ჯეიმი კანვარის სტატია გლენ ჯონსონზე

ჯეიმი კანვარი (Jamie Kanwar) პოპულარული კრიტიკული ვებ-გვერდის liverpool-kop.com ავტორია. ის ცნობილია უკომპრომისო მიდგომით კლუბთან დაკავშირებული ყველა საკითხის ანალიზისას და იყენებს სტატისტიკურ და სხვა ინფორმაციულ წყაროებს მტკიცებულებების გამოსაქვეყნებლად. მისი ადრინდელი სამუშაო საკითხები შეეხებოდა ტომ ჰიქსისა და ჯორჯ ჯილეტის მფლობელობას, რაფაელ ბენიტესის შეცდომებს, ლივერპულის მოთამაშეების სუსტ თუ ძლიერ მხარეებს და სხვა თემებს.
ამჯერად კანვარმა გლენ ჯონსონის შესახებ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის მერსისაიდელების მარჯვენა მცველს აკრიტიკებს.

გლენ ჯონსონი 'არსენალის' წინააღმდეგ მატჩში

გლენ ჯონსონი: კვლავაც წყალში გადაყრილი ფული

ჯეიმი კანვარი
25 სექტემბერი 2010

როდესაც 2009 წლის ზაფხულში რაფა ბენიტესმა გლენ ჯონსონი შეიძინა, ვამტკიცებდი, რომ ეს ფული წყალში გადაყრილი აღმოჩნდებოდა, რადგან იმ მოთამაშეში იყო გადახდილი, რომელიც ლივერპულს (სხვადასხვა აზრის მიხედვით) არ სჭირდებოდა. მრავალი გულშემატკივრის აზრით ჯონსონი მსოფლიო კლასის ტრანსფერი იყო (!); მოთამაშე, რომელიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე გააძლიერებდა გუნდს. ეს აშკარად სისულელე აღმოჩნდა. ლივერპულის კატასტროფული შარშანდელი სეზონის და წლევანდელი სუსტი სტარტის (ისევე, როგორც ინგლისის წარუმატებელი გამოსვლის ბოლო მსოფლიო თასზე) ერთი საერთო მიზეზი ჯონსონის გამუდმებული სისუსტეა ეგრეთ წოდებული მარჯვენა მცველის პოზიციაზე. რა პოზიტიურ, სტაბილურ, სპეციფიურ, გაზომვად გავლენას ახდენს ჯონსონი ლივერპულის ახლანდელ გუნდზე?

ფაქტები:

* ჯონსონის მოსვლა დაემთხვა კლუბის ყველაზე ცუდ სეზონს ჩემპიონატში 1994 წლის შემდეგ (დაკავებული პოზიციის მიხედვით); ასევე ყველაზე საშინელ სეზონს (ყველა ტურნირის გათვალისწინებით) ათწლეულების განმავლობაში, რომლის შედეგიც აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან ვერ-გასვლა და უსუსტესი მე-7 პოზიცია ჩემპიონატში, რაც ნიშნავდა, რომ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა თასის გათამაშებაც ლივერპულის გარეშე ჩაივლიდა.

* 2008-9 წლებში (ჯონსონის მოსვლამდე) კლუბმა მხოლოდ 2 მატჩი წააგო მთელი სეზონის განმავლობაში, ჯონსონმა კი მოსვლის შემდეგ 35 თამაშიდან 12 დამარცხებაში მიიღო მონაწილეობა (ჩატარებული მატჩების მესამედზე მეტი). დამთხვევა?

* შარშანდელი სეზონის ჯონსონის 35 გამოსვლაში გუნდმა 30 გოლი გაუშვა (რომელთაგან რამდენიმეში ის პირადად იყო დამნაშავე). მისი დაცვითი სისუსტე წლის განმავლობაში არაერთხელ გამოჩნდა არა მხოლოდ ლივერპულის, არამედ ინგლისის ნაკრების შემადგენლობაშიც.

* ჯონსონი გავრცელებული აზრის მიხედვით მეტად ძლიერია შეტევაში ჩართვისას, თუმცა მთელი სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ 3 გოლისა და 3 საგოლე გადაცემის დაგროვება შეძლო. ეს სრულებით არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ლივერპულში გადმოსვლამდე 7 სეზონის განმავლობაში მას საშუალოდ 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჰქონდა ყოველ სეზონში. ჯონსონმა კარიერის საუკეთესო შედეგიც კი ვერ გააუმჯობესა, პორტსმუთის 2008-9 სეზონისა, როდესაც მის ანგარიშზე 3 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აღმოჩნდა 37 მატჩში. ესაა 18 მილიონად შეძენილი მოთამაშის შედეგები, რომელიც გასაოცარ შემტევად ითვლება?

* ის სეზონის განმავლობაში გაშვებულ რამდენიმე მნიშვნელოვან გოლში პირადად იყო დამნაშავე – მაგალითად 1-2 საშინაო დამარცხებაში არსენალთან და კრისტიან ბენიტესის გამნათაბრებელ გოლში ბირმინჰემთან 2-2 მატჩში ანფილდზე. მისი შეცდომები მიმდინარე გათამაშებაშიც გაგრძელდა – სანდერლენდთან დღევანდელი მატჩის მეორე გაშვებული გოლის მიზეზი ჯონსონის სუსტი პოზიციური თამაში იყო.

სხვა მრავალი ფანის მსგავსად შარშან მეც ვამტკიცებდი, რომ ჯონსონი მარჯვენა ვინგერად უნდა ყოფილიყო გამოყენებული, ხოლო მისი პოზიცია მარტინ კელის უნდა დაეკავებინა.  აღარ ვფიქრობ, რომ ეს კარგი იდეაა; ის ნებისმიერ პოზიციაზე შემასუსტებელი ფაქტორი იქნება, ასე რომ კლუბმა უბრალოდ დანაკარგი უნდა აინაზღაუროს და იანვარში მისგან უნდა გათავისუფლდეს.

რა სარგებელი მიიღო ლივერპულმა ჯონსონის შეძენით? რამდენად აღმოჩნდა გადახდილი 18 მილიონი გამართლებული? განზოგადებული ფრაზები, როგორიცაა “ის შეტევაში კარგად ერთვება” უბრალოდ არაა საკმარისი. თუკი ეს მართლაც ასეა, როგორ მოხდა, რომ მან შარშან მხოლოდ 3 საგოლე გადაცემა დააგროვა? მოვისმენდი სპეციფიურ, გაზომვად მაგალითებს იმისა, როგორ გააძლიერა ჯონსონმა გუნდის თამაში და როგორ აღმოჩნდა მასში გადახდილი თანხა გამართლებული.

რაც უფრო მალე დატოვებს ჯონსონი (და ბენიტესის სხვა “მკვდარი სულები”) გუნდს, მით უკეთესი. ახლა როი ჰოჯსონმა ის უბრალოდ რეზერვებში უნდა დააქვეითოს და ძირითად მარჯვენა მცველად მარტინ კელი გაამწესოს.

წყარო: liverpool-kop.com

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s