უპატრონოები

დღევანდელი მარცხი ტრაფორდზე, გაგრძელებაა იმ ყველაფრის რაც წინა ზაფხულიდან ლივერპულში დაიწყო. გუნდს მთელი თამაში ერთი გააზრებული შეტევა არ გაუკეთებია, ლივერპულის შეტევა მეტოქის საჯარიმოდან 10/15 მეტრში წყდებოდა. ან ბურთი იკარგებოდა, ან ვან დერ საარის მაგივრად რეინას კარისაკენ იგზავნებოდა. ზოგჯერ მინდა ხოლმე, რომ ლივერპულის გერბზე გამოსახულ ორ მემორიალურ ჩირაღდანს, კიდევ ორი დაუმატონ, ლივერპულის ფლანგების უკვდავსაყოფად. ყოველგვარი ცინიზმის გარეშე, ლივერპულში მაღალი დონის სუფთა გარემარბი მომენატრა.

ძალიან ცუდი დანიშნულება ქონდათ დღეს მოედანზე ჯო კოულს და როდრიგესს, ბურთის მიღების შემდეგ ორივე ცენტრისკენ იწევდა, რაც ხუთი ნახევარმცველით თამაშისას უსარგებლოა. ცენტრი ზედმეტად იტვირთება და ერთგვარი ვაკუუმი იქმნება მეტოქის საჯარიმოსთან, უფრო მარტივად და გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ ბარდაგი. საბოლოოდ კი ამ შემთხვევაში ხდება ის რაც დღეს მოხდა, ლივერპულმა გააზრებული შეტევა ვერ გააკეთა. ამ ტაქტიკამ, რომ გაამართლოს, განაპირა მცველებად არც მეტი არც ნაკლები, ერთ მხარეს მაიკონი უნდა გყავდეს და მეორე მხარეს ეშლი კოული. ლივერპულს, რომ არც ერთი ყავს და არც მეორე ეს ვიცით.

გარკვეული პოზიტიური ძვრები იყო ნახევარდაცვის ცენტრის თამაშში, კერძოდ – ჯერარდს, მეიერლიშს და პოულსენს საკამოდ კარგად ეჭირათ ბურთი და საკამოდ კარგად გადაქონდათ ბურთი მეტოქის ნახევარზე (ამ ყველაფრის გაკეთება, ძალიან უჭირდა ლივერპულის ცენტრს ალონსოს წასვლის შემდეგ),  უბრალოდ გუნდი, შეტევის შემდეგ ეტაპზე გადასვლას ვერ ახერხებდა, ან ბურთი იკარგებოდა, ან ზემოთ ხსენებულ ბარდგს ქონდა ადგილი. ბენიტესის ლივერპულისგან განსხვავებით, ჰოჯსონის გუნდში საყრდენი ნახევარმცველები განაპირა მცველებს არ ეხმარებიან. ფლანგი მთლიანად იმ ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელებს აბარიათ, რაც კარგია მეთქი რომ ვთქვა მოვიტყუები. დღეს რამოდენიმეჯერ ვიხილეთ ნანისთან პირისპირ დარჩენილი ჯო კოული, ეს შემთხვევა შეიძლება მხოლოდ ესე შეაფასო – +18.

რაც შეეხება კონჩესკის და მის დღევანდელ თამაშს. ეს კაცი რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ არის ამას ალბათ დაჟე თვითონაც კი ხვდება, ექსპერტების დახმარების გარეშე. ნანის ნაირ ფეხბურთელს, რომ მთელი თამაში მარტო ეთამაშები, თუ მართლა მსოფლიო დონის არ ხარ, რათქმაუნდა რამოდენიმეჯერ ისიც გაჯობებს და გაგექცევა. ამ რამოდენიმე შემთხვევისთვის კი არსებობენ ცენტრალური მცველები, რომელთა იმედიც უნდა გქონდეს საჭიროების შემთხვევაში. ასე რომ მე კონჩესკის თამაშში ვერაფერ დასაგომბს ვერ ვხდეავ, თავის დონეზე მანჩესტერის წინააღმდეგ ნორმალური თამაში ჩაატარა.

რაც შეეხებათ გუნდის ცენტრალურ მცველებს. ან შკრტელმა, ან კარაგერმა რომელიმემ გამცეს პასუხი იმაზე, თუ რატომ იყვანდა ბერბატოვს კუთხურის ჩამოწოდებისას ფერნანდო ტორესი. ამაზე პასუხი ალბათ ძველ სპარტაში მითიურ არაკულს თუ ექნება მარტო. უკვე მეორე გოლი გაუშვა ლივერპულმა კუთხურიდან ამ სეზონში (პირველი მანჩესტერ სიტისთან) დანარჩენი ორი გოლიც რათქმაუნდა ჯეიმი კარაგერის ბრწყინაველე თამაშს არ მოყოლია. ინერტული იყო მთელი თამაში ტორესი, ჯონი ევანსის ნაირი მცველის წამოკიდება ეგეთი დონის თავდამსხმელისთვის ვერაფერი შედეგია, მთელი თამაშის მანძილზე. როგორც ჩანს ძველი ფორმა კიდევ ვერ აღიდგინა.

თავიდანვე შეცდომა იყო იოვანოვიჩის სასტარტოში არ დაყენება. კოული და როდრიგესი ვერც შეტევაში და ვერც დაცვაში ვერაფერს ვერ აკეთებდნენ. იოვნოვიჩი უფრო გამოსადეგი ფეხბურთელია ასეთ შემთხვევებში ვიდრე ზემოთ ხსენებული ორი.

ნგოგის შემოსვლით და 4-4-2 ზე გადასვლით გუნდი უფრო მობილური გახდა, ტორესსმა პოზიციის ხშირი ცვლა დაიწყო, საბოლოო ჯამში მოხდა ის რომ ჯონი ევანსის და ჯონ ოშის ინდივიდუალური შეცდომების წყალობით (რომლებიც, ტორესის წინააღმდეგ იქნა დაშვებული) ლივერპულმა ანაგარიში გაათანაბრა. ბერბატოვის მესამე გოლმა კი საბოლოოდ ცხადყო, რომ გუნდი უმარტივეს ფლანგურ შეტევას ვერ უმკლავდება.

ჯერარდის გოლებზე რა უნდა დაიწეროს, არც არაფერი. კიდევ ერთხელ მოიკიდა გუნდი და გაწია. მარა მარტო ჯეროს გაწევები რომ საქმეს არ შველის ეს მგონი კარგად შევიგნეთ ბოლო წლების მანძილზე.

მოკლედ რაც იყო იყო, უარესებიც გვახსოვს და გადაგვიტანია. ლივერპულმა დღეს პირწმინდად წააგო ეს მატჩი. ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია ლივერპულისთვის პრემიერლიგაში და ამისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია, იმდენად ემოციურია და იმდენად ბევრს ნიშნავს ეს მატჩი ლივერპულის ყოველი გულშემატკივრისათვის. მაგრამ რითი არის გამოწვეული გუნდში ეს არეულობა და ქოსი, ეს მგონი სომალილენდის საშუალო ფენის ოჯახმაც კი იცის. მართალია ესეთი ფენა იქ არ არსებობს სავარაუდოდ, მაგრამ იმ არ არსებულ ფენაშიც იციან.

რათქმაუნდა ყველაფერის თავი და თავი არიან მეპატრონეები. იდეაში მეპატრონეები, თორემ გუნდი, რომ 2006 წლიდან უპატრონოა ეს ცხადზე უცხადესია. უპატრონო გუნდით კი რაიმე შედეგის მიღწევა, მითუმეტეს დღევანდელ ფეხბურთში ძალიან ძნელია. თუ ჰიქსმა და ჯილეტმა გუნდის ფასს არ დაუკლეს და თუ მშვიდობიანად არ გაეცალნენ მერსისაიდს, მაშინ ენფილდზე შეკრებილმა საზოგადოებამ უნდა მოიმოქმედოს რამე, თორემ მარტო ეს Not Welcome ANYWHERE რომ საქმეს შველოდეს ჩვენ ბედს ძაღლი არ დაყეფდა, იმდენი ქალაქი და სოფელი მოიარა უკვე ამ წარწერამ. მფლობელების საკითხის მოგვარების შემდეგ, ყველაფერი ნელ-ნელა მაგრამ მაინც მოგვარდება, მთავარია გუნდმა სახე საბოლოოდ არ დაკარგოს და ოთხეულისთვის იბრძოლოს.

Advertisements

One Comment on “უპატრონოები”

  1. Tornike ამბობს:

    გეთანხმები დასკვნებში. მოგვიანებით დავწერ ჩემ დაკვირვებებსაც.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s