ჯონ ჰენრის დღევანდელი ინტერვიუ და ლივერპულის ტრადიცია

ლივერპულის ახალმა მფლობელმა ჯონ ჰენრიმ დღეს რამოდენიმე ინგლისურ გამოცემას განუცხადა, რომ აღარ მოხდება შემთხვევები, როდესაც კლუბი იმ მოთამაშეთა შენარჩუნებას შეეცდება, რომელთაც მისი დატოვება სურთ.

'ლივერპულის' მფლობელი ჯონ ჰენრი 'ანფილდზე', 'ნაპოლის' წინააღმდეგ ევროპის ლიგის მატჩზე დასასწრებად | ფოტო: PAphotos

ინგლისურ მედიაში უკვე ტრადიციად ქცეული შემთხვევების შესაბამისად, მიმდინარე კვირაში არაერთი ხმა გავრცელდა კლუბის წამყვან მოთამაშეებზე (ფერნანდო ტორესი, პეპე რეინა, დირკ კიუიტი), რომელთაც თითქოსდა შესაძლოა, ლივერპულის დატოვებაზე იფიქრონ, რაც მიმდინარე სეზონის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ამასთან დაკავშირებით ჰენრიმ დღეს განაცხადა:

აქაური [ინგლისური] სისტემა სრულებით განსხვავდება იმისაგან, რაც ამერიკაშია. თუკი შეერთებულ შტატებში მოთამაშე კონტრაქტითაა კლუბთან დაკავშირებული, ის ამ კონტრაქტს ზედმიწევნით ასრულებს. როგორც ჩანს, აქ გაცილებით მეტი შემთხვევა ხდება, როდესაც მოთამაშეებს მათი მიმდინარე განწყობის დაფიქსირება შეუძლიათ.

მარტივად თუ ვიტყვით, ჩვენ არ გვსურს ისეთი მოთამაშის ყოლა, რომელიც თავად არაა მონდომებული, ამ კლუბის ნაწილი იყოს. ჩვენზეა დამოკიდებული იმის უზრუნველყოფა, რომ ლივერპულში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომელთაც ნამდვილად სურთ აქ ყოფნა.

თუმცა, ზემოთ აღნიშნულ მოთამაშეებზე მედიაში გავრცელებულ ჭორებზე ჰენრის კომენტარი შემდეგი იყო:

მეტად გაბრაზებული დავრჩი იმ ხმების გაცნობით, რომლის თანახმადაც თითქოს მათ კლუბის დატოვება სურთ. ადრე წავიკითხე, რომ იანვრის სატრანსფერო ბაზარში  დაფინანსების არქონის გამო არ ჩავებმებოდით, ახლა კი თითქოსდა ტორესისა და რეინას მიერ კლუბის დატოვებაზე იყო საუბარი.

ჩვენი წამყვანი მოთამაშეებიდან რამოდენიმეს გავესაუბრე და კმაყოფილი დავრჩი მათი რეაქციით. ნასიამოვნები ვარ მათი გონიერებით. მათ ჩვენზე გაცილებით მეტი იციან ლივერპულის შესახებ და მეტად კარგი საუბრები გვქონდა.

ჰენრის ინტერვიუდან შეიძლება გამოყოფილი იქნას მისი განწყობა მხოლოდ თამაშს მონდომებული მოთამაშეების აყვანასა და შენარჩუნებაზე. ლივერპულის ფილოსოფიის მომცველი ისტორიული პრინციპი The Liverpool Way, სხვა მიდგომებთან ერთად, ტრადიციულად სწორედ იმას ითვალისწინებდა, რომ ‘კლუბი ყოველთვის მოთამაშეზე მაღლა დგას’. როგორც გულშემატკივარმა და კრიტიკოსმა ჯეიმი კანვარმა მის ვებ-გვერდზე liverpool-kop დღევანდელ სტატიაში აღნიშნა, ამ პრინციპის ერთ-ერთი შეუსაბამობა ხავიერ მასკერანოს გარშემო წარმოქმნილ სიტუაციაში მოხდა, როდესაც იმის მიუხედავად, რომ არგენტინელმა ჩამშლელმა ლივერპულის მაშინდელ მთავარ მწვრთნელს რაფაელ ბენიტესს ღიად განუცხადა, რომ კლუბში დარჩენა არ სურდა და ბარსელონაში გადასვლა ესახებოდა სასურველ ნაბიჯად, ესპანელმა მწვრთნელმა ის დარჩენაზე დაიყოლია, თუმცა თავად აღიარა, რომ მასკერანო ამით ‘გულდაწყვეტილი’ დარჩა. კანვარმა, ისევე როგორც ლივერპულის გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა მაშინაც და უკვე როი ჰოჯსონის მწვრთნელობის პერიოდში განმეორებული იგივე შემთხვევის დროსაც გამოთქვა პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კლუბის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს არღვევდა.

როგორც ჩანს, ჰენრის დღევანდელი განცხადება წერტილს დაუსვამს მსგავს შემთხვევებს კლუბის მისი მფლობელობის პირობებში მაინც და ლივერპულს მის ერთ-ერთ ტრადიციულ, ისტორიულ პრინციპს შეუნარჩუნებს.

წყარო: telegraph.co.uk, liverpool-kop.com

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s