ლივერპული v ჩელსი

ბოლო წლების საუკეთესო მომენტები და მატჩები

კენი დალგლიში ზეიმობს გამარჯვების გოლს "სტემფორდ ბრიჯზე", 1986 წელი. ფოტო:PA/Empics

ლივერპული 5-1 ჩელსი (პრემიერლიგა, 21 სექტემბერი 1996)

პატრიკ ბერგერის მიერ დადგმული შოუ, ლივერპული ხუთ ბურთიან უპირატესობას ფლობდა, როდესაც მსაჯმა ბევრი შემოვლის გარეშე, რომ ვთქვათ, პენალტი მოიგონა. მარკ ჰიუზის წაქცევის გამო დაინიშნა პნეალტი, უფრო სწორი ვინქები თუ ვიტყვი – მარკ ჰიუზის საჯარიმოს გარეთ წაქცევისთვის დაინიშნა პენალტი, თამაშს წესის დამრღვევი შოტლანდიელი დომინიკო მატეო გახლდათ. გოლები ფაულერმა (1),  ბერგერი (2), ბარნსმა (1), ენდი მაიერსმა (საკუთარ კარში) გაიტანეს. ჩელსიდან გოლი დიუგარიმ შეაგდო (პენალტით), ეს იყო მისი პირველი გოლი პრემიერლიგაში. იგივე სეზონის ბოლოს, ეს გუნდები ისევ შეხვდნენ ერთამენთს, ოღონდ ასოციაციის თასის ნახევარფინალში, სადაც ლივერპული დამარცხდა 4-2. ფინალური შეხვედრა, აღმოსავლეთ ლონდონელებმა მანჩესტერ იუნაიტედთან წააგეს, პენალტების სერიაში . ლივერპული ამ ნახევარფინალურ შეხვედრას 0-2 ს იგებდა, მაგრამ დამარცხდა. ასეთი მოვლენას, ბოლოს მერსისაიდული კლუბის ისტორიაში 1964 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი, როდესაც შენკლის გუნდმა 3-2 წააგო ბლექბერნთან.

ჩელსი 2-1 ლივერპული (პრემიერლიგა, 12 მაისი 2003)

ეს მატჩი, რიგითი ტურის შეხვედრა არ გახლავთ, ჩელსის მომავლზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. ამ მოგებით ლონდონელებმა, ულიეს ლივერპულს გადაუსწრეს და გავიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე. რომან აბრამოვიჩმაც ჩელსისი ირწმუნა, ევერტონისა და ტოტენჰემის ნაცვლად, სწორედ ჩელსის მფლობელი გახდა. ლივერპულმა სწრაფი გოლის გატანა შეძლო, სამი ჰიიპიამ ჩვეულ სტილში თავით გადაგზავნა ბურთი კუდიჩინის კარში. ჩელსიმ ჰიიპიას გოლს, თითქმის ანაგლიურად, მარსელ დესაის თაუვურით უპასუხა, წერტილი შეხვედრას კი დანიალმა იასპერ გრონკიაერმა დაუსვა 2-1.  ლივერპულმა რევანში, 2004 წლის 7 იანვარს აიღო, როდესაც ბრუნო შეირუს (“ახალი ზიდანის”) მიერ გატანილი გოლის წყალობით, ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე დამარცხდა 0-1. შეირუს შემდეგ, სტემფორდ ბრიჯზე გოლის გატანა, მხოლოდ 2008 წელს, ფერნანდო ტორესმა შეძლო, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში.

ლივერპული 1-0 ჩელსი (ჩემპიონთა ლიგა, 3 მაისი 2005)

ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი და განუმეორებელი მატჩი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატუსის მქონე დაპირისპირება კიდევ სამი ჰქონდათ ამ გუნდებს ერთამენეთში, 2005 წლის ჯახი უდაოდ პირველია მათ შორის. ფანტომ გოლით, დაძაბულობით, მატჩის სიღრმით, ტაქტიკური ნოვაციებით, ბისკანებით მოთამაშე ლივერპულით და ანფილდზე უმრბროს სპორტულებში გამოწყობილი მაურინიოთი – დიდებული სანახაობა გახლდათ. მაურინიომ თავის პირველი ტიტული ჩელსიში, სწორედ ლივერპულის წინააღმდეგ მოიგო, ლიგის თასი. პრემიერლიგაშიც თავისას მიაღწია, მაგრამ ევროარენაზე დამარცხდა. მეორე დუელი ამ გუნდებს შორის, უკვე 2007 წელს შედგა. იგივე გათამაშება, იგივე სტატუსი, იგივე მწვრთნელებითა და იგივე ლიდერებით, ყველაფერი ბენიტესის ბალახზე წამოსკუპებით დასრულდა, უყურა ამ პოზაში პენალტების სერიას, გაიმარჯვა, მაგრამ შემდეგ ათენში, მილანთან დამარცხდა. შემდეგი დასამახსოვრებელი მატჩი შედგა პრემიერლიგაში, როდესაც ჩელსის, საკუთარ მოედანზე წაუგებელი სერია, სწორედ ლივერპულმა დაუსრულა (უკვე მეორედ, პირველად 1981), ხაბი ალონსოს გოლის წყალობით. ამას მოჰყვა მორიგი კონტინენტური ჭიდილი. დიდებული მატჩი, ბოლო წლების ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა ამ გუნდებს შორის, 4-4 სტემფორდ ბრიჯზე.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s