მეილი, რომელმაც ლივერპული გადაარჩინა

ლივერპულის გაყიდვის დრამატული მოვლენების დასრულების შემდეგ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი დღეს გაესაუბრა ჯო იანუჟევსკის, New England Sports Ventures-ში მომუშავე ლივერპულის გულშემატკივარს, რომელიც კომპანიის მიერ კლუბის შეძენის გადაწყვეტილების მიღების შესახებ საინტერესო ისტორიას ჰყვება.

იანუჟევსკიმ ინტერვიუში ვებ-გვერდს მოუთხრო, რომ უკვე 20 წელია, ლივერპულის გულშემატკივარია. მისი გატაცება ფეხბურთითა და ინგლისის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი გუნდით ცნობილი იყო მის კომპანიაშიც, რომელიც ახლა უკვე ფლობს მერსისაიდულ კლუბს.

ფრაგმენტები ინტერვიუდან:

ჩვენთვის ცნობილია, რომ კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაში აღმოჩენის საქმეში არც თუ ისე უმნიშვნელო როლი ითამაშეთ. მოგვიყევით ამის შესახებ…

“როგორც უკვე გითხარით, ჩემს მიერ ლივერპულის გულშემატკივრობა ფართოდაა ცნობილი NESV-ის ოფისებში. [კლუბის ვალისა და სასამართლო გარჩევების] მიმდინარე მოვლენებს დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს და როდესაც გაყიდვის პროცესი დაიწყო, რა თქმა უნდა ვერ შევიკავებდი თავს უფროსობისათვის ამის შესახებ ჩემი აზრი არ შემეპარებინა.

ჩვენს ახლანდელ აღმასრულებელ შეფ ლარი ლუჩინოს მივმართე: ‘მგონი, ღირს ამისათვის ყურადღების მიქცევა. ჯონსა (ჯონ ჰენრი, NESV-ის დამაარსებელი და მფლობელი) და ტომასს (ტომას ვერნერი, NESV-ის დამაარსებელი) უნდა გავესაუბროთ, იქნებ დაინტერესდნენ.’

“ვფიქრობ, მაშინ მან საკითხს დიდი ყურადღება არ მიაქცია, თუმცა ერთ დღეს ტორონტოში ბეისბოლის მატჩი მიმდინარეობდა და ჯონისა და მისგან სატელეფონო ზარი მივიღე ფრაზით: ‘მოგვიყევი ლივერპულის შესახებ’.

მარცხნიდან: ლივერპულის მმართველი დირექტორი კრისტიან პარსლოუ, ჯონ ჰენრი, ჯო იანუჟევსკი, ტომას ვერნერი მელვუდის სავარჯიშო ბაზაზე | ფოტო: liverpoolfc.tv

“ეს დიდი ემოციების გამომწვევი ზარი იყო. სახლში ვიყავი და ჩემი ცხრა თვის შვილს ბოთლით ვკვებავდი, თან ტელევიზორში Red Sox-ის (Boston Red Sox, ბეისბოლის გუნდი) მატჩს ვუყურებდი. ლივერპულის გარშემო მიმდინარე სიტუაციის შესახებ ტელეფონშივე მეკითხებოდნენ, თუმცა ფონზე დიდი ხმაური იყო და ჯონმა მითხრა: ‘მეილით მოგვწერე’. კომპიუტერთან მივედი, სწრაფად ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი იმის თაობაზე, რაც ინგლისში ხდებოდა, ბოლოს კი მივაწერე: ‘ვფიქრობ, ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბის შეძენის უნიკალური შესაძლებლობაა. ვიცი, ლივერპულის გულშემატკივრობის გამო ჩემს აზრს ობიექტურს არ დაარქვამთ, თუმცა ნამდვილად ვფიქრობ, რომ ამისათვის ყურადღების მიქცევა ღირს.’ ასეთი მიდგომით არაფერს ვკარგავდი, თუმცა მათ ჩემს აზრს ვატყობინებდი.

“ერთი საათის შემდეგ ჯონმა პასუხი გამომიგზავნა და ჩვენს საუბარში NESV-ის სხვა ხელმძღვანელებიც ჩართო. შეტყობინებაში ეწერა: ‘გაარკვიე ყველაფერი, რაც შეგიძლია.’ ასე დაიძრა საქმე.

“შემდეგ დღეს Fenway Park-ზე (Red Sox-ის სტადიონი) სამუშაო ჯგუფი შევადგინეთ Fenway Sports Group-ის, Red Sox-ისა და NESV-ის აღმასრულებელი გუნდისაგან. თუ არ ვცდები, ეს 67 დღის წინ მოხდა, ახლა კი მელვუდზე ვართ.”

ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოს გარშემო ლივერპულის ფანებს ბევრი ემოციის განცდა მოუწიათ. თქვენ მოვლენების ცენტრში იყავით. როგორ გრძნობდით თავს ამ დღეებში?

“როგორი იყო ეს ყველაფერი? შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ახლა ვიწყებ დამშვიდებას.

“სხვების მსგავსად მეც დაძაბული ვიყავი. თუკი მოვლენებს თვალს გადაავლებთ, დაინახავთ, რომ მოვლენების სწრაფი შემობრუნება მოხდა – ზედმეტად სწრაფი იმისათვის, რომ ამოსუნთქვის საშუალება გვქონოდა. უბრალოდ განუწყვეტლად ვმუშაობდით.

“ბოლო დღეები ყველაზე ნერვიული იყო. როგორც მედიაში, ისე კლუბის მმართველობაში იმდენი რამ ხდებოდა, რომ ლივერპულის სასტუმროში ვიჯექი და ერთ ადგილას ვტრიალებდი, ყურთან ტელეფონით, ჩართული ტელევიზორითა და გახსნილი ლეპტოპით. მაქსიმალურად ბევრს ვმუშაობდი, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ კარგი დასასრულის იმედი მრჩებოდა. ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებთ და საუკეთესოს იმედი მაქვს.”

რა იგრძენით, როდესაც სატუმროს ნომერში მიიღეთ ზარი, რომელმაც შეგატყობინათ, რომ ყველაფერი ბედნიერად დასრულდა?

“რა გავაკეთე? გულშემატკივრის შარფი თან არ მქონდა, თუმცა ზუსტად ფანივით ვიზეიმე, თან გავიხედე ფანჯრიდან, რომლიდანაც მდინარე მერსი მოჩანდა და საკუთარ თავს ვუთხარი: ‘ნუთუ ეს მართლა ხდება?’. ყურებამდე გაღიმებული ვიყავი.”

წყარო: liverpoolfc.tv

19 ოქტომბერი 2010

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s