მწვანე ფერი

კელტური ნაციები ოდითგანვე მრავლად იყვნენ წარმოდგენილი ლივერპულში, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ადგილი ეკავა ირლანდიურ მხარეს. საერთოდ ლივერპულში პროცენტულად ყველაზე მეტი ირლანდიელი ცხოვრობს ვიდრე ინგლისის სხვა ნებისმიერ ქალაქში. ირლანდიურ მოსახლეობას დიდი წვლილი მიუძღვის ლივერპულის განვითარებაში, ქალაქის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საუბრობს სკაუსა დიალექტზე, რომელიც ირლანდიური ინგლისურის და ადგილობრივის შერწყმის შედეგად არის მიღებული. ასევე ლივერპული ერთადერთი ბრიტანული ქალაქია რომელიც დუბლინთან არის დამეგობრებული.

ქალაქის მეორე გუნდი ევერტონი ცნობილია როგორც Irish Catholic team და ბევრ ირლანდიელს უთამაშია ევერტონის რიგებშიც, მათ შორის ბოლო რომელიც ევერტონმა აღზარდა არის წარმოშობით ირლანდიელი, ლივერპულში დაბადებული და გაზრდილი, უეინ რუნი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო მუსიკოსი ჯონ ლენონიც ლივერპულში დაბადებული ირლანდიელია (წარმოშობით). მოკლედ ქვევით გავიხსენოთ ის აირიშები რომლებსაც ლივეპრულის მაისური აქვთ მორგებული სხვადასხვა ეპოქაში, გუნდის ირლანდიურ დრიმ ტიმსაც ქვევით იხილავთ.

ელაიშა სკოტი

ლივერპულის ყველა დროის, ყველაზე ძლიერი მეკარე.
20 გასაოცარი სეზონი ჩაატარა ამ ადამიანმა ლივერპულის მაისურით.

სტივ ფინანი

ირლანდიის ნაკრების წევრი, რომელიც მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა. ლივერპულში ღირსებას იცავდა ხუთი წლის მანძილზე.

სტივ სტონტონი

ლივერპულის აღზრდილი ფეხბურთელი, ირლანდიის ნაკრების უცვლელი წევრი, კაპიტანი და შემდეგ უკვე მწვრთნელი. ლივერპულში ყოფნისას თამაშობდა მარცხენა და ცენტრალური მცველის პოზიციაზე.

ფილ ბაბი

პირველი ფერადკანიანი ირლანდიელი ლივერპულში, ცენტრალური მცველი. 1994 წლელს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალე თამაშის გამო, ლივეპრულის მწვრთნელმა როი ევანსმა მასში გუნდისთვის სარეკორდო თანხა £3.6 მილიონი გადაიხადა.

მარკ ლოურენსონი

ლოურო, ერთერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი რომელსაც უთამაშია ლივერპულსა და ირლანდიის ნკარებში. მაგრამ, ტრამვბმა საშუალება არ მისცა ლივერპულში ბოლომდე ეთამაშა, 4 წელი დაბალი დონის გუნდებში გამოდიოდა, 1992 წელს კიკარიერა დაასრულა.

სტივ ჰაივეი

დუბლინელი სტივი კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მარცხენა ფლანგელია. ის ელაიშა სკოტის შემდეგ პირველი ირლანდიელია რომელმაც ნაკრებშიც ითამაშა.

რეი ჰაფტონი

ლივერპულის და ირლანდიის ნაკრების უცვლელი წევრი, მარჯვენა ნახევარმცველი. პირველი გოლი ნაკრებში ინგლისელების წინააღმდეგ გაიტანა 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე, მეორე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი გოლი კი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიელების კარში აქვს გატანილი. ასევე ის გახლავთ ბოლო შოტლანდიაში დაბადებული ფეხბურთელი რომელმაც ინგლისის წინააღმდეგ გაიტანა გოლი.

რონი უელანი

 

 

უელანს ირლანდიელებიდან ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული ლივერპულში პერიოდულად იყო გუნდის კაპიტანიც, ცენტრალური ნახევარმცველი. დასამახსოვრებელია მისი გოლი 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ჰანოვერში, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

ჯეისონ მაკატირი

მაკატირი ლივერპულში დაბადებული ირლანდიელია. თამაშობდა ბევრ პოზიციაზე ცენტრში, ფლანგებზე, ქონდა როგორც შემტევი ასევე დაცვითი ფუნქიცები.

ჯონ ოლდრიჯი

დაიბადა და გაიზარდა სკაუზერად. ორი სეზონი ითამაშა ლივერპულში გაიტანა 63 გოლი. ლივერპულის შემდეგ გადავიდა რეალ სოსიედადში, 11 წელი იცავდა ირლანდიის ნაკრების ღირსებას.

მაიკლ რობინსონი

ლივერპულამდე თამაშობდა მანჩესტერ სიტიში და ბრაიტონში, კარიერა 1989 წელს ოსასუნაში დაასრულა. კარიერის დასრულების შემდეგ, მუშაობდა ესპანეთში, კომენტატორად, სეტანტა სპორტზე პანდიტად და ა.შ.

ნაკლებად ცნობილი ირლანდიელები გუნდში: ჯიმ ბეგლინი, ბილ ლესი, კენ დიმენჯი, მარკ კენედი და დარენ პოტერი.

ბოლო ირლანდიელი რომელიც ლივერპულმა აღზარდა ეს იყო დარენ პოტერი, ბოლო ირლანდიელი კი რომელიც ლივერპულში თამაშობდა ეს იყო რობი კინი.

 

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s