აგერი გოლსა და შემტევ თამაშზე

კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისათვის დღეს მიცემულ ინტერვიუში დანიელ აგერი მის ინდივიდუალურ შემტევ თამაშზე საუბრობს და 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ჩელსისთან შეგდებულ საჯარიმოსაც იხსენებს. ქვემოთ მოცემულია ამონარიდები ინტერვიუდან:

ჩელსისთან გოლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებით, რომ პირველ მატჩში 0-1 დავმარცხდით. ფანები წარმოუდგენელ მხარდაჭერას გვიწევდნენ, ასეთი მანამდე არაფერი მომესმინა. ასეთ მატჩში გატანა ადვილი ნამდვილად იყო და ამიტომ ორმაგად იგრძნობოდა. კომბინაცია ვარჯიშებზე არ გვქონდა დამუშავებული, თუმცა ვიცოდით, რომ საჯარიმოს შესრულების შემთხვევაში ასეთ ვარიანტს ვცდიდით. როდესაც თამაშში ჯარიმა დაიდო, მე და სტივიმ ცოცხალ კედელთან სივრცე შევნიშნეთ. მან ბურთი მშვენივრად დამიგორა — ის ბალახს არ აცილებულა — დანარჩენი კი ჩემი შესასრულებელი იყო. ამის შემდეგ ეს ანგარიში უნდა დაგვეცვა, თუმცა ვფიქრობდი, რომ კიდევ ერთი ბურთის შეგდების შემთხვევაში გავიდოდით.”


“დაცვიდან წინ ამოსვლა და გოლები ჩემი თამაშის ნაწილია – მიყვარს ბურთთან მუშაობა და ვფიქრობ, სწორედ ამას ჰქვია ნამდვილი ფეხბურთი. პრემიერ ლიგაში მოსვლისას კარგად ვიცოდი, რომ აქ გუნდები უფრო ფიზიკურად თამაშობდნენ და მაღალ ბურთებზე აკეთებდნენ აქცენტს. აქ თამაში ნამდვილად გამოწვევაა და ეს მომწონს, თუმცა ინდივიდუალურ თამაშში ვცდილობ, ბურთი ქვემოთ შევინარჩუნო. ბრონდბიუში ნახევარმცველადაც ვთამაშობდი და მცველად გადასვლა ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. თუკი ჩვენთან მოთამაშეებს ჰკითხავთ, ალბათ ყველა გეტყვის, რომ თავდაპირველად თამაში შემტევ პოზიციებზე დაიწყეს, შემდეგ კი ზოგიერთმა მათგანმა უკან დაიწია.”

წყარო: liverpoolfc.tv

Advertisements

One Comment on “აგერი გოლსა და შემტევ თამაშზე”

  1. nia ამბობს:

    magaria ageri:*


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s