საირმის ტყის გუნდი

ნიუკასლი 3-1 ლივერპული და ზოგადი პრობლემატიკა
 

მატიანე

ტაინ-უეირის საგრაფო, ნიუკასლი, სტ.ჯეიმს პარკი. ნიუკასლი  – საირმის ტყის მოსახელობის წინააღმდეგ. მოედანზე შემოაბიჯეს წარმოშობით საირმელებმა, კევინ ნოლანმა და ჯოუი ბარტონმა, მიმართეს მოწინააღმდეგეებს –  რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ ამ მამაძღაღლმა –  როიმ, რაფამ, ჰიქსმა, ჯილეტმა. რაო? მამაძაღლმაო? –  წამოიძახა ლუკას ლეივამ, იშიშვლა ხმალი და შემუსრა კაჭკაჭთა ლაშქარი. – ეს მოხდა 2010 წელს, 12 დეკემბერს, შებინდებისას.

მატიანე ხშირად არ არის მართალი – ავტორი.

შეგიძლიათ, საირმის ტყის გუნდი, არქიფო სეთური და კიდევ რამოდენმე დეტალი იგივე დატოვოთ, უბრალოდ გამცნობთ სტ.ჯეიმს პარკის მოვლენების ჩემეულ ვერსიას.

ერიკ ბრუკის მოჩვენება

დღეს ლივერპულმა ითამაშა გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მარჯვენა ფლანგზე ჰყავდა გამწესებული ჯო ბარტონი, დაცვაის ხაზში ვიქტორიანული ინგლისის ეპოქის მობურთავე სოლომონ ქემბელი, რომელსაც კარიერის პიკში, ლეგენდარული ჯორნიმენი, ეკირ ბრუკი ყავს ამოკეტილი, 1935 წლის თებერვალში, მაინ როუდზე. ხო, გუნდს თავკაცობს ფრაგნული წარმოშობის ინგლისელი, ყველასათვის კარგად ცნობილი ალან პარდიუ. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ნიუკასლიდან ახლახანს უმიზეზოდ გაუშვეს გუნდის მთავარი მწვრთნელი, დღევანელი ნიუკასლის აღმაშენებელი, კრის ჰიუტონი. კაცი რომელიც ნიუკასლის (და არა მიკ ეშლის) ნებისმიერ ამბიციას აკმაყოფილებდა (რეალობასთან ახლოს მყოფს რათქმაუნდა). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გუნდის მოტივაცია არც თუ ისე მაღალი იყო დღევანდელი მატჩისთვის. ლივერპული ამ გუნდთან პირწმინდად აგებს პირველ ტაიმს, მაგრამ რატომღაც, როი ჰოჯსონი მატჩის ბოლოს ამბობს, რომ პირველი ტაიმის პერფომანსი დამაკმაყოფილებელი იყო, მეტიც, გუნდი თურმე ფლობდა თამაშს. მეორე ტაიმში, გაიქვითა ერთ ბურთიანი უპირატესობა, კუიტის წყალობით. შემდეგ ნიუკასლის ლეგენდად ქცეული საბის, ამეობის მაგივრად, შემოდის ვინმე რეინჯერი და აქ სცეს ბუკსა და ნაღარას ჩრდილოელებმა. ჯერ, მარტინ შკრტელის წყალობით, თავი იჩინა ჯო ბარტონმა, რომელმაც პირსის სიტიში გატარებული წლები გაიხსენა, როდესაც კლაუდიო რეინა უმაგრებდა ზურგს, თვითონ კი ლაღად დაძრწოდა მეტოქის მოედანზე. შემდეგ კეროლმა თავის მეათე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და აქვე პეპე რეინამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ვან დერ საარის ჰაერში გაშლა და პლასტიკა მისთვის მოძველებულია. თუმცაღა, მესამე გოლში მარტო რეინას დადანაშაულება არ შეიძლება. კეროლს, დარტყმის მომენტში,  არავინ უშლიდა ხელს, მეტიც, მის სიახლოვეს წითელ ფორმიანი არავინ არ იდგა.

მიუხედავად იმისა..

რამოდენიმე შეკითხვა მაქვს, ლივერპულის მთავარ მწვრთნელთან, როი ჰოჯსონთან.  მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ლივერპული აბსოლიტურად არაფრით განსხვავდება, შარშანდელი ფულემისგან. მიუხედავად იმისა, რომ რესურსი აშკარად ლივერპულში გაცილებით დიდია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ღამის კოშმარად ქცეული 2006-07 სეზონის, პრიველი წრის რიმეიქი დადგა ამ ადამიანმა, მიუხედავად ამ ყველაფრისა –  მე მას მაინც ვაფასებ, იმედი მაქვს და ვენდობი მის კვალიფიკაციას,

კუიტის გოლი

მის ლინგვისტურ და ინტელექტუალურ თვისებებს, ჯერ კიდევ მჯერა. მაგრამ, მაინც ერთ-ორ შეკითხვას დავუსვა ამ კაცს, რაზეც პასუხი, ვერანაირად ვერ მივიღე, რანაირად არ მივუდექი, მაგრამ… 1. რატომ იყვანს სტანდარტული სიტუაციებისას, ფერნანდო ტორესი, მოწინააღმდეგე გუნდის ცენტრ ფორვარდს (მაგალითისთვის, ბებრატოვი, კეროლი, კოული ავიღოთ), იმ ამპლუის ფეხბურთელს, რომელიც მასზე გაცილებით კარგად თამაშობს მეორე სართულზე, თან იმ ფონზე, როდესაც გუნდში გყავს სოტო კირიაკოსი, მარტინ შკრტელი და თუნდაც ნგოგი. 2. რატომ თამაშობს ლივერპულში პოლ კონჩესკი? 3. ვინ არის სოტირიოს კირიაკოსი? ა. ბერძენი ჰიიპია, ბ. კარაგერის და შკრტელის ჰიბრიდი, ც. ჯასტინ ბიბერი. 4. რატომ უხანგრძლივებთ ლუკას ლეივას კონტრაქტს, ფეხბურთელს რომელსაც, კონკრეტული ამპლუა არ გააჩნია (საუბარი არ მაქვს მის სხვა სახის უნარჩვევებზე), არც სიღრმისეული. არსებობს – CDM, CM, CAM და არსებობს ლუკასი. როგორც ერთმა პატივსაცემმა პიროვნებამ სთქვა – ლუკას ლეივა შეიძლება ათამაშდეს სცენაზე, ან თუნდაც კაზინოში, მაგრამ არა ანფილდზე. მარტივად და გასაგებად, რომ ვთქვათ, არ არის ეს მისი ადგილი.

შთაბეჭდილებები

დღევანდელი ლივერპული, განსაკუთრებით ბოლო თვის გუნდი დგას შარშანდელი ფულემის მოდელზე, ერთი-ერთში. ცენტრში მერფი-ეტუჰუს დუეტის იდენტურია მეიერლეში-ლუკასის წყვილი. ჯერარდის არყოფნაში, ზოლტან გერას ფუნქციას ხან კუიტი ასრულებს, ხან როდრიგესი, ნგოგი როდესაც მოედანზეა ბობი ზამორაა და ა.შ. მაგრამ ჰოჯსონმა ერთი რამე ვერ გაიგო როგორც ვატყობ, ტორესი. რა უყოს ტორესს, კლინტ დემპსი და უაიდ ფორვარდი მისგან არ გამოვა, ნევლანდივით სათადარიგოდან ვერ ითამაშებს და ჯერარდის მოედანზე ყოფნისას ბობი ზამორა მისგან ვერ დადგება, ვდგავართ დილემის წინაშე. დილემის გადაჭრა შესაძლებელია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ძალიან მარტივად. უარს ამბობ შენს პრინცპიებზე, შენს სამწვრთნელო ნაშრომებზე, სტრატეგიებზე, სქემებზე და იწყებ ნაცადი მეთოდის აღდგენას გუნდში.

მინიმუმი/მაქსიმუმი

გუნდში მოგყავს პერსპექტიული ახალგაზრდა, ან ნორმალური დონის ასაკოვანი, საყრდენი ნახევარმცველი (არა პოულსენის დარი), პირველრიგში კარიერაზე იქნება ორიენტირებული და არა ცოლის ვაგინაზე ან კიდევ, სხვა რამეზე, უწყვილებ მეიერლეშს – პირველი ნაბიჯი. შემდეგ, ყიდულობ მარცხენა ფლანგისთვის, ასევე პერსპექტიულ ახალგაზრდას (არა მარკ გონსალესის დარს), ან ნორმალური დონის ასაკოვან ვინგერს (არა ზენდენის დარს) და სასურველია გუნდში მოვიდეს ახალი მარჯვენა მცველი, ნებისმიერი სახის. ეს ყოველივე გადაფარავს იმ პრობლემებს და შავ წერტილებს გუნდში რასაც თუნდაც პოლ კონჩესკი ან რეინას მეკარისთვის არაშესაფერისი სიმაღლე ქვია. იყენებ 4-5-1 სათამაშო სქემას. შედეგი ჩემი აზრით იქნება შემდეგ ნაირი – მინიმუმი: 4 თამაშიდან იგებ 2 ს, 1 ს ფრედ ამთავრებ და 1 ში მარცხდები, შედიხარ ოთხეულში, ხარ ბედნიერი, გეძღვნება ჩანტი, ბანერი კოპზე. ლივერპული აგრძელებს ბრძოლას, მომავალი სეზონი ჩვენია და ა.შ. მაქსიმუმი: თითქმის იგივეა, რაც მინიმუმი. ასეა თუ ისეა, მოცემული მინიმუმი, დღევანდელ ლივერპულის ყოფას ნამდვილად ჯობია. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ნაცნობია, ძველია, მაგრამ რა ვუყოთ. მაქსიმუმის კორექტირებაზე უკვე ჰოჯსონმა უნდა იფიქროს, ვალდებულია იფიქროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რითიც დაიწყო იმით დაასრულებს, ჰალმშტადით.

Advertisements

2 Comments on “საირმის ტყის გუნდი”

  1. Tornike ამბობს:

    “ჯასტინ ბიბერი”
    : )))))))) დავიხრჩე

    მაგარი პოსტი იყო, უკვე ირონიის მოშველიებაა საჭირო თორემ სერიოზულად რაც არის გასარჩევი, ყოველ თამაშში მეორდება.

  2. pirtskhelani ამბობს:

    +1 : ))))


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s