სტატია ისტორიიდან: პატრიკ ბერგერი როი ევანსისა და ჟერარ ულიეს შესახებ

სანდი მირორი, 13 თებერვალი 2000
პოლ ჰეთერინგტონი

ბერგერი ტკბება ცხოვრებით ევანსის გარეშე – ამბავი იმისა, თუ როგორ გადაარჩინა იგი ულიემ

პატრიკ ბერგერი, რომელიც ჩართული იქნება არსენალთან დღევანდელ დაპირისპირებაში, ფარდას ხდის ჟერარ ულიეს მიერ მისი კარიერის გადარჩენის ამბავს.

ჩეხეთის ნაკრების მოთამაშე, რომელმაც ბრწყინვალე გოლი შეაგდო წინა კვირის 3-1 მოგებულ მატჩში ლიდსთან, აცხადებს: “ლივერპულში კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ.”
თუმცა 26 წლის ბერგერი უკიდურესად ახლოს იყო ანფილდის დატოვებასთან 18 თვის წინ, როდესაც ზედმეტად იგრძნო თავი როი ევანსის ხელმძღვანელობის პირობებში – ეს ის მწვრთნელი იყო, რომელმაც მანამდე ის 3.25 მილიონ ფუნტად შეიძინა. ყველაფერი შეცვალა ულიეს ჩამოსვლამ თავდაპირველად თანა-მწვრთნელის, მოგვიანებით კი სრულუფლებიანი ხელმძღვანელის როლში.

ბერგერი: “ევანსის ხელმძღვანელობის დროს ჩემს აგენტს მივმართე და ვუთხარი, რომ მისი მწვრთნელობის პირობებში ლივერპულში ვეღარ დავრჩებოდი.”

პატრიკ ბერგერი

ის ასევე მძიმე შეფასებას უკეთებს გუნდის მდგომარეობას ულიეს მოსვლამდე: “როდესაც ჩამოვედი, გაკვირვებული დავრჩი იმით, რაც დამხვდა. მანამდე დორტმუნდის ბორუსიას მოთამაშე ვიყავი, ლივერპული კი გაცილებით უფრო დიდი გუნდია, თუმცა შევატყვე, რომ ჩემი წინა კლუბი მეტად დისციპლინირებული იყო. აქ არავითარი დისციპლინა არ არსებობდა, მეორე ან მესამე დივიზიონის კლუბს ვგავდით და არა ლივერპულს, როგორც ამას მოველოდი. უკმაყოფილო ვიყავი ვარჯიშებით, ისევე, როგორც ყველაფერი დანარჩენით. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა – ვფლობთ სრულ ინფორმაციას გუნდზე, რომლის წინააღმდეგაც გამოვალთ და მოთამაშეებზე, რომელთაც დავუპირისპირდებით.

სამწელიწადნახევრის წინ გუნდში კარგი სტარტი ავიღე და ვფიქრობდი, რომ კარგად ვთამაშობდი, თუმცა აღმოვაჩინე, რომ ევანსის დროს ზეწოლის ქვეშ ვიყავი – ძირითადად სათადარიგოთა სკამზე მეკავა ადგილი, ან, თუკი სასტარტო შემადგენლობაში მოვხვდებოდი, ის აუცილებლად მე შემცვლიდა. ჩელსის წინააღმდეგ თამაშში სამი გოლი შევაგდე, თუმცა შემდგომ მატჩში სათადარიგო ვიყავი.
არც ვარჯიშიდან ვიღებდი სიამოვნებას – თავდაუზოგავი მუშაობის შემთხვევაშიც კი ვიცოდი, რომ არ ვითამაშებდი. ერთხელ ევანსს ვკითხე კიდეც ამის მიზეზი, მისი პასუხი კი იყო: “იმიტომ, რომ არც თუ ისე კარგად თამაშობ.”
ასეთ სიტუაციაში ბერგერი მძიმე მდგომარეობამდე მივიდა: “უკვე მქონდა შემოთავაზება რომასაგან. ჩემი აგენტი პიტერ რობინსონს (ლივერპულის მაშინდელი აღმასრულებელი ვიცე-ხელმძღვანელი) ესაუბრა, თუმცა მან მოთმენა გვირჩია, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლებოდა მალე ახალი მწვრთნელი გვყოლოდა.
პრაღაში ვიყავი შვებულებაზე, როდესაც ულიეს კლუბში მოსვლის შესახებ შევიტყვე და დაბრუნებისთანავე ვიგრძენი, რომ ჩემი დარჩენა სურდა. მან მოედნის ცენტრში გადამიყვანა. მარცხენა ვინგერი არ ვარ – როდესაც ფლანგზე ვთამაშობ, ბურთს საკმარისად ხშირად ვერ ვიღებ. ადრე ყოველთვის ცენტრში ან თავდამსხმელთა უკან ვთამაშობდი და ასე იყო ჩეხეთის ნაკრებშიც. ამ პოზიციაზე მეტი თავისუფლება მაქვს.”
ინგლისურ ფეხბურთში უცხოელთა შემოსვლასთან დაკავშირებული დებატების შესახებ ბერგერის ამბობს: “საჭიროა როგორც ინგლისური, ისე უცხოური კომპონენტების ქონა – სწორედ ამ კომბინაციის მიღწევას ცდილობს ჩვენი მწვრთნელი.”
ის მეტად სასარგებლო მოსაუბრეა სტატისტიკის თემაზე: “ჩემი გოლი ლიდსის წინააღმდეგ იყო არა მხოლოდ ჩემი ჯერჯერობით საუკეთესო ინგლისში და 22-ე ლივერპულისათვის პრემიერ ლიგაში – ის ასევე ჩემი 50-ე გოლი იყო სამი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატის ჯამში – ჩეხეთის, გერმანიისა და ახლა უკვე აქ. მგონი მათგან 47 მარცხენა ფეხით შევაგდე.”
მისი ცაცია სახიფათო იქნება დღესაც, არსენალის წინააღმდეგ, ისევე, როგორ პრემიერ ლიგის სხვა გუნდების დაცვით ხაზთან დაპირისპირებაში.
ბერგერი: “ამ სეზონის შემდეგ ჩემს კონტრაქტში კიდევ სამი წელი რჩება. იმედი მაქვს, ამ დროის გასვლის შემდეგ შემეძლება ყველას ვაჩვენო მოგებული თასები.”

ეს განსაკუთრებით ალბათ როი ევანსს ეხება.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s