The Boot Room

შენკლი, პეისლი, ფეგანი, მორანი, ბენეტი

არ ვიცი სხვა კლუბების ისტორიაში რა ადგილი უჭირავს ბუცების შესანახ ოთახს, მაგრამ ენფილდზე ეს ოთახი განსაკუთრებული რამ არის. როგორც ყველგან აქაც, ჩვეულებრივ ამ ოთახში ბუცებს ინახავდნენ. მაგრამ ამის გარდა კიდევ სხვა ბევრი დანუშნულებაც გააჩნდა.

ბილ შენკლი ამ ოთახში მწვრთნელთა სხდომას ატარებდა, ეს იყო ერთგვარი მოასასვენებელი ადგილი ლივერპულში მომუშავე ხალხისთვის. პატარა პრიტონი ფეხბურთის მოყვარულთათვის. ბუთ რუმის პირველი წევრები არიან – ბილ შენკლი, რუბენ ბენეტი, რონი მორანი, ბობ პეისლი, ჯო ფეგანი. აქედან რუბენ ბენეტის გარდა თითქმის ყველა წვრთნიდა ლივერპულს. მორანი რამოდენიმე თამაშში მაგრამ მაინც. ბენეტი ძველი შოტლანდიელი ფეხბურთელი იყო, აბერდინიდან. შენკლის ახლო მეგობარი და მის ოჯახთან დაახლოებული პირი, ლივერპულში შენკლის გვერდით ედგა და ეხმარებოდა.

ბუცების ოთახი

ბუთ რუმში ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებები ისხდნენ, ჩაის მიირთმევდნენ და საუბრობდნენ კლუბზე, მომავალ თამაშზე, მოწინააღმდეგის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, ტაქტიკაზე და ა.შ. ბუთ რუმის საუბრებზე აღზრდილი მწვრთნელები არიან როი ევანსი, სემი ლი და დაგ ლივერმური.

ენფილდზე ყოველი თამაშის შემდეგ იქნებოდა ეს ინგლისის ჩემპიონატი თუ ეურო თასი, ბუთ რუმში იწყებოდა ჭიქების ჭახუნი, ხშირად მოწინააღმდეგე კლუბის მწვრთნელთან და მის ასისტენტთან ერთად. ყველა ის მწვრთნელი რომელსაც ბუთ რუმში აქვს გადაკრული ერთი-ორი ჭიქა, აუცილებლად მოგიყვებათ ისტორიას ამ ოთახის შესახებ.

ამ მაგიურმა ოთახმა მანამდე იარსება სანამ ჟერარ ულიემ არ მოიხურა მისი კარი, მაგრამ ცოტა ხნიტ ფილ ტომპსონმა ის ისევ გააღო, როცა ულიეს შემცვლელად იყო გუნდში, ფრანგის ავადყოფობის გამო. რაფა ბენიტესმა იცოდა ბუცების ოთახის და მისი მნიშვნელობის შესახებ, თუმცა ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევდა. 2008 წელს კი ბუცების ოთახის კულტი მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც აღადგინა პეისლის ბიჭუნამ, სემი ლიმ.

ბუცების ოთახი – Getty Images

Advertisements

2 Comments on “The Boot Room”

  1. Diara ამბობს:

    au ra suni iqneba mag otaxshi :D
    Anfieldis mshveneba :D

  2. pirtskhelani ამბობს:

    magas aaqvs mugami, mag sunis gamo moigo mag sastavma saklubo doneze yvelaferi ))) chvenc xo ar gvecada rame kai bucebis otaxai gvenaxa :D


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s