ჯეიმი კანვარის სტატია ჰოჯსონის კომენტარზე ტრანსფერებთან დაკავშირებით

ჯეიმი კანვარი (Jamie Kanwar) პოპულარული კრიტიკული ვებ-გვერდის liverpool-kop.com ავტორია. ის ცნობილია უკომპრომისო მიდგომით კლუბთან დაკავშირებული ყველა საკითხის ანალიზისას და იყენებს სტატისტიკურ და სხვა ინფორმაციულ წყაროებს მტკიცებულებების გამოსაქვეყნებლად. მისი ადრინდელი სამუშაო საკითხები შეეხებოდა ტომ ჰიქსისა და ჯორჯ ჯილეტის მფლობელობას, რაფაელ ბენიტესის შეცდომებს, ლივერპულის მოთამაშეების სუსტ თუ ძლიერ მხარეებს და სხვა თემებს.

დღევანდელ სტატიაში კანვარი ეხება როი ჰოჯსონის კომენტარს ლივერპულის მიერ ბოლო წლებში შესრულებული ძვირი, თუმცა უსარგებლო ტრანსფერების შესახებ.

როი, მართალი ხარ! ამბავი იმისა, თუ როგორ გაფლანგა ლივერპულმა 170 მილიონი ფუნტი უსარგებლო ტრანსფერებზე

ჯეიმი კანვარი
29 ოქტომბერი 2010

NESV (New England Sports Ventures, კლუბის ახალი მფლობელი კომპანია)-ის მესვეურების მიერ ამ კვირაში გაკეთებული განცხადებას სატრანსფერო ბაზარზე ‘გონიერი’ მოქმედების შესახებ დღეს კლუბის მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის კომენტარი მოჰყვა ლივერპულის მიერ ბოლო დროს ტრანსფერებზე გაფლანგული თანხების შესახებ – საკითხი, რომელზეც წლების განმავლობაში ვამახვილებდი ყურადღებას.

ჯონ ჰენრიმ, NESV-ის დამაარსებელმა და თანამფლობელმა ამ კვირაში განაცხადა, რომ კლუბის ახლანდელი სატრანსფერო პოლიტიკით კმაყოფილი არ არის:

“მეტად ეფექტიანი უნდა ვიყოთ. ყოველი დოლარი გონივრად უნდა იყოს დახარჯული. არ გვაქვს მოთამაშეთა ისეთი კონტრაქტების გაფორმების საშუალება, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში არაფერს იძლევა. უნდა მოვიქცეთ გონივრად, გაბედულად, აგრესიულად”.

დღეს კი ჰოჯსონმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ლივერპულის სატრანსფერო დაფინანსების ზედმეტად დიდი ნაწილი იქნა გაფლანგული ბოლო პერიოდში:

“შესაძლოა დიდი ფული სუსტ მოთამაშეებზე დახარჯო, ისევე, როგორც არც ისე დიდი თანხა – ძალიან კარგებზე. ეს ყველაფერი სკაუტების დონეზე და თქვენს ხედვაზეა დამოკიდებული. ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ. ჩვენს სატრანსფერო ისტორიაში მეტია უსარგებლო, თუმცა ძვირი ტრანსფერი, ვიდრე კარგი მოთამაშე, რომელიც შედარებით იაფად იქნა შეძენილი. უფასო ტრანსფერი ყოველთვის წარმატებულ ბიზნესს არ ნიშნავს – ასეთ მოთამაშეებთან სხვადასხვა გამოცდილება მქონია. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ასეთი მოთამაშე მოახერხებს იმ სამუშაოს შესრულებას, რასაც მისგან ითხოვთ.”

ლივერპულის სხვადასხვა მწვრთნელის მიერ წლების განმავლობაში გაფლანგული თანხა წარმოუდგენლად დიდია:

* 1990 წლის შემდეგ ლივერპულმა ტრანსფერებზე 528 მილიონი [ფუნტი] დახარჯა.

* ამ პერიოდში – განსაკუთრებით ბოლო 6-8 წელიწადის განმავლობაში – კლუბში მოთამაშეების მოსვლისა და კლუბის დატოვების რითმი ძალიან მაღალია და ასეთი ფეხბურთელებიდან ბევრი ლივერპულის დონეს არ აკმაყოფილებდა, ან კლუბისათვის შეუსაბამო პრინციპის იყო.

* ათობით მილიონი იყო დახარჯული ტრანსფერებზე, რომლების შეცდომითი ხასიათი წინასწარ იყო ცნობილი (მაგალითისთვის აკვილანის ტრანსფერის მოყვანა შეიძლება – რატომ უნდა შეიძინო მოთამაშე, რომელსაც ტრავმების დიდი ისტორია აქვს და შეძენის მომენტშიც ტრავმირებულია?!).

* გაფლანგული თანხა მოიცავს არა მხოლოდ ტრანსფერებში დახარჯულ ფულს, არამედ მოთამაშისათვის გადახდილ შეუსაბამოდ დიდ სხვა ხარჯს (ფილიპ დეგენი, ჯო კოული); აგენტების ანაზღაურებას; სახელფასო დანახარჯებს და ტრანსფერებთან დაკავშირებულ სხვა ხარჯს.

ქვემოთ მოვიყვან იმ მოთამაშეების სიას, რომლებსაც ‘ძვირ უსარგებლო ტრანსფერებს’ ვუწოდებ და რომლებიც კლუბმა ბოლო 20 წლის განმავლობაში შეიძინა. ‘ძვირი უსარგებლო ტრანსფერი’ ჩემი გაგებით ის მოთამაშეა, რომელიც კლუბს გარკვეული სატრანსფერო და სახელფასო თანხა უჯდება, თუმცა არ გააჩნია სპეციფიური, გაზომვადი, სტაბილური დადებითი გავლენა გუნდის თამაშზე, ან/და არ გაუძლიერებია გუნდი. (ზოგიერთი ციფრი მიახლოებითაა მოცემული).

პოლ სტიუარტი – 2.3 მილიონი [ფუნტი]
ფილ ბაბი – 3.6 მილიონი
ოივინდ ლეონარდსენი – 3.5 მილიონი
პოლ ინსი – 4.2 მილიონი
მარკ კენედი – 1.5 მილიონი
შონ დანდი – 1.8 მილიონი
ჟან-მიშელ ფერი – 1.5 მილიონი
ბერნარ დიომედი – 3 მილიონი
ელ-ჰაჯი დიუფი – 10 მილიონი
სალიფ დიაო – 5 მილიონი
კრის კირკლანდი – 6 მილიონი
ბრუნო შეირუ – 3.7 მილიონი
ჰარი კიუელი – 5 მილიონი
კრისტიან ციგე – 5.5 მილიონი
ხოსემი – 2 მილიონი
ანტონიო ნუნიესი – 1.5 მილიონი
მარკ გონსალესი – 1.5 მილიონი
ჯერმეინ პენანტი – 6.7 მილიონი
ფერნანდო მორიენტესი – 6.3 მილიონი
რობი კინი – 20 მილიონი
ალბერტო აკვილანი – 18 მილიონი
გლენ ჯონსონი – 17 მილიონი
რაიან ბაბელი – 11.5 მილიონი
გაბრიელ პალეტა – 2 მილიონი
ლუკაშ ლეივა – 6 მილიონი
დიეგო კავალიერი – 3.5 მილიონი
ანდრეა დოსენა – 8 მილიონი
ალბერტ რიერა – 7 მილიონი
იან კრომკამპი – 4.3 მილიონი

სულ: 171.9 მილიონი

თუკი ამას უზომოდ დიდ ხელფასებს, დაუმსახურებელ ბონუსებს, მოთამაშისათვის ტრანსფერისას გადახდილ ზედმეტად დიდ თანხებს დავუმატებთ, ციფრი გაცილებით იზრდება. თანაც, ეს სია არ მოიცავს იმ ხელფასებსა და მოთამაშეებისათვის გადახდილ სატრანსფერო ხარჯებს, რომლებიც უფასოდ გადმოყვანილ მოთამაშეებზე (ფაბიო აურელიო, ფილიპ დეგენი, ანდრეი ვორონინი და ჯო კოული), ან იმ ახალგაზრდა მოთამაშეების მოყვანაზე იქნა დახარჯული, რომლებიც შემდეგ ძალიან მალე ტოვებდნენ გუნდს.

ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ბევრს ავიწყდება (ან, თუ დავაზუსტებთ, იგნორირებას უწევს) ისაა, რომ უსარგებლო ტრანსფერი არა მხოლოდ თანხის, არამედ სარგებლის დაკარგვაცაა. არასწორ მოთამაშეზე გაფლანგული ფული იმ სარგებლის დაკარგვასაც ნიშნავს, რომელსაც კლუბი სწორი მოთამაშის გადმოყვანით მიიღებდა.

წარმოიდგინეთ ზემოთ მოცემული 170 მილიონის დახარჯვა სწორ მოთამაშეებზე. ეს ისეთ სასარგებლო ეფექტს გამოიწვევდა, რომელიც კლუბს შესაბამის შედეგებს მოუტანდა.

შეიძლება მოთამაშეების გაყიდვით დახარჯული თანხის დიდი ნაწილი დაიბრუნოთ, თუმცა ეს ტრანსფერებზე დაშვებულ შეცდომებს არ გამოსწორებს და არ გაანულებს იმ თანხას, რომელიც ტრანსფერებზე დაიკარგა (რობი კინში დაკარგული 8 მილიონის მსგავსად).

ჰოჯსონი მართალია, როცა ასეთ უსარგებლო ტრანსფერებზე საუბრობს, თუმცა თვითონაც აქვს დაშვებული მსგავსი შეცდომები. როგორც არ უნდა შევხედოთ ჯო კოულის ტრანსფერს, ის სწორედ ამ კატეგორიაში შედის. მისი პენსია (უკაცრავად, მე ვიგულისხმე მისი კონტრაქტი); მისთვის გადახდილი სატრანსფერო თანხა; ეს ყველაფერი რისთვის დაიხარჯა? მოედანზე უსარგებლო და უშედეგო სირბილისათვის?

ჰოჯსონმა რაფაელ ბენიტესის ერთ-ერთი ძვირი უსარგებლო ტრანსფერიც გააგრძელა ფაბიო აურელიოს სახით. მის ნიჭს არ ვუარყოფ, თუმცა ამას რა აზრი აქვს, როდესაც ის მუდმივად ტრავმირებულია? რა სარგებელი მიიღო ლივერპულმა მისგან ბენიტესის ან ჰოჯსონის ხელმძღვანელობის პირობებში?

სწორედ ესაა ისეთი ტრანსფერი, რომლის მსგავსებზეც ჯონ ჰენრი საუბრობს – მოთამაშეები მათი კარიერის უკანასკნელ სტადიაში, რომელიც კლუბს ვერაფერს სთავაზობენ სტაბილურად.

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ლივერპულმა ტრანსფერებში არსენალსა და მანჩესტერ იუნაიტედზე მეტი თანხა დახარჯა. კლუბს ასეთი სატრანსფერო აქტივობის შესაფერისი ტიტული არ გააჩნია, მაშინ როდესაც არსენალი და იუნაიტედი ერთად 14 საჩემპიონო ტიტულს ფლობენ ამ პერიოდის განმავლობაში.

ეს უკვე ცალკე ისტორიაა.

კლუბი წლების განმავლობაში არასწორი სატრანსფერო მოქმედებისა და გუნდის მცდარი შენების ზარალს განიცდის. ეს უნდა შეიცვალოს და საბედნიეროდ თითქოს შეიმჩნევა იმის ნიშნები, რომ კლუბს სწორი მფლობელები ჰყავს მიდგომის შესაცვლელად.

წყარო: liverpool-kop.com

Advertisements

4 Comments on “ჯეიმი კანვარის სტატია ჰოჯსონის კომენტარზე ტრანსფერებთან დაკავშირებით”

  1. Lennon7 ამბობს:

    ძალიან კარგი სტატიაა ))

  2. Tornike ამბობს:

    მადლობა : )

  3. SIDCFC ამბობს:

    საინტერესო სტატიაა.
    ზოგადად ვიცოდი რომ ბევრი გქონდათ გაფლანგული მაგრამ მაინც საინტერსო იყო დეტალებთან გაცნობა.

    Cool stuff.
    Keep up the good work!
    :-)


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s