სპარტა 0 ლივერპული 0 – ჯონსონი და უილსონი

ევროპის ლიგის გუშინდელი თამაშიდან არცთუ ისე ბევრი დასკვნის გაკეთება შეიძლება – რამდენად ერთფეროვანიც იყო თვით მატჩი, იმდენად გაურკვეველია ორმატჩიანი შეხვედრის ბედი მომავალ კვირას ანფილდზე ჩასატარებელი თამაშის წინ. თუმცა, გუშინ ორი რამ აშკარად და გამოკვეთილად გამოჩნდა – გლენ ჯონსონი თავდაცვით თამაშში ისეთივე სუსტია, როგორც ყოველთვის, დენი უილსონი კი ჯონსონზე იმდენადვე საიმედო იყო მარცხენა ფლანგზე, რამდენადაც მარტინ კელი – მარჯვენაზე, მიმდინარე სეზონის განმავლობაში.

ჯონსონის სისუსტეს დაცვით როლში ჩვენს ბლოგზე უკვე მიეძღვნა ერთი ნათარგმნი სტატია. ორიგინალი ინგლისური ვერსიის ავტორი ჯეიმი კანვარი ინგლისელი მოთამაშის ჩაგდებულ მომენტებს და ზოგად დაცვით დონეს შეეხებოდა. იმ პერიოდში უკვე ფართოდ გამოითქმებოდა კელის მარჯვნივ გამწესებისა და ჯონსონის ვინგერად აწევის თეორია, რომელიც მოგვიანებით კიდევ უფრო გაძლიერდა და კელი მართლაც ვიხილეთ მარჯვენა მცველად მიმდინარე სეზონის მრავალ მატჩში, თუმცა ჯონსონი არა ვინგერად, არამედ მარცხენა მცველად იქნა გადაადგილებული დალგლიშის მიერ. ჯონსონის თამაში  ეფექტიანობით არც მარცხნივ გამოირჩეოდა, გუშინ მარჯვნივ დაბრუნების შემდეგ კი (რაც კელის მიერ ჩელსისთან მცირე დაშავების მიღებით იყო გამოწვეული) მისი ამ პოზიციისათვის შეუფერებლობის ალბათ ყველაზე აშკარა მაგალითი ვნახეთ. ის მუდმივად არასწორ პოზიციაზე ჩანდა, ზედმეტად ერიდებოდა კონტაქტს და აბენას მიერ პანიჩისათვის გაკეთებულმა გამჭოლმა პასმა სწორედ მისი ჩამორჩენის ხარჯზე გაიყვანა ეს უკანასკნელი დასარტყმელ პოზიციაზე.

დენი უილსონი სპარტასთან | ფოტო: liverpoolfc.tv

საპირისპირო ფლანგზე 19 წლის უილსონს ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა საყურადღებო იყო პირველი ტაიმის ერთი მომენტი: სპარტას მოთამაშე მასთან ფლანგზე პირისპირ ჩეხების შეტევისას ისეთივე გარემოებაში და იმავე ადგილას აღმოჩნდა, როგორშიც ჩელსისთან ჯონსონმა სუფთად წააგო პოზიცია ლონდონელების ფლანგის ფეხბურთელთან, თუმცა შოტლანდიელი მცველის თამაშში მსგავსი შედეგის საშიშროება არ გამოჩენილა. თამაშის დანარჩენი დროის განმავლობაში დენი შეტევაში ხშირად არ ჩართულა, კონსერვატიულ დაცვით ფუნქციებში კი შეცდომა არ დაუშვია. თუ დალგლიში მას იმდენადვე ენდობა, რამდენადაც კელის მიმდინარე სეზონში, ჯონსონმა შესაძლოა ორივე დაცვითი პოზიცია დაკარგოს გუნდში.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s