ჯეიმი კანვარის სტატია ფანებზე და ჰიქსი+ჯილეტის ბრძოლაზე პარსლოუსთან

ჯეიმი კანვარი (Jamie Kanwar) პოპულარული კრიტიკული ვებ-გვერდის liverpool-kop.com ავტორია. ის ცნობილია უკომპრომისო მიდგომით კლუბთან დაკავშირებული ყველა საკითხის ანალიზისას და იყენებს სტატისტიკურ და სხვა ინფორმაციულ წყაროებს მტკიცებულებების გამოსაქვეყნებლად. მისი ადრინდელი სამუშაო საკითხები შეეხებოდა ტომ ჰიქსისა და ჯორჯ ჯილეტის მფლობელობას, რაფაელ ბენიტესის შეცდომებს, ლივერპულის მოთამაშეების სუსტ თუ ძლიერ მხარეებს და სხვა თემებს.
კანვარის დღევანდელი სტატია შეეხება ლივერპულის გუშინდელ ოფიციალურ განცხადებას იმის თაობაზე, რომ კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებული შეხვედრის წინ ამერიკელმა მფლობელებმა მმართველი დირექტორის კრისტიან პარსლოუსა და კომერციული დირექტორის იან ეირის მოხსნა სცადეს, რასაც ახლა სამართლებრივი განხილვა მოჰყვება. კანვარი მიუთითებს, როგორ წამოეგო ლივერპულის ფანების დიდი ნაწილი კლუბის ზოგიერთი ფან-საიტისა და გულშემატკივართა ორგანიზაციის მიერ  პარსლოუს წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ დაწყებულ აქციას (რომელიც დღემდე გრძელდება), რითაც ფაქტობრივად კლუბისთვის მთავარი ზიანის მომტანების, ამერიკელი მფლობელების სასარგებლო ქმედება შეასრულა.

ბრავო! ისტორია იმისა, თუ როგორ შეუწყვეს ხელი ლივერპულის უგუნურმა ფანებმა ჰიქსსა და ჯილეტს

ჯეიმი კანვარი
6 ოქტომბერი 2010
ლივერპულის ფანების მიერ კრისტიან პარსლოუზე თავდასხმების სამარცხვინო ხასიათი აშკარა გახდა დღეს ღამით, როდესაც გამოცხადებული იქნა კლუბის მფლობელების, ტომ ჰიქსისა და ჯორჯ ჯილეტის მცდელობა კლუბის საბჭოდან მისი მოხსნის თაობაზე, რეფინანსირების მათი გეგმის შესასრულებლად.
როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, ყოველთვის აშკარა იყო, რომ პარსლოუ ყოველთვის ლივერპულის ინტერესებით მოქმედებს. ის შეუსვენებლივ მუშაობს კლუბის კომერციული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და იმ მცირე ჯგუფის (მარტინ ბროუთონსა და იან ეირთან ერთად) ნაწილია, რომელმაც ჰიქსის რეფინანსირების ყოველი მცდელობა დაბლოკა. პარსლოუ იყო – და არის – დადებითი ფიგურა კლუბისათვის.
ამის მიუხედავად, ლივერპულის ფანები ფაქტობრივად ჰიქსთან გაერთიანდნენ, როდესაც პარსლოუს კლუბიდან გათავისუფლების აქციებს შეუერთდნენ. მათ სრულებით არ მიაქციეს ყურადღება იმ ფაქტს, რომ ამ გზით კლუბი იმ ფიგურას დაკარგავდა , რომელიც ჰიქსის მმართველობის შეწყვეტის ბერკეტებს ფლობს!
პარსლოუს წინააღმდეგ აგორებული კამპანია (რომელიც ლივერპულის ზოგიერთი ვებსაიტისა და მედიაში მომუშავე ფანების მიერ იყო ორგანიზებული) უკიდურესად სამარცხვინოა და მხოლოდ ჭორებზე და აშკარა ტყუილზეა დამყარებული. რა თქმა უნდა, მას პრო-ბენიტესული ძალებიც შეუერთდნენ, რომლებმაც პარსლოუ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს ბენიტესის გათავისუფლებისათვის და იგი მათი რისხვის სამიზნეც გახდა.
ამ მოვლენების ისტერიული ირონია იმაშია, რომ თუკი პარსლოუს კლუბიდან გაათავისუფლებენ (როგორც ფანების დიდი ნაწილი მოითხოვდა), ეს ჰიქსის რეფინანსირების გეგმის უკანასკნელ ბარიერს მოხსნის (!) და კიდევ მინიმუმ ორი წელიწადის განმავლობაში მოგვიწევს ამერიკელი მფლობელების მმართველობაში ყოფნა.
ლივერპულის ყველა იმ ფანის მიმართ, რომლებიც RAWK (Red and White Kop)-ის, Empire of the Kop-ისა და მსგავსი ვებსაიტების მიერ გავრცელებულ ტყუილებს აჰყვა და პარსლოუს გათავისუფლების კამპანიას შეუერთდა – ბრავო! თქვენ უჭკუოდ მოითხოვდით იმას, რამაც შესაძლოა საბოლოო ჯამში ჰიქსის პოზიცია განამტკიცოს.
პარსლოუს ყოველთვის მხარს ვუჭერდი და ამისათვის მაკრიტიკებდნენ, იმის მიუხედავად, რომ ყველა საღად მოაზროვნე ფანისათვის ნათელი იყო მისი სასარგებლო მუშაობა კლუბისათვის. ასევე უკიდურესად აშკარა იყო, რომ ის ჰიქსის მცდელობების საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი ბარიერის ფუნქციას ასრულებდა.
ნუთუ ძნელი შესამჩნევი იყო ეს? რეგულარულად ხდებოდა იმის გამოცხადება, თუ როგორ ადებდნენ პარსლოუ, ბროუთონი და ეირი ვეტოს ჰიქსის გეგმას, თუმცა ეს მაინც არ გახდა საკმარისი, რათა ფანების ნაწილის უგუნური მსჯელობა გადაეფარა.
საბოლოო ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ თუკი პარსლოუს გათავისუფლების შემთხვევაში ჰიქსი საბჭოში მის მომხრეებს გაამწესებს (შემდეგ კი რეფინანსირებასაც მოახდენს), ფანები, რომლებიც პარსლოუს გაშვებას მოითხოვდნენ, უკვე ამ სიტუაციაზე მიეცემიან იმედგაცრუებას და იმის გარჩევას დაიწყებენ, სად აირია ყველაფერი.
რა თქმა უნდა, შექმნილი მდგომარეობის ირონიას ისინი ვერ გაიაზრებენ.
სამარცხვინო მდგომარეობა შეიქმნა, როდესაც ფანები, რომლებიც პარსლოუს შეურაცხყოფის კამპანიას მიჰყვებოდნენ, ახლა ლოცულობენ, რომ ჰიქსმა მისი საბჭოდან მოხსნა ვერ მოახერხოს.
შენიშვნა: Empire of the Kop-ის ვებსაიტს დღეს გამოკითხვა ჰქონდა გახსნილი, რომელიც ფანებს ეკითხებოდა: “ენდობით პარსლოუს?”. მათ ასევე რამოდენიმე დღის წინ სტატია გამოაქვეყნეს სათაურით ‘განზრახ აგვიანებენ პარსლოუ და ბროუთონი კლუბის გაყიდვას?’, რომელიც ფაქტობრივად იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი ინტერესით მოქმედებდნენ. (ამ სტატიის თაობაზე წერილიც დავწერე).

როგორც გამოკითხვა, ისე სტატია ახლა მათი ვებსაიტიდან გაქრა, თვეების განმავლობაში პარსლოუს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორის როლში ყოფნის შემდეგ კი საიტის მმართველმა სრულებით შეცვალა საკუთარი განწყობა. სასაცილოა, არა?

ყურადღება მიაქციეთ, ლივერპულის სხვა საიტებიც იგივე მიმართულებით წავლენ – პარსლოუზე თავდასხმის ყველა კვალი წაიშლება, აზრები კი სინათლის სიჩქარით შეიცვლება.

თუმცა ეს ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ეს ვებსაიტი იყო ერთადერთი, რომელიც პარსლოუს მხარდაჭერას გამოხატავდა და არასდროს შეერთებია მისი გათავისუფლების იდიოტურ კამპანიას.

ყველაფერი მარტივადაა: მოსწონს თუ არა ხალხს ეს ვებ-გვერდი, სიმართლის სანახავად სწორედ აქ უნდა შემოდიოდეთ.

წყარო: liverpool-kop.com
Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s