ჯეიმი კანვარის სტატია კლუბის ვალებზე

ჯეიმი კანვარი (Jamie Kanwar) პოპულარული კრიტიკული ვებ-გვერდის liverpool-kop.com ავტორია. ის ცნობილია უკომპრომისო მიდგომით კლუბთან დაკავშირებული ყველა საკითხის ანალიზისას და იყენებს სტატისტიკურ და სხვა ინფორმაციულ წყაროებს მტკიცებულებების გამოსაქვეყნებლად. მისი ადრინდელი სამუშაო საკითხები შეეხებოდა ტომ ჰიქსისა და ჯორჯ ჯილეტის მფლობელობას, რაფაელ ბენიტესის შეცდომებს, ლივერპულის მოთამაშეების სუსტ თუ ძლიერ მხარეებს და სხვა თემებს.
კანვარი მორიგ სტატიაში ლივერპულის ვალებს ეხება და მკითხველს იმის მტკიცებულებას წარუდგენს, რომ ხსენებული ვალები არა კლუბს, არამედ ამერიკელ მფლობელებს აწევთ და კლუბს მათ გამო პრემიერ ლიგისაგან ჯარიმები არ ელის.

2010 წლის მაისში კანვარმა გამოაქვეყნა სტატიების სერია, რომელშიც იურიდიული და ფინანსური ინფორმაციის გამოყენებით აკრიტიკებდა ლივერპულის ფანების დიდი ნაწილის მიერ გაცხადებულ თეორიას, რომ ადმინისტრირებაში გადასვლის (კლუბის გაკოტრება ვალების ვერ-გასტუმრების მიზეზით) შემთხვევაში პრემიერ ლიგა კლუბის მიმართ ქულების დაკლების ჯარიმას გამოიყენებდა, მთელი დაგროვებული ვალი კი ასევე ლივერპულის გადასახდელი იქნებოდა. ამჯერად მან მისი თეორიის მორიგი მტკიცებულება აღმოაჩინა ლივერპულის ექოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ლივერპულის ვალები და ჰიქსისა და ჯილეტის მფლობელი კომპანიები: ამჯერადაც მართალი აღმოვჩნდი

ჯეიმი კანვარი
1 o ოქტომბერი 2010

რამდენიმე თვის წინ დეტალურად ჩამოყალიბებული სტატიების სერიები გამოვაქვეყნე, რომლებშიც ჩამოყალიბებული იყო მიზეზები, თუ რატომ არ შეეხებოდა ტომ ჰიქსისა და ჯორჯ ჯილეტის მიერ აღებული ვალები ლივერპულს. ძირითადი აზრი (რომლებიც მტკიცებულებებით იყო გამყარებული) იმაში მდგომარეობდა, რომ აღნიშნული ვალები კლუბს არ ეკისრებოდა და პრობლემების შემთხვევაში ის მინიმალურ ზარალს მიიღებდა. როგორც ყოველთვის, მაშინაც თითქმის არავინ დათანხმებია ჩემს აზრს, თუმცა როგორც ლივერპულის ექოს ახალი სტატია აჩვენებს, მართალი ვიყავი.

ვფიქრობ, რომ იმ ინტენსიური კრიტიკის გამო, რომელიც მივიღე, როცა გავბედე აღმენიშნა, რომ კლუბი ჰიქსისა და ჯილეტის ვალებით არ დაზარალდებოდა, საჭიროა, ჩემს სიმართლეს ხაზი ამჯერადაც გავუსვა. ეს უკვე ჩვეული პროცედურის განმეორებაა: ვაქვეყნებ პოსტს (მტკიცებულებებით) ლივერპულის შესახებ; ამას ჩემი შეურაცხყოფა მოჰყვება, რამდენიმე თვის შემდეგ გამოჩენილი ინფორმაცია კი ჩემს სიმართლეს აჩვენებს.

ზემოთ მოხსენიებულ სტატიებში მივუთითებდი, რომ:

1. ორგანიზაციები Kop Football (Holdings) Ltd / Kop Football Limited / Kop Cayman = ჰიქსისა და ჯილეტის კომპანიებია
2. Liverpool Football Club and Athletic Grounds Ltd (LFCAGL) = თავად საფეხბურთო კლუბი ლივერპულის ორგანიზაციას წარმოადგენს
3. ვალების უდიდესი ნაწილის ვალდებულია ადევს KFHL-სა და KFL-ს, და არა LFCAGL-ს
4. LFCAGL-ს მხოლოდ KFL-ის მიერ მისთვის სესხებული თანხის გადახდა ევალება (დაახლოებით 100 მილიონი [ფუნტი ])
5. KFHL-სა და KFL-ს (ანუ ჰიქსსა და ჯილეტს) აღნიშნული ვალის მოთხოვნა არ შეუძლიათ, თუკი ეს LFCAGL-ის გაკოტრებას გამოიწვევს
6. თუკი პრობლემები კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებდა, ადმინისტრირებაში KFL/KFHL გადავიდოდა და არა LFCAGL.
7. თუკი კლუბის კონტროლს ხელში RBS (Royal Bank of Scotland – შოტლანდიის სამეფო ბანკი) აიღებს, ლივერპულისათვის ამას პრაქტიკულად არავითარი უარყოფითი შედეგი არ მოჰყვება
8. ქულათა მნიშვნელოვანი ჯარიმის პრაქტიკულად არავითარი შანსი არ არსებობს
9. კლუბთან ასოცირებული ვალი პრინციპში ვერავითარ რეალურ გავლენას ვერ მოახდენს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ამას არავინ დაეთანხმა; მიზეზი გასაგებია – ხალხს უჭირდა (ხანდახან კი არც სურდა) კლუბისა და მისი მფლობელი კომპანიის შორის განსხვავების დანახვა, მედიამ კი (ლივერპულის ფანი რამოდენიმე ჟურნალისტის ჩათვლით) აღმაშფოთებელი გზით გამოიყენა მიმდინარე მოვლენები სენსაციის შესაქმნელად და კლუბის ფინანსური კატასტროფის სურათის დასახატად.

ახლა ქვეყნდება ინფორმაციათა სერიები, რომლებიც მოვლენათა ჩემს ვერსიას ადასტურებს. ლივერპულის ექოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში განცხადებულია:

“მოსალოდნელია, რომ ლივერპული პრემიერ ლიგის მიერ მის მიმართ ქულების ჯარიმის დაწესებას იმ შემთხვევაშიც კი აარიდებს თვს, თუკი მას შოტლანდიის სამეფო ბანკი დაეპატრონება. ზოგიერთმა საფეხბურთო ექსპერტმა გარკვეული ხნის წინ აღნიშნა, რომ კლუბის მფლობელი კომპანია ავტომატურად გადავიდოდა ადმინისტრირებაში. თუმცა ექოს ინფორმაციით პრემიერ ლიგა ამას ლივერპულის გაკოტრებად არ მიიჩნევს.

კლუბის ხელმძღვანელ მარტინ ბროუთონსა და პრემიერ ლიგის აღმასრულებელ შეფ რიჩარდ სკუდამორს შორის რეგულარული განხილვები გაიმართა…ცხრა-ქულიანი ჯარიმა, რომელიც საფეხბურთო კლუბებს გაკოტრების შემთხვევაში ემუქრება (როგორც ეს შარშან პორტსმუთის შემთხვევაში მოხდა), ამ შემთხვევაში არ განხორციელდება.

ლიგის ხელმძღვანელები ვალს მხოლოდ ტომ ჰიქსისა და ჯორჯ ჯილეტის – კლუბის თანამფლობელებისა და Kop Football Holdings-ის ხელმძღვანელების – ვალდებულებად განიხილავენ.

მიმდინარე პროცესთან დაახლოვებულმა წყარომ ექოს განუცხადა: ‘მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც ლივერპული ცხრა-ქულიან ჯარიმას არ მიიღებს. ადმინისტრირებაში არა კლუბი, არამედ მისი მფლობელი კომპანია გადადის და თუკი ასე ხდება, თვით კლუბი ამ ჯარიმისაგან თავისუფლდება. სწორედ ეს შეთანხმება დაიდო ლივერპულსა და პრემიერ ლიგას შორის’.”

6 თვის წინ ჯარიმას ეჭვქვეშ მხოლოდ ეს ვებ-გვერდი [liverpool-kop.com] აყენებდა.

კიდევ ვიმეორებ: ლივერპულის ვალებზე პასუხისმგებლობა ჰიქსსა და ჯილეტს აწევთ. კლუბი მხოლოდ მცირე ნეგატიურ შედეგს მიიღებს თუკი/როდესაც მას RBS დაეპატრონება. მაშინაც კი, თუკი კლუბი RBS-ის მიერ იაფად გაიყიდება, ამით მხოლოდ ჰიქსი და ჯილეტი დაზარალდებიან – სწორედ ამიტომ სურს ჰიქსს რეფინანსირების მიღება (რაც არ მოხდება, რადგან საბჭოს მის ყოველ მცდელობაზე ვეტოს დადების შესაძლებლობა აქვს).

მედიის მიერ გავრცელებული სენსაციური კოშმარის სცენარი არ შესრულდება; ამის შანსიც არ არსებობდა და ყველანაირად ვცდილობდი, ეს ამეხსნა.

გავრცელებული თეორიის საწინააღმდეგოდ – და ამას მიმდინარე სიტუაცია ამტკიცებს – ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. მიღებული მაქვს იურიდიული განათლება, ფინანსებზე საუბრისას კი ჩემს ნაწერს გამოცდილ ფინანსისტს ვამოწმებინებ.
ამას სატრაბახოდ არ ვაცხადებ. ჩემი მიზანი ყოველთვის ერთია – ლივერპულის მიმდინარე ფინანსებზე გავრცელებული გადაჭარბებული და სენსაცირებული ამბების საპირისპიროდ სწორი ინფორმაციის მიწოდება, იმის მიუხედავად, ვინ არის მისი წყარო. ამ შემთხვევაში ეს როლი ამ ვებ-გვერდმა ითამაშა.
თუკი ლივერპულის ფინანსებთან დაკავშირებით ნამდვილ, მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციას ეძებთ, თქვენი ადგილი ამ საიტზეა. 

ქვემოთ მოცემულია ადრინდელი სტატიები, რომლებშიც ზემოთხსენებულ თემებს ვეხებოდი:

Liverpool FC’s debt: The lies, misinformation and exaggeration exposed
Liverpool fans BEWARE: “The State of LFC – An Idiot’s Guide” (posted on RAOTL) is FALSE. And here’s the proof.
EXCLUSIVE: Proof that Liverpool FC does NOT pay interest on H+G’s parent company debts
Anyone who sensationalises Liverpool FC’s debt level is – quite simply – Anti-LFC
Liverpool FC interest payments: The media MYTH exposed (Brief facts with *evidence*)
წყარო: liverpool-kop.com
Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s