ჩელსი 0 ლივერპული 1 – დევიდ პლიტის ტაქტიკური ვერდიქტი

გარდიანის ბლოგის ხშირმა ავტორმა და ITV-ს კომენტატორმა, ყოფილმა მწვრთნელმა დევიდ პლიტმა გუშინ ინგლისური გაზეთის ონლაინ ვერსიაში გამოქვეყნებულ სტატიაში ტურის მთავარი დაპირისპირების ტაქტიკური ანალიზი წარმოადგინა.

ჩელსის მძიმე არტილერია კენი დალგლიშის დაცვითმა ტაქტიკამ ჩაახშო

სამი ცენტრალური მცველით მოთამაშე ლივერპული თავს სიღრმეში იცავდა და ჩელსის არც ფლანგებიდან შეტევისათვის საჭირო სივრცე მისცა

დევიდ პლიტი
გარდიანი, 6 თებერვალი 2011

ჩელსის ფერნანდო ტორესის დარტყმას ჯეიმი კარაგერი ვარდნაში ბლოკავს. კარაგერი ყოფილ გუნდელს ბრწყინვალედ ფარავდა | ფოტო: Tom Jenkins

ეს თამაში პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების დაპირისპირების სახელისათვის შესაფერისი არ გამოდგა, თუმცა ლივერპული ამით დიდად არ შეწუხდებოდა. ხშირად ახალი სისტემა, პოზიციური ცვლილებები ან ტაქტიკური შესწორება სუსტად მოთამაშე ჯგუფს სრულებით ცვლის და ამ შემთხვევაში სამი ცენტრალური მცველის სისტემით კენი დალგლიშმა ქვეშევრდომებს ნამდვილად ჩაუსახა ოპტიმიზმი.

ცაცია დანიელ აგერი, მარჯვენა ფეხით მოთამაშე მარტინ შკრტელი და ჯეიმი კარაგერი დამზღვევ როლში – ისინი ახალ წყობას სწრაფად მოერგნენ და მათ ფლანგებზე მოთამაშე მარტინ კელი და გლენ ჯონსონი ეხმარებიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯონსონის უკეთესი დაცვითი თამაში მარცხენა ფლანგზე გადასვლის შემდეგ.

ასევე შესამჩნევია დირკ კიუიტის თამაში მის ახალ შემტევ პოზიციაზე, რომელზეც მარჯვენა ვინგერის ნაკლებად კრეატიული როლიდან იქნა გადაყვანილი. ახალ ფუნქციაზე ის როგორც პირდაპირი თავდასხმის როლს ასრულებს, ისე დანარჩენი გუნდისაგან განცალკევებით უპირისპირდება მოწინააღმდეგეს დაცვითი თამაშის დროს.

საერთო ჯამში ჩელსის თამაში ფეხის თრევას ჰგავდა. პირველ ტაიმში მათი გათამაშება ნელი იყო, მოგვიანებით კი გამომგონებლობა აკლდათ. ამაში პირველადი როლი კელიმ და ჯონსონმა შეასრულეს, რომლებიც მუდმივად ფარავდნენ ცენტრალური მცველების გარე არეალს. მასპინძლები შესატევად საჭირო სივრცეებს ვერ პოულობდნენ და თანდათანობით არეულ თამაშზე გადავიდნენ. ჯონსონის და კელის თამაში ითვალისწინებდა იმასაც, რომ რომელიმე ფლანგიდან ჩამოწოდებისას ლივერპულის დანარჩენი დაცვა ოთხი მოთამაშისაგან შედგებოდა.

ჩელსისათვის რთული გამოდგა მათი მძიმე არტილერიის შეტევაში განთავსება. ერთი სტილის სამი თავდამსხმელის კომბინირება არასდროსაა ადვილი, რადგან ეფექტიანი ერთიანი ძალის შექმნას სხვადასხვა მონაცემები სჭირდება. ნიკოლას ანელკა, რომელიც დიდიე დროგბასა და ფერნანდო ტორესზე უკან იყო განთავსებული, ხშირად ფართო სივრცეში ხვდებოდა, თუმცა მშვენივრად მოთამაშე ლუკას ლეივას მიერ იყო დახშული. იმ შემთხვევებში, როდესაც თამაშზე გავლენას ცენტრიდან შეტევის, ან სიღრმითი თამაშისას ვერ ახდენთ, ფლანგებზე მოძრაობასა და დაცვითი მოთამაშეების მათი პოზიციებიდან გამოტყუებაზე გადადიხართ, თუმცა ლივერპულის დაცვამ უმცირესი მოძრაობის გაკეთებაზეც კი უარი თქვა.

ლივერპულმა აშკარად დიდი ყურადღება მიაქცია ტორესის გაუვნებელყოფას. ესპანელი ბოლო მცველის გვერდიგვერდ პოზიციიდან იღებს ხოლმე სტარტს, თუმცა დალგლიშმა მცველების ტრიო ერთმანეთთან ახლოს შეაკავა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მის ყოფილ მოთამაშეს სამოქმედოდ უმცირესი ფართობი გააჩნდა. როდესაც პირველ ტაიმში გამონაკლისი შემთხვევა შედგა, კარაგერი ფხიზლად იყო და ბრწყინვალედ დაფარა ტორესის დარტყმა.

ჩელსიმ ტორესი მეტად უნდა მოახვედროს საგოლე პოზიციებზე და ამასთან ერთად, მისთვის გაკეთებული ფლანგური გადაცემების რიცხვიც უნდა გაზარდოს. ის მომენტის თვითონ შექმნაზე ბევრს არ იზრუნებს, მისი შრომის კოეფიციენტი კიუიტთან შედარებით მიზერულია, ტექნიკურად კი საშუალო მონაცემებს ფლობს.

დალგლიშის დამსახურებაა, რომ ჩელსიმ საერთო ჯამში მის გუნდს დიდი ხიფათი ვერ შეუქმნა. ლივერპული ღრმად ჩაჯდა, მოწინააღმდეგე დაახშო და საკუთარი შანსი გამოიყენა. მათგან მშვენიერი გამოსვლა ვიხილეთ.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s