პარსლოუ კლუბის გაყიდვის სასამართლო საქმის შესახებ

ვებსაიტის Liverpool Echo ცნობით, ლივერპულში ახალი ინვესტორის მოსვლასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომის თარიღი დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

კლუბის მმართველი დირექტორი კრისტიან პარსლოუ დარწმუნებულია, რომ სასამართლო კლუბის New England Sports Ventures კომპანიისათვის მიყიდვის პროცესს დაამტკიცებს, რითაც ლივერპულში ტომ ჰიქსისა და ჯორჯ ჯილეტის მმართველობა დასრულდება:

კრისტიან პარსლოუ

“მიმდინარე კვირაში ჩემი ყურადღება გაყიდვის ამ მნიშვნელოვანი პროცესის დასრულებაზე იქნება კონცენტრირებული.

“კლუბის ადმინისტრირებაში გადასვლას ვარიანტად არც კი განვიხილავ და ამაზე არც არავინ უნდა იფიქროს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც საჭირო იყო. NESV კლუბს პირდაპირი ინვესტიციით ყიდულობს და ჩვენს ვალებს იხდის, რაც ლივერპულის ფინანსურ სიტუაციას მომენტალურად ცვლის.

“ჩემი მუშაობა კლუბზე 2007 წლის შემდეგ დაკისრებული ვალისაგან გათავისუფლებაზე იყო ორიენტირებული. აღნიშნული ვალის გამო დიდი რესურსი გაიფლანგა და ყველას გვსურს, კლუბმა ეს ტვირთი მოიშოროს.”

ასევე პარსლოუმ მიმდინარე მფლობელებს სასამართლო საქმის გამოტანისაკენ მოუწოდა:

“მათ ახლა ერთი მოკლე შეტყობინებით გაყიდვის პროცესის მშვიდობიანად დასრულება შეუძლიათ, რაც კლუბს მთელს ვალს მოაშორებდა და ევერტონის წინააღმდეგ მატჩის წინ შესაფერის დადებით ატმოსფეროს შექმნიდა.

“ასეთი საქციელი მათ ღირსებასაც შეუნარჩუნებდა, იმის ნაცვლად, რომ ხმაურიან გარჩევებში მიეღოთ მონაწილეობა.”

წყარო: liverpoolecho.co.uk

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s