ჯონ ჰენრი ტრანსფერების, ახალი სტადიონისა და ფინანსების შესახებ

გარდიანის დევიდ ქონმა 4 თებერვალს ლივერპულის მფლობელ ჯონ ჰენრისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუ შეეხო როგორც გასულ სატრანსფერო ფანჯარას, ისე კლუბის ფინანსებთან და ახალ სტადიონთან დაკავშირებულ საკითხებს. ქვემოთ მოცემულია ამონარიდები ინტერვიუდან.

ჯონ ჰენრი | ფოტო: Michael Regan/Getty Images

ჰენრი:
“ფულს ყოველთვის საკუთარი მოგებიდან ვხარჯავდით, დეფიციტური ხარჯვის მაგივრად – ასე იქნება ლივერპულშიც. ჩვენზეა დამოკიდებული, მივაღწევთ თუ არა ისეთი მოგების მიღებას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებას მოგვიტანს. ამ მიდგომიდან არასდროს გადაგვიხვევია და არც ამჯერად გადავუხვევთ.”
ტორესისათვის მისაღები თანხის მოცულობა ნიუკასლის მიერ კეროლისათვის მოთხოვნილ თანხაზე იყო დამოკიდებული. მოლაპარაკება მხოლოდ ჩელსისაგან მისაღებ დანიუკასლისათვის გადასახდელ თანხას შორის სხვაობას შეეხებოდა. ეს შესაძლოა ყოფილიყო 35 მილიონი [ტორესისათვის] და 20 მილიონი [კეროლის სამაგიეროდ], 40 და 25, ან 50 და 35. ნიუკასლმა დიდი მოგება ნახა, თუმცა იგივეს ვფიქრობთ ჩვენზეც.”
“ვგეგმავთ გუნდის გაახალგაზრდავებას, შემადგენლობის გაფართოვებასა და დადებითი ფეხბურთის თამაშს. ორი უმაღლესი კლასის მოთამაშის დამატება, რომელთაც ახლახანს შეუსრულდათ 22 და 24, ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია.”
“კლუბის ორი უკანასკნელი მმართველი ჯგუფის გეგმები ახალი სტადიონის ასაშენებლად წარუმატებლად დასრულდა, ეს კი უბრალო დამთხვევა არაა. მათი შეთავაზებები და გეგმები ეკონომიკურ პირობებში არ ჯდებოდა, თორემ სტადიონის აშენებაც მოხერხდებოდა. ახლა სხვადასხვა ვარიანტს ვიხილავთ და ამ პროცესში დიდი მონდომება და შემოქმედებითი მიდგომა იდება.”
წყარო: David Conn, guardian.co.uk
Advertisements

One Comment on “ჯონ ჰენრი ტრანსფერების, ახალი სტადიონისა და ფინანსების შესახებ”

  1. Scouser Kate ამბობს:

    ენფილდი არ უნდა დაინგრეს რა, არაა


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s