ბოსტონელი ფანების აზრი ახალ მფლობელებზე

გუშინ, 15 ოქტომბერს, ტომ ჰიქსისა და ჯორჯ ჯილეტის მიერ ლივერპულის გაყიდვის წინააღმდეგ გამოყენებული დამაყოვნებელი მეთოდის სასამართლო წესით გაუქმების შემდეგ ოფიციალურად დასრულდა კომპანია New England Sports Ventures-ის მიერ კლუბის შესყიდვის პროცესი. ლივერპულის ოფიციალური ვებ-გვერდი კლუბის ამერიკელ, კერძოდ ბოსტონელ (NESV ყველაზე მეტად ბეისბოლის გუნდის Boston Red Sox მფლობელობითაა ცნობილი) გულშემატკივრებს გაესაუბრა ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელის შესახებ.

ახალი მფლობელები ბოსტონელი ფანების თვალსაზრისით

NESV-ის მიერ ლივერპულის შესყიდვის შემდეგ ჩვენი კლუბის ბოსტონელი გულშემატკივრების ფანკლუბის წარმომადგენელს ტიმ ტრეისის ვესაუბრეთ ახალ მფლობელებზე მათი აზრის გასარკვევად.

'NESV'-ის დამაარსებელი და მფლობელი ჯონ ჰენრი (ცენტრში) კრისტიან პარსლოუსა (მარცხნივ) და მარტინ ბროუთონთან ერთად | ფოტო: liverpoolfc.tv

ტიმ, თქვენი რეაქცია გაყიდვის პროცესის დასრულებაზე?

ეს ბრწყინვალე სიახლეა. ბედნიერი იყო ყოველი გულშემატკივარი, რომელსაც დღეს დილით ბოსტონში ვესაუბრე. ლივერპულისათვის ეს ძალიან კარგი ამბავია.

NESV ბოსტონში ალბათ გმირების რანგში განიხილავენ იმისათვის, რასაც მათ Red Sox-თან ერთად მიაღწიეს?

ნამდვილად ასეა. Red Sox ლივერპულზე გაცილებით უარეს მდგომარეობაში იმყოფებოდა (როდესაც კლუბი ჯონ ჰენრიმ შეიძინა). არა ვალის, არამედ შედეგების მხრივ – მათ ოთხმოც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ რაიმე მოგებული, თუმცა ჰენრის მოსვლიდან ორი წლის შემდეგ პირველი ჩემპიონობა იზეიმეს ოთხმოცდაექვსი წლის შემდეგ.

ის უსმენდა გულშემატკივრებს და ხვდებოდა მათ. ფანებმა ჰენრის განუცხადეს, რომ ახალი სტადიონი არ სურდათ, ამიტომ მან Fenway Park-ის რეკონსტრუქციის ვარიანტი აირჩია, Red Sox კი მსოფლიო ბრენდად და სხვადასხვა აზრით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტულ გუნდად გადააქცია.

როგორი ადამიანია ის?

საკმაოდ თავდაჭერილი და წყნარი ხასიათის ადამიანია. როდესაც ბოსტონის გუნდი შეიძინა, მხოლოდ ქველმოქმედების მიზნით 40 მილიონ დოლარამდე თანხა დახარჯა. მონაწილეობას იღებს კლუბის საზოგადოების ცხოვრებაში და გადაწყვეტილებებს სხვებთან შეთანხმების შედეგად იღებს, ასე რომ ვფიქრობ, ლივერპულის შემთხვევაშიც ესაუბრება მოთამაშეებს, ხელმძღვანელებსა და ფანებს.

საერთო ჯამში მჯერა, რომ მისი სახით მეტად კარგი მფლობელი მივიღეთ და ლივერპულის სამომავლო პერსპექტივა მახარებს.

კლუბის გაყიდვის სიახლე ინგლისში მაცხოვრებელი გულშემატკივრებისათვის შვების მომტანი აღმოჩნდა. ასევე მოხდა ამერიკელი ფანების შემთხვევაშიც?

სწორედ ასე იყო. მძიმე წელიწადნახევარი გადავიტანეთ და ბევრ გულშემატკივარს აწუხებდა კლუბის პერსპექტივა. ახლა გაყიდვის პროცესი დასრულებულია და ჩვენი ვებ-გვერდები მილოცვებით აივსო – ეს ჩვენთვის ბედნიერი მომენტია და მინდა ვისურვო, რომ ლივერპულის მომავალიც ასეთი იქნება.

ავტორი: ფილ რიდი

16 ოქტომბერი 2010

წყარო: liverpoolfc.tv

Advertisements

2 Comments on “ბოსტონელი ფანების აზრი ახალ მფლობელებზე”

  1. Michinio ამბობს:

    Finally it’s done! So happy, dude!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s