ლივერპული 4 სტიაუა 1

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის გახსნითი შეხვედრა თითქმის მთელმა გუნდმა კარგად ჩაატარა, რაც საკმარისი აღმოჩნდა დამაჯერებელი გამარჯვებისათვის. ეს ორმაგად აღსანიშნია გუშინ ანფილდზე შესუსტებული შემადგენლობის გამოსვლის ფონზე.

კოული პირველ წუთზე გატანილ გოლს ზეიმობს

ჰოჯსონმა მანჩესტერ იუნაიტედთან კვირის მატჩისათვის რამდენიმე ძირითადი მოთამაშის დასვენება გადაწყვიტა, რაც ნიშნავდა, რომ კარაგერი და ჯონსონი სათადარიგოთა შორის აღმოჩნდნენ, ჯერარდი, ტორესი და შკრტელი კი სკამზეც არ იყვნენ. სასტარტოში გამოჩნდა მეირელეში; ასევე ძირითადში იყო პოლ კონჩესკი, რომლის ბირმინგემთან მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

სრული შემადგენლობა:

რეინა
კელი, კირიაკოსი, აგერი, კონჩესკი
მაქსი, სპირინგი, მეირელეში, ბაბელი
კოული
ნგოგი

მატჩის მთავარი აღსანიშნი მომენტი ალბათ კოულის მიერ შეტევის წაყვანა იყო – ჯოს მოძრაობა და შეტევაში განაწილებული სახიფათო პასები მთელი შემტევი ხაზის მოქმედებას განსაზღვრავდა და ლივერპულის იერიშებს დინამიურობას მატებდა (რაც ჰოჯსონმაც აღნიშნა მატჩის შემდგომ). წითლების 10 ნომერი არიგებდა გადაცემებს როგორც ვერტიკალურად, ისე დიაგონალზე, ფლანგებისაკენ, რამაც ლივერპულს არაერთი საშუალება მისცა სახიფათო ჩაწოდებებისა და დაბალი პასების გასაკეთებლად. ჯერჯერობით ჩატარებული მატჩების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ჰოჯსონი ამ ვარიანტს (კოული ცენტრფორვარდსა და ნახევარდაცვას შორის, კლასიკური გამთამაშებლის როლში) გუნდის შეტევის ძირითად ვერსიად ხედავს.
პირველი გოლიც ჯოს აქტიურობის შედეგად გავიდა, როდესაც მან მცველის მეკარისათვის სუსტად დაბრუნებული პასით ისარგებლა და ერთდროულად ზუსტი და ძლიერი დარტყმით მოათავსა ბურთი დაბალ კუთხეში.

კოულის სრული საპირისპირო იყო რაიან ბაბელი, რომელმაც ჰოჯსონისაგან მიღებული პერიოდის პირველი მატჩი ისევე ჩააგდო, როგორც ანფილდზე გატარებული წინა სეზონების თამაშების აბსოლუტური უმრავლესობა. მისი მომხრეები უშედეგო თამაშს ჰოლანდიელის არაბუნებრივ პოზიციაზე თამაშს აბრალებენ და თვით რაიანსაც განუცხადებია, რომ მისთვის ყველაზე შესაფერისი თავდამსხმელის როლია. სწორედ ამ პოზიციაზე გადაყვანას უპირებდა მას მწვრთნელი მატჩის ბოლო 15 წუთის განმავლობაში, თუმცა იმ მომენტისათვის ბაბელმა სამწვრთნელო სკამს აცნობა, რომ კუნთებში გაჩენილი ტკივილი ბოლომდე აქტიურად თამაშის საშუალებას არ მისცემდა, რის გამოც ჰოჯსონმა ის ლუკაშით შეცვალა. ბრაზილიელმა თავის მხრივ აღნიშნა მოედანზე შესვლა, როდესაც შორი და ძლიერი დარტყმით შეაგდო ბოლოსწინა გოლი, 81-ე წუთზე.

ნგოგის შედეგიანი პენალტი

ლუკაშის დარტყმა ნგოგის ორ გოლს შორის მოექცა – ფრანგი სეზონის მშვენიერ სტარტს აგრძელებს და მის ანგარიშზე უკვე 6 შედეგიანი დარტყმაა – აღსანიშნია, რომ მთელი შარშანდელი სეზონის ჯამში მას 8 გოლი ჰქონდა. სტიაუასთან პირველი მან პენალტის უზუსტესი შესრულებით შეაგდო, მეორის დროს კი რუმინელების საჯარიმოში დამდგარი გაუგებრობით ისარგებლა და ძლიერად გაგზავნა ბურთი მეკარისაგან იმავე მარჯვენა დაბალ კუთხეში. პირადად ჩემი აზრით, ნგოგმა შარშანდელთან შედარებით ყველა კომპონენტში აშკარად მოუმატა – მისი მოძრაობა, ფიზიკური ბრძოლა და დარტყმები 2009-10 სეზონზე გაცილებით უკეთესია.

ნგოგი საჯარიმოში მცველებს უმკლავდება, სანამ მეორე საგოლე დარტყმას შეასრულებს

საინტერესო დაკვირვება კეთდება მაქსისა და კელის თამაშის შედეგად – პირველმა სუსტი მატჩი ჩაატარა (და მის შემთხვევაშიც მიჭირს, გავიხსენო მისი მაღალი დონის გამოსვლა ლივერპულში), მეორემ კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ნდობა მაღალი რანგის მატჩებშიც შეიძლება – მარტინი საიმედო იყო მთელი 90 წუთის განმავლობაში როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და უნდა აღინიშნოს, რომ ის დიდი ფიზიკური გაბარიტების მქონე მცველების (ფლანგურებისაც კი) შესახებ ჰოჯსონის ხედვასაც შეესაბამება. მაქსის სუსტი თამაშისა და იმის გათვალისწინებით, რომ გლენ ჯონსონი შეტევაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე თავდაცვისას, პრაქტიკულ ვარიანტად ჩანს კელის აყვანა ძირითადი მარჯვენა მცველის რანგში და ჯონსონის აწევა მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე. საინტერესოა, ხედავს თუ არა ჰოჯსონი ამას სათამაშო ვარიანტად მომავლის მატჩებისათვის.

Advertisements

3 Comments on “ლივერპული 4 სტიაუა 1”

  1. მიჩინიო ამბობს:

    მგონი ჯონსონი ვერ გაამართლებს ნახევარდაცვაში, მით უმეტეს ვინგერად. პროსტა დაცვაში თამაშსუფრო მეტად დაამუღამებს და იქნება ფლანგის უნივერსალი… ია ტაკ დუმაიუ :)

  2. Tornike ამბობს:

    მადლობა კომენტარისთვის ^.^ გლენი 2 სეზონია ვერ დგას დაცვაში როგორც მცველი უნდა იდგას, წინ კიდევ ყოველთვის კარგად ძვრება მცველებში და ბურთსაც კარგად ფარავს ხაზებთან თამაშის დროს.

    • მიჩინიო ამბობს:

      ხოდა, მეც იმას ვამბობ უკვე დროა დადგეს-თქო :):) ფიზიკურადაც მოშნია, სწრაფიცაა… იმენნა ცოდნ აკლია და უნდა ისწავლოს :)


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s