ვულვზი 0 ლივერპული 3 – გარდიანის სტატია

კენი დალგლიშმა ლივერპულს წარმომავლობა შეახსენა

ყოფილმა, ახლანდელმა და შესაძლოა მომავალმა ‘მეფემ’ ანფილდზე უშუალო, დადებითი მენტალიტეტი დააბრუნა

პოლ ჰეიუორდი მოლინიედან
გარდიანი
, 22 იანვარი 2011

კენი დალგლიში ლივერპულის მწვრთნელის როლში დაბრუნების შემდეგ პირველი გამარჯვებით ტკბება | ფოტო: მარკ თომპსონი/GettyImages

ინგლისური ფეხბურთ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ი წარმოუდგენლად შეიცვალა, თუმცა ამ 90 წუთმა 1991 წელში დაგვაბრუნა, როდესაც კენი დალგლიშმა ლივერპულის მწვრთნელის რანგში უკანასკნელი გამარჯვება მოიპოვა. ცუდ ბალახზე და ფიზიკურად მომზადებულ მოწინააღმდეგესთან ისტორიის ნისლიდან დაბრუნებულმა ლიდერმა ანფილდის ძველებური მონდომებისა და ერთიანობის უნარი გააღვიძა.

გამომაცოცხლებელი გამარჯვების მიღწევამდე შვიდი წუთით ადრე მოლინიეს წითელი სექტორიდან დაბალხმიანი გრგვინვით გაისმა “Dalglish, Dalglish” და მათმა გადამრჩენელმაც პასუხად ორივე ხელი ასწია. მისი მოთამაშეები მალე 30-გადაცემიან გათამაშებას აქამდე მიძინებული ფერნანდო ტორესის მეორე გოლით დაასრულებდნენ. ეს წარსულში დამაბრუნებელი შემთხვევა იყო, ზამთრის გამოცდა, რომელიც ისევე გადაიზარდა კლასის დემონსტრირებაში, როგორც ლივერპულის 20 ან 30 წლის წინანდელი თამაშები.

ის ახლაც ე.წ. ‘დუტი’ პალტოს ატარებს, რომელიც ასე უყვართ ფეხბურთის ‘ნამდვილ’ მამაკაცებს. დალგლიში დიდად არ შეცვლილა 1991 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც ევერტონთან 3-1 საშინაო გამარჯვებას მიაღწია, რამდენიმე მატჩის შემდეგ კი მას სტრესმა ანფილდი დაატოვებინა. ის თამაში მისი, ე.წ. ‘bootroom’-ის ‘მემკვიდრის’ როლში მისი უკანასკნელი წარმატება იყო, მის მიერ კლუბის დატოვების შემდეგ კი გაჩნდა ნაპრალი, რომლის ამოვსებასაც ის ახლა შეეცდება. მის მიერ ლივერპულისათვის 1990 წელს მოგებული ჩემპიონობა ჯერჯერობით უკანასკნელად რჩება კლუბისათვის – მას შემდეგ იყო მიზანთან ახლოს მისვლის, მცდარი მოლოდინისა და კრიზისის პერიოდები, რომლებიც უმეტესად მფლობელების შეცვლითა და არასტაბილურობით იყო გამოწვეული.

“ის სითბოთი და მხარდაჭერითაა გარემოცული, რითაც როი ვერ სარგებლობდა,” განაცხადა მიკ მაკკართიმ როი ჰოჯსონის მხარდასაჭერად. ჰოჯსონის, რომელმაც ამ თამაშის გამორჩეული მოთამაშე, რაულ მეირელეში დაარწმუნა, პორტოდან გადმობარგებულიყო.

“უდიდესია როი ჰოჯსონის წვლილი ჩემს არ ყოფნაში,” – ეს მეირელეშის სიტყვებია, რომლებიც მან მწვრთნელის შეცვლამდე თქვა. თუმცა პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველის წინ წაწეულ როლში, ტორესის უკან განთავსებისათვის ქებას დალგლიში იმსახურებს. ეს ამავდროულად სტივენ ჯერარდის ‘სანადირო’ არეალიცაა.

საყვარელი კლუბის რიგებში გამარჯვებისათვის ოცწლიანი ლოდინი დალგლიშისათვის ტანჯვა იყო, თუმცა ახლა მას მწვრთნელის სტატუსის მაისის შემდეგ შენარჩუნების კარგი შანსიც აქვს. პრემიერ ლიგის ერაში მოხვედრა ალბათ თავბრუდამხვევი უნდა ყოფილიყო. “ეს მეუღლემაც მითხრა,” გაგვანდო დალგლიშმა. “მისი სიტყვები იყო: ’20 წლის შემდეგ ისევ ლივერპულის მწვრთნელთან მძინავს.'”

ჰოჯსონის შემცვლელმა უარი თქვა სირთულესა და თვითანალიზზე და ლივერპულის მოთამაშის რანგში გათავისებული მარტივი ღირებულებები დააბრუნა. “მან უბრალოდ გვითხრა, მივნდობოდით ერთმანეთს და საკუთარ თავს,” თქვა პეპე რეინამ. თვითრწმენის ნაკლებობის პირობებში დალგლიშმა სუსტად მოთამაშეთა საჭირო სტანდარტზე დაბუნების საჭიროება დაინახა და ამის მისაღწევად გამხნევება, საკუთარი ქარიზმა და დადებითი ტაქტიკური ხედვა გამოიყენა.

“ამ წუთას მთავარი შეგრძნება ხალისია,” განაცხადა მან. “ყველა ბედნიერია, რადგან ერთ გუნდად მოქმედების შეგრძნება მიიღეს. დამარწმუნებელი საბოლოო შედეგის მიღწევა მათ მიერ თამაშის განმავლობაში გაწეული მძიმე შრომისა და მონდომების გამო გახდა შესაძლებელი; ისინი ამ ყველაფრისათვის დაჯილდოვდნენ. არა მგონია, შედეგი იტყუებოდეს. ეს მოთამაშეები ქებას იმსახურებენ, რათა თამაშების მოგების რწმენა და სურვილი არ დაუკარგავთ – ეს მათ დღეს, რთულ მატჩში აჩვენეს.”
მიმდინარე სეზონში ეს იშვიათი გასვლითი გამარჯვება იყო და მთავარი წვლილი მასში ტორესმა და მეირელეშმა შეიტანეს. ელ ნინიო, რომელიც წლევანდელი სეზონის ტრანსიდან გამოდის, რიჩარდ სტირმენს, ვულვზის ცენტრალურ მცველს უპირისპირდებოდა და სივრცეს ეძებდა, მეირელეში კი ლივერპულის საუკეთესო პასების ავტორი გახლდათ. მას მცირედით ჩამორჩებოდნენ ლუკას ლეივა და კრისტიან პოულსენი, რომელთაც ადრინდელზე შესამჩნევად უკეთესი თამაში აჩვენეს.
“საქმე მხოლოდ მის გოლებში კი არა, გაწეულ შრომაშიც იყო,” თქვა დალგლიშმა ტორესზე. “წინა კვირის გოლმა ის განწყობაზე მოიყვანა, მეირელეში კი ნამდვილად კარგი ფეხბურთელია. პრემიერ ლიგაში პირველი სეზონის გატარება არასდროსაა ადვილი, აქაური ტემპის გათვალისწინებით და მან სეზონისწინა მომზადებაც გამოტოვა. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კრისტიან პოულსენმაც, თუმცა ერთი საათის თამაშის შემდეგ დაიღალა, რაც გასაგებია – მას დიდი პრაქტიკა არ ჰქონია. რაც შეეხება რაულს [მეირელეშს], ის შთამბეჭდავია ჩვენი მთელი თანამშრომლობის განმავლობაში.”
მათ [ტორესმა და მეირელეშმა] აჩვენეს, რომ არ დაუკარგავთ საკუთარი თავისა და კლუბის სიამაყე. სემი ლის, სტივ კლარკისა და ჩემს მუშაობას კარგად გამოეხმაურნენ და ვერ წარმომიდგენია, დღევანდელზე მეტად როგორ უნდა ეშრომათ.”
ლივერპულის ყოველ გულშემატკივარს აწუხებს კითხვა, ტორესი იმისთვის ხომ არ გამოფხიზლდა, რომ პოტენციური კლუბი მიიზიდოს, თუმცა მწვრთნელსა და მფლობელებს შორის ტრანსფერების თაობაზე მიმდინარე “გულითადი საუბრები” კარგი საბაბია, რათა ის დარჩენაში დაარწმუნოს.
თანამედროვე საფეხბურთო მენეჯმენტი ხშირად მეცნიერების, პოლიტიკისა და ფსიქოლოგიის ნარევადაა ხოლმე წარმოდგენილი, თუმცა დალგლიშმა ეს ყველაფერი გაამარტივა და 20 წლის განცალკევებით არსებული წერტილები ლივერპულისათვის იმის შეხსენებით გააერთიანა, რას წარმოადგენენ ისინი. ან რას წარმოადგენდნენ, როდესაც ის ‘მეფე’ იყო.
Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s