ჰოჯსონი ბაბელის გუნდში დარჩენაზე

ჰოჯსონმა დღეს ფარდა ახადა ბაბელის სიტუაციას კლუბში. მან ოფიციალურ საიტს განუცხადა, რომ ჰოლანდიელს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მიეცა უფლება, მოლაპარაკებები გაემართა სხვა კლუბებთან გადასვლის თაობაზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს პოტენციური ტრანსფერი დამოკიდებული იქნებოდა ლივერპულის მიერ ახალი თავდამსხმელის შეძენაზე, რაც არ განხორციელდა.

რაიან ბაბელი | ფოტო: liverpoolfc.tv

როიმ აღნიშნა: “უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ გატარებული ორი წლის განმავლობაში მას დიდი რაოდენობის მატჩები არ ჩაუტარებია. ის ევროპის U21 ჩემპიონატის შემდეგ დიდი პომპეზურობით იქნა გუნდში მოყვანილი, როდესაც ევროპის მრავალი გუნდი ადევნებდა თვალს, თუმცა მისი პოტენციალი არ გაუმართლებია, ან არ მიეცა საკმარისი შანსი ამისათვის.

“ბაბელთან მუშაობით კმაყოფილი ვარ, ახლა უკვე მან უნდა დამარწმუნოს მის საჭიროობაში. თუკი ეს იანვრამდე არ მოხდება, ალბათ მისთვისაც გასაგები იქნება, რომ კვლავ შევეცდებით თავდამსხმელის შეძენას იმ სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში, თუმცა მანამდე არსებული პერიოდი მის განკარგულებაშია. ის შრომობს და მონდომებულია, რომ მისთვის მიცემული შანსი გამოიყენოს.”

წყარო: liverpoolfc.tv

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s