ჰოჯსონი გუნდის მდგომარეობაზე პრემიერ ლიგაში

ჰოჯსონმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბუქარესტის სტიაუასთან ევროპის ლიგის ხუთშაბათის მატჩისა და სეზონის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. პრემიერ ლიგაში ლივერპულის მდგომარეობაზე მან შემდეგი აზრი გაუზიარა მედიას:

როი ჰოჯსონი | ფოტო: liverpoolfc.tv

“ყველა ტურნირის გათვალისწინებით უკვე რვა მატჩი ჩავატარეთ, რომელთაგან მოვიგეთ ხუთი, ფრედ დავასრულეთ ორი და დავმარცხდით ერთში – არა მგონია, ნებისმიერი მიდგომით ასეთ შედეგს ცუდი სტარტი ერქვას. ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ და არც სეზონის სასტარტო კალენდარი გვიწყობს ხელს. მრავალი სხვა გუნდის მსგავსად, ჩვენც სასურველზე ნაკლები ქულა დავაგროვეთ და იმ გუნდების ჯგუფში ვართ მოხვედრილი, რომლებსაც ოთხიდან ექვს ქულამდე დისტანცია ფარავს. როგორც უკვე განვაცხადე და კვლავაც გავიმეორებ, სანამ 10 მატჩის დისტანციას გავივლით, პოზიციებისა და ქულების შეფასება ადრეა. მხოლოდ ნახსენები რაოდენობის თამაშების შემდეგ შეიძლება გუნდების მიერ აღებული სტარტის შეფასება და არა ოთხი ტურის შედეგად.

“ყველასათვის ცნობილია, რომ გარდამავალ პერიოდში ვართ, რაც ყოველთვის რთული დროა, მაშინაც კი, როდესაც თვით კლუბში არაფერი იცვლება. კარგ მდგომარეობაში მყოფ გუნდში გადასვლის დროსაც კი გარდამავალი პერიოდი დგება, განსაკუთრებით სეზონის დასაწყისში, რასაც მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული მატჩებისა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო თამაშების დამთხვევაც ართულებს, როდესაც ბევრი მოთამაშე მიემგზავრება ეროვნულ ნაკრებებში სათამაშოდ.

“ახლა დრო გვჭირდება. გაცნობიერებული გვაქვს, რომ უნდა განვაგრძოთ მუშაობა და თამაში სწორი მიმართულებით, რასაც სეზონის განმავლობაში გუნდის დონის ამაღლება უნდა მოჰყვეს.”

წყარო: liverpoolfc.tv

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s