კიუიტი დალგლიშისა და კლარკის ტაქტიკურ მიდგომაზე

კიუიტი: ჩვენი ახალი ტაქტიკა ტოტალურ ფეხბურთს ჰგავს

24 იანვარი 2011
liverpoolfc.tv

ფოტო: liverpoolfc.tv

დირკ კიუიტი აღიარებს, რომ ლივერპულის მოთამაშეებმა კენი დალგლიშის ხელმძღვანელობით შემოტანილი ახალი ტაქტიკით შვება იგრძნეს და შოტლანდიელის მიდგომას ცნობილ ჰოლანდიურ მოდელს ამსგავსებს.

30 წლის კიუიტი შთაბეჭდილების ქვეშაა ახალი მწვრთნელის გავლენისაგან და არც დალგლიშის თანაშემწე სტივ კლარკის აღნიშვნა დავიწყებია.

“ეს ახლებური მიდგომა ჰოლანდიურ სტილს ჰგავს – მოწინააღმდეგის ნახევარზე პრესინგი და დაბალი პასები, გამუდმებული შორი გადაცემების მაგივრად. დალგლიში და კლარკი სწორედ ასე ხედავენ გუნდის თამაშს. როდესაც გუნდში ტორესი და ჯერარდი გყავთ, მოწინააღმდეგის ნახევარზე პრესინგით გუნდების 80 პროცენტზე ძლიერი იქნებით.”

“დალგლიშისა და კლარკის კომბინაცია ძალიან მომწონს. კლარკი სხვა კლუბიდან მოვიდა და იგივე როლს ასრულებს, რასაც ჩელსიში მოურინიოსთან. მისი ხელმძღვანელობით ახლა სრულებით განსხვავებულ ვარჯიშებს ვატარებთ – დიდი დრო ეთმობა მცირე სივრცეებში პოზიციურ თამაშს. კლარკი ამ ვარჯიშებით გვტვირთავს, დალგლიშის საუბრით კი განტვირთვას ვიღებთ. ის ლეგენდაა, ფლობს ქარიზმას, გამოცდილებასა და თავდაჯერებულობას, რათა გარშემო ატმოსფერო შექმნას. ამასთან ერთად, მას საუცხოო კავშირი აქვს გულშემატკივრებთან. როდესაც ევერტონის წინააღმდეგ მან პირველად გამოიყვანა საფეხბურთო გუნდი 11 წლის პაუზის შემდეგ, ანფილდზე დაუჯერებელი ხმაური იყო. მისი აქ ყოფნით ატმოსფერო იცვლება.”

Advertisements

2 Comments on “კიუიტი დალგლიშისა და კლარკის ტაქტიკურ მიდგომაზე”

  1. Scouser Kate ამბობს:

    შენ გაიხარე კიუიტ ეს რა კარგი შედარება მოიყვანა, გენაცვალე შენ

  2. Tornike ამბობს:

    ჰო, საერთოდ ოფიციალური საიტის ოპტიმისტური სტატიები დიდად საინტერესო არ არის, მაგრამ ეს გამონაკლისია.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s