White Suits

ფაულერი, მაკნამანამნი და ჯეიმი რედნაპი

1996 წლის 11 მაისი იდგა, მთელი ინგლისი ასოციაციის თასისი ფინალს ელოდა. ამ დღეს, უემბლიზე, მსოფლიოსა და ინგლისური ფეხბურთის ორი გრანდი, მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული უნდა შერკინებოდნენ ერთმანეთს. ლივერპულის ფეხბურთელებმა შემოაბიჯეს თუ არა მოედანზე, იმ წამს, ბრიტანელი მდედრების 90% მა ალბათ პირი დააღო გაოცებისგან – ემპორიო არმანის თეთრი ფერის სმოკინგები, გუჩის ფეხსაცმელები და იტალიური ვარცხნილობები – ასე წარუდგნენ მაშინ Spice Boys ის წევრები საზოგადოებას. თუმცაღა იმ საღამოს, შავი ფერის სამგლოვიარო კოსტუმებში გამოწყობილმა ბიჭებმა იზეიმეს გამარჯვება, რა და როგორ მოხდა იმ დღეს და იმ 90 წუთში, ამაზე ქვევეით მოგითხრობთ.

ამ ფინალამდე, მანჩესტერი და ლივერპლი მხოლოდ ორჯერ შევხდნენ ერთმანეთს, ამათუიმ თასის ფინალში – 1977 წელს ასოციაციის თასის ფინალი, როემლიც მანჩესტერმა მოიგო და 1983 წლის ლიგის თასის ფინალი, რომელშიც ლივერპულმა იმარჯვა. მანჩესტერი ზედიზედ მესამედ იყო უკვე ასოციაციის თასის ფინალში, ლივერპულს კი 1992 წლის მერე ეს შედეგი არ უჩვენებია.

მატჩი ზოგადად არასანახობრივი გამოდგა, მაგრამ ერთი-ორი მომენტი ორივე გუნდს ქონდა. აღნიშნვის ღირსია დევიდ ბექემის დარტყმა, თითქმის საპენალტო წერტილიდან, რომელიც დევიდ ჯეიმსმა მოიგერია და ასევე რედნაპის დარტყმა თითქმის იგივე წერტილიდან, რომელიც კარს აცდა. ლივერპულის ნახევარდაცვის შესანიშნავი თამაშს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან, თავდასხმის ხაზი – ფაულერი, კოლიმორის დუეტი ძალზედ ინერტული იყო. კოლიმორი 74 წუთზე შეცვალა როი ევანსმა, იან რაშით. ფაულერს კი მთელი მატჩის მანძილზე მსაჯთან და მანჩესტერის ფეხბურთელებთან ჩხუბისა და კამათის მეტი არაფერი გაუკეთებია.

ნიკი ბატი და ჯონ სკელსი

აღსანიშნავია ჯეიმი რედნაპის და ჯონ სკელსის შესანიშნავი თამაში, რედნაპმა მოედნის ცენტრში სრული დიქტატი დაამყარა, გასაქანს არა ძლევდა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს, ჯონ სკელსმა კი სწორი პოზიციური თამაშის წყალობით უხეშად რომ ვთქვათ ‘ამოკეტა’ ენდი კოული. ასევე მაჯრვენა ფლანგზე აქტიურად ერთვებოდა ირლანდიელი ჯეისონ მაკატირი, მაგრამ მის ერთფეროვან ჩაწოდებებს მანჩესტერის მცველებმა მალევე აუღეს ალღო. მეტოქე გუნდიდან გამოირჩეოდნენ დევიდ ბექემი და რაიან გიგსი ასევე ცენტრალური მცველები დევიდ მეი და გარი პალისტერი. მეორე ტაიმიმში იყო პერიოდი როდესაც მანჩესტერმა მოიპოვა ტერიტორიული უპირატესობა, ეს კონკრეტული პერიოდი იყო რაიან გიგსისა და ჯეიმი რედნაპის დუელი, რომელის გაგრძელება ფიზიკურად შეუძლებელი გახდა მრავლობითი დაზიანებებსი გამო, ორივე მხრიდან.

საბოლოო ჯამში ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ, 85 წუთზე მანჩესტერმა ანგარიში გახსნა. გოლის გასვლამდე რამოდენიმე წუთით ადრე გამოიღვიძა ფეხბურთელმა, რომელსაც მთელი თამაშის მანძილზე პრაქტიკულად არაფერი ქონდა გაკეთებული, მიიღო ბურთი და სახიფათოდ დაარტყა კარისაკენ, დარტყმა ჯეიმსმა მოიგერია და ბურთი კუთხურზე გადავიდა. დევიდ ბექემმა ჩამოაწოდა კუთხური, ჯეიმსმა მოიგერია, მოხვდა რაშს, მიუგორდა კანტონას და მანაც გაიტანა. ასევე ის გახდა პირველი არაინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის ასოციაციის თასი აღმართა.

ასე და ამგვარად დამარცხდა სპაის ბოისი, 1996 ი წლის ფინალში. ფინალში რომლის მოგებაც არ იქნებოდა რთული როი ევანსი, რომ ოდნავ კვალიფიციური მწვრთნელი ყოფილიყო და ხუთი მცველით და ორი საყრდენით რომ არ ეთამაშა.

 

ლივერპული

ჯეიმსი

მაკატირი –  სქელსი – რაიტი –  ბაბი –  ჯონსი

რედნაპი – ბარნსი

მაკმანამანი

ფაულერი – კოლიმორი

სათადარიგოები: უორნერი, ტომასი (86), რაში (74)

 

მანჩესტერი

შემეიხელი

ირვინი – მეი – პალისტერი – ფ.ნევილი

ბექემი – კინი – ბატი – გიგსი

კანტონა

კოული

სათადარიგოები: გ.ნევილი (90), ლი შარფი, პოლ სქოულზი (64)

იან რაში თამაშის შემდეგ

ეს იყო პირველი ასოციაციის თასის ფინალი, რომელშიც იან რაშმა გოლი ვერ გაიტანა

1986,1989,1992 წლების ფინალებში მან ამის გაკეთება მოახერხა და ეს სამივე ფინალი ლივერპულმა მოიგო

ხოლო 1988 წლის ფინალში რაშს მოანწილეობა არ მიუღია (1987-88 წლების ეზონი იუვენტუსში გაატარა), ეს ფინალი ლივერპულმა დათმო 1-0 უიმბლდონთან

Advertisements

2 Comments on “White Suits”

  1. kid ამბობს:

    “ასევე ის გახდა პირველი არაინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის ასოციაციის თასი აღმართა.”

    ამ ფრაზის შინაარს ვერ ჩავწვდი.

    კანტონამდე არაინგლისელებსაც და არაბრიტანელებსაც მოგებული ჰქონდათ თასი

    რამდენადაც მახსოვს კანტონა იყო პირველი არაბრიტანელი კაპიტანი, რომელმაც თასი მოიგო

  2. pirtskhelani ამბობს:

    კი ეგრე იყო, ეგ მქონდა იდეაში ნაგულისხმები, უბრალოდ ცოტა გაუგებრად მიწერია, თასის აღმმართავი ანუ კაპიტანი ვიგულისხმე :D

    ისე ეგ არასწორად ააქვთ დაწერილი, ‘არაბრიტანელი’, არაბრიტანელი იყო რონი უელანი 1989-ში, ირლანდიელია :D

    პრსოტა ირლანდიელებიც ბრიტანელებად გამოყავთ ხოლმე, ეზარებათ განცალკევება თუ რა არი :D


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s