გარდიანი: ლივერპული ტორესის გასაშვებად და ახალი ტრანსფერებისათვის ემზადება

27 იანვარს ლივერპულმა ჩელსისგან ფერნანდო ტორესისათვის 35 მილიონი ფუნტის ტრანსფერის შეთავაზება მიიღო, რომელიც მართალია, უარყოფილი იქნა, თუმცა შემდეგ დღეს ესპანელმა თავდამსხმელმა თავად სთხოვა კლუბს ლონდონელებთან მოლაპარაკების გამართვა, შემდეგ კი წერილობითაც ითხოვა ტრანსფერი. მისი მოთხოვნა კლუბმა უარყო, თუმცა, როგორც ჩანს, მერსისაიდელები ჩელსისაგან ახალი, გაზრდილი ღირებულების შემოთავაზების შემთხვევაში გულაცრუებული მოთამაშის დაკარგვისათვის ემზადებიან. ამას ეხება გარდიანის ახალი სტატიაც.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღისათვის ლივერპული ლუის სუარესის ტრანსფერის ფორმალურად დასრულებასთან ერთად ასტონ ვილას ეშლი იანგის გადმოყვანას შეეცდება, ბლექპულის ჩარლი ადამისათვის კი განახლებულ შეთავაზებას გააკეთებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლივერპულის მფლობელი ჯონ ჰენრი დაუკავშირდა რენდი ლერნერს, მის კოლეგას ვილა პარკზე, იანგის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და მიიღო პასუხი, რომ ბირმინგემული კლუბი მოთამაშის ამ სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში გაყიდვას არ აპირებს.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s