იუნაიტედი 3 ლივერპული 2

ინგლისური ფეხბურთის ყველა დროის უდიდესი დაპირისპირების მორიგ მატჩში ჰოჯსონის გუნდს იმაზე მეტად გაუჭირდა, ვიდრე ეს საბოლოო ანგარიშიდან ჩანს.

თითქმის უძლიერესი შემადგენლობით (გუნდს აკლდა დირკ კიუიტი) გამოსვლის მიუხედავად, როგორც პირველ, ისე მეორე ნახევარში ლივერპული ჩრდილოელ მეტოქეს ყველა კომპონენტში ჩამოუვარდებოდა სტანდარტების შესრულების გარდა – სწორედ ორი სტანდარტიდან აიღეს იუნაიტედის კარი მერსისაიდელებმა, საკუთარი კი ძალიან ცუდად დაიცვეს მანჩესტერელების დინამიური შეტევებისაგან.

სასტარტო შემადგენლობა:

რეინა
ჯონსონი, კარაგერი, შკრტელი, კონჩესკი
მაქსი, პოულსენი, მეირელეში, კოული
ჯერარდი
ტორესი

მნიშვნელოვანი დასკვნებიდან ორი, რომელიც შეიძლება ამ თამაშის შედეგად გაკეთდეს, მოძრაობას შეეხება:
1. მეირელეშიპოულსენიჯერარდის ცენტრალური ვარიანტის მოძრაობა უფრო დინამიური და წინ მიმართულია, ვიდრე ბენიტესის მასკერანოლუკაშიჯერარდი ვარიანტისა. ამის შედეგი იყო, რომ წითლების ცენტრი იუნაიტედისას არ ჩამორჩებოდა. მომავალი მატჩები და მთლიანად დარჩენილი სეზონი აჩვენებს, აღნიშნულის ფონზე რამდენად ხედავს ჰოჯსონი ლუკაშს ძირითადის ნახევარმცველად;

2. მანჩესტერელების შემტევი ჯგუფის ფლანგებზე მოძრაობა და სწრაფი პასები ისევე უქმნიდა ლივერპულის დაცვას პრობლემებს, როგორც ჟერარ ულიეს ბოლო ორ სეზონსა და ბენიტესის პირველ სეზონებში. ძირითადი პრობლემა დაცვის მიერ შეტევის მიმართულებას აყოლაშია, როცა დაცვითი ხაზი მოწინააღმდეგის სწრაფი მოძრაობის/პასების მიმართულებით ზედმეტად დიდი ძალებით იწყებს გადაჯგუფებას და ამის შედეგად დარჩენილი ზონები ცარიელდება, იმის მიუხედავად, რომ ამ ზონებში იუნაიტედის მოთამაშეები არიან. ამას ლოგიკურად მოჰყვება ბურთის ნახსენებ ზონებში გადაცემა და უკიდურესად სახიფათო მომენტის შექმნა წითლების კართან.

ლივერპულის კარში მოხვედრილი სამი გოლიდან პირველი კუთხურის ჩაწოდებას მოჰყვა, როდესაც დიმიტარ ბერბატოვის ასაყვანად რატომღაც ტორესი იყო დარჩენილი საჯარიმოს ცენტრში (ამავე დროს, საჯარიმოს კუთხესთან ლივერპულის ორი მოთამაშეს მანჩესტერის ერთი ფეხბურთელი ჰყავდა დაფარული). მან მაღალი ბურთის მოსაგერიებლად ახტომა არ სცადა, რის შედეგადაც ბერბატოვმა ის თითქმის წინააღმდეგობის გარეშე გაგზავნა კარში:

გარკვეული დასკვნები მეორე გოლიდანაც შეიძლება გაკეთდეს: ჩაწოდება დაცვის მარცხენა ფლანგიდან (რომელიც კონჩესკიმ ვერ ჩაჭრა) ისევ წინააღმდეგობის გარეშე მიიღო ბერბატოვმა (ამჯერად ფეხით), ანუ გადაცემა, რომლის მსგავსებიც დაცვას ჰაერიდანვე უნდა გაქონდეს საჯარიმოდან, თავდამსხმელს დარჩა. დანარჩენი უკვე მისი ტექნიკის ამბავი იყო:

მესამე გოლიც დაცვაში მდგომი მოთამაშის პასიურობის შედეგი გამოდგა, როდესაც კარაგერი ბერბატოვის ნახტომმა უბრალოდ დაჩაგრა.

დაცვის პასიურობა და ზონების დაცარიელება უფრო გასაგები იყო ბენიტესის დროს, როდესაც კლასიკური ტაქტიკური თამაშის მოყვარული მწვრთნელი აგრესიულად და მაღალ ტემპში მოთამაშე მოწინააღმდეგის მოქმედებას ბევრს ვერაფერს უპირისპირებდა. ჰოჯსონის, როგორც ტიპიური ბრიტანული სტილის მწვრთნელისაგან მეტად მოსალოდნელი იყო ფიზიკურად გამძლე და მყარი დაცვის აწყობა ასეთი თამაშის დროს, თუმცა ლივერპულის მთავარ მოწინააღმდეგესთან მის პირველ მატჩში ასე არ მოხდა.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს რაულ მეირელეშის პირველი მნიშვნელოვანი (და რთული) თამაში პრემიერ ლიგაში – პორტუგალიელი ნახევარმცველის მოძრაობა, ფეხზე მყარად დგომა და შესრულებული სამუშაოს მოცულობა სამომავლოდ დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ნანახიდან გამომდინარე უკვე ახლავე აღვნიშნავ, რომ მეირელეში უნივერსალური ნახევარმცველის როლში ლუკაშზე მნიშვნელოვნად უკეთესი მოთამაშეა და მისი შეთავსება სუფთა ჩამშლელ (პოულსენი) და ძირითადად შემტევ (ჯერარდი/კოული) ნახევარმცველთან წარმატების მომტანი ჩანს.
ასევე განცალკევებით უნდა აღინიშნოს ტორესის თამაში – ინერტული, ჩვეულებრივზე ნაკლებად აგრესიული, თუმცა მაინც კლასით სავსე – როდესაც ფორმაში არმყოფი თავდამსხმელის მონაწილეობით მომხდარი ორი მომენტის შედეგად 0-2-დან 2-2-ს აღწევ, ამას ზედმეტი შეფასებაც არ სჭირდება. F9T-ს დონის თავდამსხმელი ამ კლუბს 90-იანების ბოლოს შემდეგ არ ჰყოლია.

მერსისაიდელები ჩრდილოელ მეტოქეს ანფილდზე ტრადიციულად უკეთ უპირისპირდებიან, ასე რომ გაზაფხულზე (განსაკუთრებით იანვარში გუნდის გაძლიერების შემთხვევაში) ჰოჯსონს რევანშის ასაღებად კარგი შანსი ექნება.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s