ჯეიმი კანვარის სტატია ბენიტესის სატრანსფერო დანახარჯებზე

ჯეიმი კანვარი (Jamie Kanwar) პოპულარული კრიტიკული ვებ-გვერდის liverpool-kop.com ავტორია. ის ცნობილია უკომპრომისო მიდგომით კლუბთან დაკავშირებული ყველა საკითხის ანალიზისას და იყენებს სტატისტიკურ და სხვა ინფორმაციულ წყაროებს მტკიცებულებების გამოსაქვეყნებლად. მისი ადრინდელი სამუშაო საკითხები შეეხებოდა ტომ ჰიქსისა და ჯორჯ ჯილეტის მფლობელობას, რაფაელ ბენიტესის შეცდომებს, ლივერპულის მოთამაშეების სუსტ თუ ძლიერ მხარეებს და სხვა თემებს.

მორიგ სტატიაში კანვარი შეეხება გულშემატკივართა ნაწილის თეორიას იმის შესახებ, რომ რაფაელ ბენიტესი ლივერპულის მწვრთნელის თანამდებობაზე ყოფნისას არასაკმარის სატრანსფერო დაფინანსებას იღებდა.

ლივერპულთან დაკავშირებული მითები: მითი ნომერი 9 – რაფა ბენიტესი ‘შეზღუდულ’ სატრანსფერო დაფინანსებას იღებდა

ჯეიმი კანვარი
2 ნოემბერი 2010

გადავწყვიტე, ლივერპულთან დაკავშირებული მითების შესახებ სტატიების წერა განვაგრძო და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმო რაფა ბენიტესის საკითხს ამ მითებში. რატომ? ე.წ. ‘პრო-ბენიტესის კულტის’ მიერ განზრახ გავრცელებული ტყუილები და დეზინფორმაცია ყოველგვარ ზღვარს გადაცდა; ამ ე.წ. ‘ფანებს’ სრულებით არ ანაღვლებთ სიმართლე – ისინი მხოლოდ იმ ინფორმაციის გავრცელებაზე ფიქრობენ, რომელიც ბენიტესს გაამართლებს, რაც ზოგჯერ კლუბის საზიანოდ ხდება. სიმართლე ყველასათვის დასანახი უნდა იყოს და სწორედ ამას ვეცდები.

მიზეზი, რატომაც ‘პრო-ბენიტესის კულტის’ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ‘კლუბისათვის საზიანოს’ ვუწოდებ იმაში მდგომარეობს, რომ ეს ინფორმაცია კლუბში მომუშავე ადამიანებს აყენებს ჩრდილს ბენიტესის გასამართლებლად. პირველი მსხვერპლი რიკ პერი იყო, რომელსაც ხსენებული ‘კულტი’ აბუჩად იგდებდა; ამას კრისტიან პარსლოუსა და მარტინ ბროუთონზე თავდასხმები მოჰყვა, ახლა კი იგივე ‘კულტი’ როი ჰოჯსონს ესხმის თავს იმის მიუხედავად, რომ მას შარშანდელი სეზონის მძიმე მდგომარეობის გამოსწორება და სასამართლო გარჩევებისა და გაურკვევლობის ფონზე მუშაობა უწევს.

‘პრო-ბენიტესის კულტმა’ კლუბის გულშემატკივრებში ისეთი დაყოფა გამოიწვია, რომლის მსგავსიც ლივერპულის ფანობის ჩემს პრაქტიკაში არ მინახავს, ჰიქსისა და ჯილეტის შემთხვევის ჩათვლით. ეს ‘კულტი’ მათ მოსვლამდე არსებობდა და ახლაც განაგრძობს საქმიანობას. ყველაზე უარესი, რაც მათ ახასიათებთ, პიროვნების კლუბზე მაღლა დაყენებაა. ბენიტესი მათთვის ღმერთს უტოლდება, მისი სიტყვა კანონს, კლუბის სახელი კი შეიძლება გათელილი იქნას, თუკი ეს მის დაცვას ემსახურება.

ნახსენები ‘კულტის’ შეჩერებისათვის საუკეთესო გზა მათ ტყუილებთან არგუმენტებით დაპირისპირება, გონიერება და ფაქტების გამოყენებაა, როდესაც ეს შესაძლებელია. გავითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი ეხება არა თვით ბენიტესს, არამედ დაბრმავებულ ფანატიკოსებს, რომლებიც დეზინფორმაციას მისი სახელით ავრცელებენ, რაც ბენიტესის ბრალი არაა. ამას ადამიანური სისუსტე ჰქვია და საუკუნეებია, რაც არსებობს.

გადავიდეთ სტატიის თემაზე. ამ ვებ-გვერდზე ადრე ერთ-ერთ კომენტარს გავეცანი, რომელიც იმის მაჩვენებელია, რაზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში :
“ის შეზღუდული ფინანსირების გათვალისწინებით სტაბილურად მაღალ შედეგს აჩვენებდა”.
ნამდვილად შემაწუხებელია, როცა ‘შეზღუდული ფინანსირების’ თეორიის წინააღმდეგ გამოყენებული ფაქტობრივი მასალის გამოქვეყნების შემდეგაც კი გრძელდება ამ მითის მხარდაჭერა. როგორც უკვე ნათქვამი მაქვს, ამის მიზეზი ბრბოს ფსიქოლოგია, გაურკვევლობა, სისუსტე და სიჯიუტეა.
ხელშეუხებელი ფაქტია, რომ რაფა ბენიტესის სატრანსფერო ბიუჯეტი შეზღუდული არ იყო.
აი რამოდენიმე ფაქტი (რომლებიც მტკიცებულებებითაა გამყარებული) 2004-დან 2010 წლამდე მისი მწვრთნელობის პერიოდიდან:
* ბენიტესმა ტრანსფერებზე 289 მილიონი ფუნტი დახარჯა.
* ბენიტესმა დახარჯა როგორც ალექს ფერგიუსონზე, ისე არსენ ვენგერზე მეტი თანხა მისი მწვრთნელობის პერიოდში.
* ბენიტესი წლიურად თითქმის 50 მილიონი ფუნტის სატრანსფერო დაფინანსებას იღებდა მისი მწვრთნელობის პერიოდში.
* ბენიტესის საშუალო წლიური სრული დანახარჯი აღემატებოდა ვენგერისა და ფერგიუსონისას.
* ბენიტესის საშუალო წლიური სუფთა დანახარჯი აღემატებოდა ვენგერისა და ფერგიუსონისას.
* კლუბის მიერ 1990 წლის შემდეგ ტრანსფერებზე დახარჯული თანხის 54% ბენიტესის 2004-2010 პერიოდში დაიხარჯა!
ზემოთ მოყვანილი ყოველი ინფორმაცია ობიექტურ ფაქტს წარმოადგენს და ლივერპულის, არსენალისა და მანჩსტერ იუნაიტედის ოფიციალური ფინანსური ანგარიშით მტკიცდება.
როგორ შეიძლება, ზემოთ მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით ითქვას, რომ ბენიტესი შეზღუდულ ფინანსირებას იღებდა?! თუკი ფერგიუსონი და ვენგერი მასზე ნაკლებ ფინანსებს იღებდნენ, როგორ შეიძლება, 289 მილიონ ფუნტს ‘შეზღუდული’ თანხა დაერქვას?
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მან ეს თანხა ერთად მიიღო თუ არა; მთავარი ისაა, რომ მწვრთნელის თანამდებობაზე ყოფნისას მან კლუბის 289 მილიონი ფუნტი დახარჯა! ეს ის ფულია, რომელიც ლივერპულიდან სხვა კლუბებში მიემართებოდა მოთამაშეების მისაღებად. ეს არაა შეზღუდული თანხა და ამის უარყოფა უბრალოდ უსინდისობაა.
ესაა ფაქტები და ვერავითარი განცხადება ამას ვერ შეცვლის, პოლ ტომკინსის [ჟურნალისტი, რომელიც ოფიციალური ვებ-გვერდისათვის წერს სტატიებს] ჩათვლით, რომელმაც სატრანსფერო ანალიზის მისეული ‘სისტემა’ შეიმუშავა. ამ სისტემაში ‘სხვადასხვა ექსპერტი’ მოთამაშეების ახლანდელ ღირებულებას გამოითვლის, სრული სატრანსფერო დანახარჯები (რომლებიც სხვადასხვა არა-ფაქტობრივი წყაროდან მიიღება) კი შედარებულია როგორც გაყიდვებით უკვე ამოღებულ, ასევე მომავალში შესაძლო ‘ამოსაღებ’ თანხასთან (!). ასეთი ანალიზი (რა თქმა უნდა) ბენიტესს წარმოაჩენს, როგორც გაყიდვებით იმაზე მეტის მიმღებ მწვრთნელს, ვიდრე მან დახარჯა.
ასეთი სისტემა ბენიტესის მხარდამჭერების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის საუკეთესო მაგალითია სატრანსფერო დანახარჯებზე საუბრისას. როგორ შეიძლება, რომ სუბიექტური ანალიზის (მაგალითად ბ-ნი ტომკინსის) სისტემა კლუბის ანგარიშებზე დამყარებულ ფაქტობრივ ანალიზზე მაღლა იდგას?!
რა სურს ხალხს – სიმართლე, თუ ციფრებით მანიპულირება, სანამ ისინი ისეთ პასუხს მიიღებენ, რომელსაც ელიან?!
ბენიტესის მხარდამჭერები (‘პრო-ბენიტესის კულტის’ ჩათვლით) არავითარ არგუმენტს არ იღებენ – ფაქტების ჩათვლით – თუკი ის მათ კერპს დადებითი მხარით არ წარმოაჩენს. ამიტომაა, რომ მისი ფანები ასეთ სუბიექტურ ანალიტიკურ სისტემებს მიჰყვებიან და კლუბის ანგარიშში ნაჩვენებ ფაქტებს უარყოფენ. როდესაც სიმართლე მწარეა და სასურველ შედეგს არ ემთხვევა, მისი იგნორირება ხდება. ასეთია ცხოვრება.
ყველაფერი მარტივადაა – ყოველგვარი სატრანსფერო ანალიზი, რომელიც კლუბის ანგარიშზე არაა დამყარებული, უზუსტოა და გარკვეულ მიზნებს ემსახურება.
ბენიტესს საკმარისი ფინანსები გააჩნდა. ესაა ფაქტი.
შეეგუეთ.
წყარო: liverpool-kop.com
Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s