურ შეხვედრაში ლივერპულმა, მადრიდის რეალი დაამარცხა, თუმცა გეილს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. 1983 წელს მან ლივერპული დატოვა და გადავიდა ბირმინგემ სიტიში. ლივერპულის სარეზერვო შემადგნელობაში 150 შეხვედრაში, 66 გოლი გაიტანა. 1984 წელს ინგლისის ოცდაერთწლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს და ამ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონიც გახდა. ფინალში ესპანეთის წინააღმდეგ გეილმა გოლის გატანაც შეძლო. მთავარი ის კი არ არის, თუ რა დამსახურება აქვს ჰოვარდ გეილს ლივერპულის ან ზოგადად ფეხბურთის წინაშე, მთავარი არის ის, რომ 1977 წელს მსოფლიოს უძლიერესი კლუბის შემადგენლობაში ფერადკანიანი ფეხბურთელი გამოჩნდა. ეს იმხანად, ინგლისში და ლივერპულში მცხოვრებ ფერადკანიანთათვის ძალიან დიდი სტიმული იყო, როდესაც მთელი ქვეყანა აჭრელებული იყო ამდაგვარი წარწერებით – “Britain For The British” და ა.შ. ვესტ ბომვიჩის ფერადკანიან ტრიოსთან ერთად გეილი ერთ-ერთი გამონათება და იმედი იყო.

ჰოვარდ გეილი

ევერტონის გულშემატკივრებს, გეილის ლივერპულში ყოფნისას, ჰქონდათ სლოგანი, რომელსაც იდეაში დამცინავად იყენებდნენ “ევერტონში ყველა თეთრია”. ამ რასიზმს, ლივერპულმა იმით უპასუხა, რომ 1987 წელს კენი დალგლიშმა უოტფორდიდან, ლივერპულში გადმოიყვანა ჯონ ბარნსი. ბარნსი ბრიტანეთში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა ფლანგელი იყო, გუნდს კარგად მოერგო, კენი დალგლიშის ხელში ბარნსი საოცრად გაიზრადა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბად იქცა.

ბანანის ეპიზოდი

1988 წელს გუდისონ პარკზე, მოხდა ინციდენტი, როდესაც ევერტონის გულშემატკივრებმა ჯონ ბარნსს ბანანი ესროლეს. ამ ფაქტს არანაირი სადამსჯელო ქმედება არ მოჰყვა. ჯონ ბარსნმა, ათი წელი გაატარა ეფნილდზე და დღეს იგი გუნდის ერთ-ერთ ლეგენდად ითვლება. მისი დრიბლინგი, ძლიერი დარტყმა და სიწრაფე, მუდამ ემახსოვრებათ ლივერპულის გულშემატკივრებს. ბარნსი ინგლისის ნაკრების შეუცვლელი წევრი იყო. მისი გოლი, ბრაზილიის ნაკრების კარში, ინგლისის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლია. მას აქვს შესრულებული 1990 წლის მუნდიალზე ინგლისის მხარდასაჭერი სიმღერა. დღეს-დღეობით ჯონ ბარსნსს ხშირად შეხვდებით სხვადასხვა საფეხბურთო გადაცემებში, მოწვეული სტუმრის სახით.

პარიზის ფინალის შემდეგ

90 იანი წლებიდან ლივერპულში, ფერადკანიანთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა – მაიკლ ტომასი, მარკ უოლტერსი, სტენ კოლიმორი, დევიდ ჯეიმსი,  პოლ ინსი, ტიტი კამარა, ფილ ბაბი, რობერტ სონგი, ემილ ჰესკი, ბერნარ დიომედე, ჯიმი ტრაორე, სინამა პონოლი, პეგი აპფეკსადი, ალუ დიარა, სალიფ დიაო, ელჰაჯი დიუფი, ნიკოლა ანელკა, ჯონ ოსტემობორი, მომო სისოკო, შარლ იტანჯე, დემიენ პლესისი, ნათან ეკელსტონი, რაიან ბაბელი, დევიდ ნგოგი, გლენ ჯონსონი.

ლივერპულში დღესდღეობით თხუთმეტამდე სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელი თამაშობს, ისტორიულად ლივერპული რასიზმის წინააღმდეგია და ყველანაირ კლასობრივ და რელიგიურ დაყოფას გმობს.

Advertisements

3 Comments on “ლივერპული რასიზმის წინააღმდეგ”

  1. Scouser Kate ამბობს:

    კაი საიტია ძაან, ოღონდ სიახლეების დადება რატო იწელება ხოლმე?

    • Scouser Kate ამბობს:

      ისე, მაგარი სტატიები დევს

    • Tornike ამბობს:

      მადლობა საიტის შეფასებისთვის : ) სიახლეები უფრო მეტი სიხშირით იმიტომ არ ქვეყნდება, რომ ვცდილობთ, მხოლოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო თემები გამოვაქვეყნოთ, თანაც არა 2-სტრიქონიანი. მომავალში მეტი ავტორის აყვანასაც ვაპირებთ, რაც სტატიების სიხშირეს გაზრდის.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s