სპურზი 2 ლივერპული 1

სეზონის პირველი ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის ორი ტაიმი სხვადასხვაგვარად წაიმართა როგორც თამაშის, ისე შედეგის მხრივ. ლონდონში გამართული მატჩი ისეთივე სანახაობრივი გამოდგა, როგორც ლივერპულისა და ტოტენჰემის წინა შეხვედრები. არც საგოლე მომენტებისა და გოლების ნაკლებობა იგრძნობოდა, თუმცა ამით მხოლოდ უაით ჰართ ლეინის გუნდმა ისარგებლა.

მერსისაიდელები სპურზთან სათამაშოდ სტივ ჯერარდის გარეშე ჩავიდნენ, თუმცა მის არყოფნას არც ისე ცუდად უმკლავდებოდნენ, სანამ დაცვის ხაზის მორიგი შეცდომების შედეგად დათმობდნენ მატჩს. თანაც ცუდი ამბები ამით არ დამთავრებულა – ჯეიმი კარაგერი ამოვარდნილი მხარის გამო სამი თვით გამოეთიშა შემადგენლობას.

სასტარტო შემადგენლობა:

რეინა
ჯონსონი, კარაგერი, შკრტელი, კონჩესკი
კიუიტი, ლუკაში, მეირელეში, მაქსი
ნგოგი, ტორესი

მატჩი იმდენად დატვირთული იყო მომენტებით, ორთაბრძოლებითა და ტემპით, რომ მომენტების სათითაოდ გარჩევას დიდი აზრი არ აქვს. როგორც ყოველთვის, სპურზი მომენტებს სისწრაფისა და ტექნიკის ხარჯზე ქმნიდა, ლივერპული კი ნაკლები ტემპით შეტევების შედეგად, პოზიციური თამაშით. მოედნის ცენტრში მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, რაც ლივერპულის გულშემატკივრებისათვის დადებით მომენტად შეიძლება ჩაითვალოს ჯერარდის არყოფნიდან გამომდინარე.

ლუკა მოდრიჩი, რაულ მეირელეში

ლუკაში და განსაკუთრებით მეირელეში ახერხებდნენ ბურთის ართმევასაც და შენარჩუნებასაც. პორტუგალიელმა საერთოდ ძალიან მაღალი დონის მატჩი ჩაატარა და ეს ერთ-ერთ ისეთ შემთხვევაში გამოჩნდა, რომელშიც მან მსაჯის დაუკვირვებლობის გამო გაფრთხილება მიიღო – მისი ვარდნა ბურთის ასართმევად პირველ ტაიმში აბსოლუტური სისუფთავით იყო შესრულებული და მორიგი სასიამოვნო მომენტი იყო კლუბში მისი გადმოსვლის შემდეგ.

მატჩის პირველი გოლი ტაიმის ბოლოს გავიდა, როდესაც ტოტენჰემის საჯარიმოში არეულობით მარტინ შკრტელმა ისარგებლა და  დაბალი დარტყმით იდეალურ დროს გაიყვანა გუნდი წინ. მანამდე ლივერპულის კართან მომენტები ძირითადად ლენონისა და ბეილის ფლანგების დატვირთვით იქმნებოდა, რაც ჯონსონისა და განსაკუთრებით კონჩესკის დაცვით თამაშზე კარგს არაფერს ამბობს, თუმცა კარაგერი-შკრტელის ცენტრალური დუეტი ახერხებდა დაძაბულობის განეიტრალებას. ეს წყვილი ზედიზედ ორი სეზონის (2007-08 – 2008-09) განმავლობაში წითლების საუკეთესო კომბინაცია იყო და წინა სეზონის განმავლობაში მიღებული კრიტიკის მიუხედავად აქცენტი ჩემი აზრით კვლავ მათზე უნდა გაკეთდეს. აგერის ტრავმიანობის გათვალისწინებით ეს ასეც ხდება.

მეორე ნახევარი სამი ‘ჰაილაითით’ გამოიკვეთა და სამივეში ლივერპულის სისუსტე გამოჩნდა – ჯერ ტოტენჰემის მოთამაშეების მიერ საჯარიმოს შესრულებისას ნგოგმა გაურკვეველი მიზეზით ბურთს ორივე აწეული ხელი ისე დაახვედრა, რომ პენალტის არ-დანიშვნის შანსი არ დაუტოვა რეფერის (თუმცა ეს დარტყმა დეფომ ვერ გამოიყენა), შემდეგ ლონდონელების მარცხენა ფლანგის შეტევა მერსისაიდულ დაცვაში მოდრიჩის ბრწყინვალე შევარდნით და გადაცემით დასრულდა, რომელიც შკრტელმა საკუთარ კარში ჩაჭრა, ბოლოს კი კონჩესკის შეცდომით ელვისებურმა ლენონმა ისარგებლა და მატჩის ბოლო წუთებზე იოლი ერთი-ერთზე გასვლა დაასრულა გამარჯვების გოლით. მეტ-ნაკლები ანალიზი მხოლოდ ამ ბოლო მომენტს შეიძლება ჩავუტარო:

ტოტენჰემის მარცხენა ფლანგიდან შორი ჩაწოდება კრაუჩისა და კარაგერის ნაცვლად შემოსული კირიაკოსის საჰაერო ბრძოლაში ვერც სპურზის თავდამსხმელმა მოიგო და ვერც ლივერპულის ბერძენმა მცველმა, თუმცა იმის გამო, რომ ეს ბრძოლა საჯარიმოში მიდიოდა, ამით წითლებმა იზარალეს – ბურთი ლენონთან მიფრინდა და კონჩესკიმ, რომელიც საჭიროზე შორს ედგა ვინგერს, მხოლოდ ამ უკანასკნელისათვის თვალის გაყოლება მოახერხა:

გარკვეულწილად შეიძლება კონჩესკის გამართლება იმით, რომ კრაუჩი-კირიაკოსის ბრძოლის ყურებისას ძნელი იყო იმის გათვლა, სად მოხვდებოდა ბურთი, თუმცა ფაქტია, რომ ლენონს მან ფიზიკური ბრძოლაც კი ვერ გაუმართა, სანამ ტოტენჰემის მოთამაშე საჯარიმოში არ შევიდოდა და უზარმაზარი სივრცით არ ისარგებლებდა. კონჩესკისაგან გულშემატკივართა უმეტესობა გაცილებით უკეთეს თამაშს ელოდა სეზონის გასული პერიოდის განმავლობაში, მისი ფულემში თამაშიდან და ჰოჯსონის მასთან დაკავშირებული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ლივერპულს ახლა მეოთხე ადგილიდან 7 ქულა აშორებს და ამ პოზიციის მიღწევა სულ უფრო რთული ხდება.

Advertisements

One Comment on “სპურზი 2 ლივერპული 1”

  1. Lennon7 ამბობს:

    კონჩესკი ბურთს უყურებდა და არა ლენონს, ეკოტომ რომ ჩააწოდა, იმ მომენტიდანვე (BBC-ის კომენტატორიც მეთანხმება ამაში). ელემენტარული შეცდომა მოუვიდა.

    ისე, საოცარი მატჩი იყო :love:


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s