ახალი სამედიცინო პერსონალის მუშაობის შედეგები და ლივერპულის აკადემიების გახსნა

ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში ლივერპულის მოთამაშეების ფიზიკური მოუმზადებლობის შედეგად მათ მიერ მიღებული ტრავმები კლუბისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ამასთან, ასეთი ტრავმები მერსისაიდულ კლუბში უფრო დიდი სიხშირით ხდებოდა, ვიდრე სხვა გუნდებში. ამა წლის თებერვალში გამოქვეყნდა ლივერპულის ყოფილი მოთამაშის, ჰარი კიუელის აგენტის ბერნი მანდიჩის განცხადება, რომელშიც ის ავსტრალიელი ვინგერის გამუდმებულ ტრავმებს რაფა ბენიტესის გუნდში მოქმედი სამედიცინო პერსონალის არაპროფესიონალიზმს აწერდა.

ზაფხულში ლივერპულში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა – ამოქმედდა ე.წ. ‘სპორტული მეცნიერებისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი’, რომლის მიერ შემოტანილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ვარჯიშები დაჭიმვების თავიდან ასაცილებლად, მთავარი სავარჯიშო სესიების წინ. დღეს როი ჰოჯსონმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს მიმდინარე ტრავმებსა და აღნიშნული დეპარტამენტის მიერ გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა, რომელშიც ტრავმების განხრით არსებულ მდგომარეობას დადებითად ახასიათებს.

 

გამოქვეყნდა ლივერპულის ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ კლუბი მსოფლიოს გარშემო საფეხბურთო აკადემიების გახსნას გეგმავს. პირველი საერთაშორისო აკადემიები 2011 წლის დასაწყისში გაიხსნება ჩრდილოეთ ირლანდიაში, ნორვეგიასა და საბერძნეთში. აკადემიების მიზანი ახალგაზრდა ტალანტებისათვის მათ საცხოვრებელ ადგილას ლივერპულის ატმოსფეროს მატარებელი დაწესებულების შეთავაზება იქნება, სადაც ისინი თავიანთ ტალანტს განავითარებენ.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s