ენდი კეროლის ტრანსფერზე

ენდი კეროლი | ფოტო: Scott Heppell/AP

ენდი კეროლი ლივერპულის ახალი 9 ნომერია. მომხდარზე – კეროლის წითლების რიგებში მოხვედრასა და ტორესის მიერ გუნდის დატოვებაზე – უკვე ბევრი დაიწერა. ქვემოთ ინგლისელი თავდამხმელის ტრანსფერის შესახებ გარდიანის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატიიდან საინტერესო ამონარიდებს წარმოვადგენ.

guardian.co.uk: ლივერპულის სურვილი კეროლის შესაძენად სუარესის ტრანსფერთან ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ელ ნინიოს სანაცვლოდ მიღებულ თანხაზე ოდნავ მეტის სამაგიეროდ მათ ორმაგი, შესაწყვილებელი შემტევი ძალა მიიღეს. ერთი კვირის განმავლობაში მორყეული გუნდი ძირეულად გადაეწყო იმ მოთამაშის გაშვების ხარჯზე, რომელსაც ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა კლუბის დატოვება.

ახლა კოპი სრულებით ახალ რეალობაში შეაბიჯებს – 2011 წლის 31 იანვარი საკუთარ ადგილს დაიკავებს მათ დიდ სატრანსფერო ნაბიჯებში. სუარესი – დიეგო ფორლანის თანამემამულე – და კეროლი, 22 წლის გეითსჰედელი, ვერბალურ კონტაქტს ალბათ მალევე ვერ დაამყარებენ, მაგრამ მათი ტაქტიკური შეწყვილების პოტენციალის დასანახად უეფას სამწვრთნელო კვალიფიკაცია არ არის საჭირო – კეროლი მოწინააღმდეგის ცენტრალურ მცველებს ფიზიკურად დაჩაგრავს, სუარესი კი ტექნიკურ არსენალს გამოიყენებს.

კეროლისთვის გადახდილი თანხის გამაოგნებელი ციფრი გარკვეულწილად თვალს ატყუებს, რადგან ლივერპულმა უცებ მიიღო დიდი ფული, დრო კი ცოტა ჰქონდა დარჩენილი. იმის მაგივრად, რომ ახალი დასაწყისი სუარესის ტრანსფერით გამოეცხადებინათ, მათ ეფექტი კეროლის შეძენით გააორმაგეს, რითაც ტორესი საკუთარი ისტორიიდან ამოშალეს. სირთულეში მოხვედრილი დიდი კლუბი გადარჩენისაკენ ან მიცოცავს, ან შოკისა და გაოცების გამოწვევით აღწევს მას.

Advertisements

4 Comments on “ენდი კეროლის ტრანსფერზე”

  1. Lennon7 ამბობს:

    კარგია, მშვენიერი დუეტი დადგება ამათგან..

    და ბლოგს რაც შეეხება, ვიფიქრე, bold და italic ასე ხშირად რომ არ გამოიყენოთ უკეთესი ხომ არ იქნებოდამეთქი.. : )

    • Tornike ამბობს:

      მადლობა კომენტარისთვის. Bold-ს და italic-ს იმისთვის ვიყენებთ, რომ უფრო ადვილად ჩანდეს საკვანძო სიტყვები – მე ხშირად მეხმარება ხოლმე სტატიის კითხვის დროს. თუმცა შეიძლება ვიზუალურად მართლაც ჯობდეს უმაგათოდ.

  2. tomwaits55 ამბობს:

    კარგი სტატია, იმედია პროგრესირებას განაგრძებს ენდი..
    ყველაფრის მიუხედავად მაინც გილოცავთ :D
    ხოდა ბოლდ და იტალიკ კარგია სტატიებში…
    საკვანძო და მნიშვნელოვანი სიტყვების დასაფიქსირებლად


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s