Roy-Lution

1 ივლისი 2010 წლის, 12 წლიანი უცხოტომელთა ხელმძღვანელობის შემდეგ როი ჰოჯსონი გახლდათ პირველი ინგლისელი მწვრთნელი რომელმაც კვლავ ჩაიბარა საფეხბურთო კლუბი ლივერპული, ინგლისელი სპეციალისტი, რომელმაც სახელი უფრო სანაკრებო ფეხბურთით გაითქვა  და წინა წელს ლონდონის ფულემთან ერთად არნახულ წარმატებას მიაღწია, რამეთუ ინგლისური პრემიერლიგის მაჩანჩალა გუნდი ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანა  და იქ დამატებულ წუთებზე დრამატულად დამარცხდა მადრიდის ატლეტიკოსთან,ლივერპული მისთვის მაინც უდიდესი გამოწვევა იყო,გუნდი რომელიც ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის სახელს ატარებს,მიუხედავად იმისა, რომ 20 წელია ინგლისის ჩემპიონი არ გამხდარა, გუნდი რომელიც ფინანსურად სავალალო მდგომარეობაშია, და ამასთანავე უნდა მოეხერხებინა ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გუნდში დატოვება.60 წელს გადაცილებული ჰოჯსონი მართლაც, რომ შეუდგა სამუშაოს რომელიც ტიტანურ შრომას მოითხოვდა, ბენიტესის წასვლა არ იყო მარტო მისი წასვლა, მის გათავისუფლებას მოყვა მთელი რიგი დათხოვნები, მათ შორის  back-room staff-ის დათხოვნა, ახალი სამედიცინო პერსონალის ჩამოსვლა ექიმი კარლ ბრუკნერის თაოსნობით,რომელსაც თან 5 ახალი ფიზიოთერაპევტი და რამდენიმე ექიმი და თვით ახალი მასაჟისტიც კი ახლდა, ძველი სახეებიდან მხოლოდ სემი ლი დარჩა გუნდში.შეიცვალა ვარჯიშის სისტემაც თუკი აქამდე ფეხბურთელები, გასახურებლად მხოლოდ მოედნის ირგვლივ ძუნძულით შემოიფარგლებოდნენ, ავსტრალიელი ექიმების მოთხოვნით ყოველი ვარჯიშის დაწყებისას და დასასრულს 15 წუთიანი მოთელვა, უნდა ჩატარებულიყო და მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლებოდა გადასავლა უშუალოდ ვარჯიშზე, ბენიტესის წასვლა აქაც დაეტყო გუნდს, თუკი აქამდე მკაცრად ტაქტიკურ სწავლა განათლებას ეძლეოდა უპირატესობა, ჰოჯსონმა პირიქით ბურთთან მუშაობას მიანიჭა უპირატესობა და შენკლის დროინდელი ე.წ. Pass and Move-ის დანერგვას შეეცადა.როი ვარჯიშის პროცესს ბენიტესისგან განსხვავებით შორიდან არ აკვირდება, არამედ აქტიურად არის ჩართული და პირადად მიუთითებს თუ როგორ უნდა მოიქცეს ამათუიმ სიტუაციში ფეხბურთელი, არ ერიდება უშუალო კონტაქტს მათთან, ხოლო მისი პოლიგლოტური ნიჭი საშუალებას იძლევა ფეხბურთელების უმეტესობას საკუთარ მშობლიურ ენაზე მიმართოს, რაც ახალი მწვრთნელისა და მოთამაშეების ურთიერთობის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. უშუალოდ რაც შეეხება სათამაშო ტაქტიკას ჰოჯსონს ველოსიპედის გამოგონება არ დაუწყია,როგორც გამოჩნდა არსენალთან თამაშში, ჯერჯერობით რაფას მიერ დანერგილი ტაქტიკის ერთგულია 4-4-1-1,ცვლილებები მხოლოდ ფეხბურთელების პოზიციურ განლაგებებს შეეხო, ჯერარდმა თავის ადგილი კოულს დაუთმო მოედანზე და მოედნის ცენტრში გადმოინაცვლა, კოული კი შესაბამისად ერთადერთი თავდამსხმელის უკან იმოქმედებს, რომელიც სავარაუდოდ ფერნანდო ტორესი იქნება, მარცხენა ფლანგზე იოვანოვიჩის გადმოსვლა აშკარა გაძლიერებაა, რადგან ბოლო წლებში ვერც ბაბელი და ვერც რიერა მათზე დაკისრებულ მოვალეობს აშკარად ვერ ასრულებდნენ, სერბი შეიძლება განსაკუთრებული სისწრაფით არ გამოირჩევა, მაგრამ მისი შრომისუნარიანობა,ფიზიკური სიძლიერე და ენთუზიაზმი შეუძლებელია გუნდს სასიკეთოდ არ წაადგეს.ბენიტესის დროსაც განაპირა ნახევამცველები აქტიურად ეხმარებოდნენ განაპირა მცველებს,მაგრამ ჰოჯსონის სადებიუტო შეხვედრაში, გამოჩნდა რომ არათუ ჩამოდიან დასახმარებლად არამედ,როდესაც გუნდი თავს იცავს პოზიციური შეტევისაგან ერთბაშად 6 დამცველის წინააღმდეგ უწევს მოწინაარმდეგეს თამაში,ხოლო თუ განაპირა მცველი წინ წავიდა შეტევაში მის დასაზღვევად აუცილებლად ნახევარმცველი რჩება უკან და არა საყრდენი,შეიძლება ესეთი მკაცრი თავდაცვითი ტაქტიკა არსენალის წინააღმდეგ იყო გამოყენებული,მაგრამ ერთი ფაქტია,ამ ტაქტიკამ გაამართლა,არსენალს მთელი თამაში ბურთის ფლობის გარდა არაფერი ღირებული არ შეუქმნია, ისიც თამაშის მიწურულს როცა ლივერპულის ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ, შეძლეს გარდატეხა შეეტანათ მეთოფეებს, ფიზიკურად მზად რომ არ იყო გუნდი ეს მომქანცველი სეზონის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის დამსახურებაა,რომელზეც ლივერპულის 13 მოთამაში იყო წარგზავნილი, და გუნდში სხვებთან შედარებით 2 კვირის დაგვიანებით დაბრუნდნენ. ასევე შეუძლებელია არ აღინიშნოს ის რომ ზონალური დაცვა,რომელიც ითვლებოდა ლივერპულის აქილევსის ქუსლად სტანდარტული მდგომარეობებისას,ამ სეზონიდან წარსულს ჩაბარდა.

Man Marking Zonal Marking

სხვაობა თვალში საცემია თუკი აქამდე ფეხბურთელები საკუთარი ზონის უსაფრთხოებით იყვნენ დაკავებულნი და გაშვებული გოლი მთლიანად სისტემას ბრალდებოდა, ამ შემთვევაში ყველა იყვანს თავის კაცს და დამატებითი ორი კაცი ძელებთნ დგება ესეც აგრთვე მენ-მარქინგის თავისებურებაა,რამაც გადაარჩინა არსენალი პირველ ტაიმში გოლს როდესაც ნ’გოგის დარტყმული კლიშიმ გამოიტანა ხაზიდან.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s