ლივერპული 0 უტრეხტი 0 – უინტერესო ძირითადები და ბავშვების კარგი თამაში

არაფრის გადამწყვეტ მატჩში ჰოჯსონის გუნდიც შესაფერისი შემადგენლობით გამოვიდა და არც ბევრი რამისთვის მიუღწევია, თუმცა თამაშის დადებითი მხარეები ახალგაზრდების თამაშში შეიძლება იქნას დანახული.

სასტარტო შემადგენლობა:

ჯოუნსი
კელი, შკრტელი, უილსონი, აურელიო
იოვანოვიჩი, პოულსენი, შელვი, ბაბელი
კოული, ეკლსტოუნი

ჰოჯსონმა შემადგენლობაში 5 ახალგაზრდა შეიყვანა და მათ აურელიო და კოული დაუმატა, რომელთაც ბოლო დროს დიდი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონიათ. მათ მიერ ნაჩვენები თამაშის დონე ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, ახალგაზრდებმა კი ერთმნიშვნელოვნად კარგად გაართვეს თავი ოფიციალურ მატჩს, რაშიც ჰოჯსონის დამსახურებაც არის – სწორედ მისი მოსვლის შემდეგ მიეცათ რეგულარული თამაშის შანსი ‘ბავშვებს’, თანაც ბევრ მათგანს ერთდროულად. იმის ცოდნა, რომ თავის გამოჩენის შემთხვევაში მათ შეიძლება არა მხოლოდ მესამეხარისხოვან მატჩებში, არამედ უფრო მნიშვნელოვან დაპირისპირებაშიც მიიღონ მონაწილეობა, აშკარად მოქმედებს მათ მოტივაციაზე.

ნათან ეკლსტოუნი 'უტრეხტის' წინააღმდეგ

უკვე კარგად ცნობილი სახეებიდან სამის გამოყოფა მინდა – აურელიომ ისეთი თამაში აჩვენა, რომელმაც მის მომხრეებს საფუძველი მისცა, გაამართლონ კლუბის მიერ მისი დატოვება, გამუდმებული ტრავმების მიუხედავად – უტრეხტთან ის კარგ ვარდნებს ასრულებდა და მისი ცაციის განსაკუთრებული თვისება, ჩვეულებრივზე შორი მანძილიდან ძლიერად მიმართოს ბურთი საჯარიმოში, გუშინაც არაერთხელ გამოჩნდა; ამის საპირისპიროდ,

სრულიად უსარგებლო იყო კოული – მოძრაობა და შემტევი ვარიანტების ძებნა არ აკლდა, თუმცა, როგორც უკვე აღმინიშნავს, ეს მისთვის დამახასიათებელი ნიშანია და არ ღირს დიდი დასკვნების კეთება, განსხვავებით იმ ფაქტისგან, რომ შედეგიანი არაფერი შეუქმნია არც ინდივიდუალურად და არც სხვებთან ერთად; ყველაზე დიდ კრიტიკას კი, რაც უკვე ლამის ტრადიციად იქცა, რაიან ბაბელი იმსახურებს – უკვე გაუგებარი ხდება, რატომ იხარჯება მის ხელფასზე კლუბის ბიუჯეტი უკვე მესამე წელია. ჰოლანდიელი, რომელიც აიაქსიდან დიდი ამბით იქნა შეძენილი, ბურთსაც კარგავს, ვერც ზუსტ პასს იძლევა და მცველებსაც კი ვერ ცდება სისწრაფის ან ტექნიკის ხარჯზე. მას არა მხოლოდ საკუთარი ინიციატივით წამოწყებული შეტევები შეჰყავს ჩიხში, არამედ სხვის მიერ შექმნილ ხიფათსაც ანეიტრალებს ინერტული თამაშით და შეცდომებით. გუშინ გამიჩნდა აზრი, რომ ჰოჯსონი ბაბელს სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე იმისთვის ათამაშებს, რომ პოტენციური გასაყიდი ფასი გარკვეულ მისაღებ დონეზე შენარჩუნდეს. მითუმეტეს, თუ მის მიერ ბაბელისათვის გაგზავნილ გამოწვევას გავიხსენებთ შესაძლებლობების იანვრამდე დემონსტრირებასთან დაკავშირებით.

რაიან ბაბელი 'უტრეხტის' წინააღმდეგ

რაც შეეხება შედარებით ნათელ მხარეს, ანუ ახალგაზრდების თამაშს – ბრედ ჯოუნსს, მარტინ კელისა და დენი უილსონს, მათი პოზიციებიდან გამომდინარე, პირველ რიგში საიმედო თამაში ევალებოდათ და სწორედ ასე ჩაატარეს შეხვედრა (ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონიათ); შელვისა და ეკლსტოუნისაგან კი ყველანი კრეატიულობას და ხიფათის შექმნას ველოდით დაარც მათ გაგვიცრუეს იმედი – ნაკლებად თვალისმომჭრელი იყო შელვი, რაც ალბათ იქიდან გამომდინარეობს, რომ მოსალოდნელზე (ყოველ შემთხვევაში ჩემს წარმოდგენებთან შედარებით) უკან იყო გამწესებული – ხშირად ცენტრიდან უწევდა პასების კეთება; თუმცა ეს გადაცემები სწორედ ისეთი იყო, როგორებსაც ცენტრალური ზონის მოთამაშისაგან ველოდებით და ამასთან ერთად, არც ბოლომდე ბრძოლას ერიდებოდა 50-50 სიტუაციებში. ყველაზე დიდი ქება კი ნათან ეკლსტოუნის მიმართ უნდა შემოვინახო – 19 წლის ფორვარდი მუდმივად ჰოლანდიელების საჯარიმოზე იყო დაგეშილი, მისი სისწრაფე ფლანგებს არღვევდა და ფეხზეც მყარად იდგა ფიზიკური ბრძოლების დროს. ზაფხულში კონჩესკის ტრანსფერის ნაწილად ფინელი თინეიჯერი თავდამსხმელის დალა ვალეს მიერ ლივერპულის დატოვებამ ბევრში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, თუმცა თუკი ეკლსტოუნი ასეთივე მონდომებით ითამაშებს და საკმარისი შანსი მიეცემა, შესაძლოა ის დანაკარგი არც არავის გაახსენდეს.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s