ლივერპული 1 სპარტა 0 – ამონარიდები

დალგლიშის პირველი ევროპული ღამე ანფილდზე ლივერპულის მწვრთნელის რანგში წარმატებით დასრულდა – კეროლის, სუარესისა და ჯერარდის გარეშე გამოსულმა გუნდმა დავალებას თავი გაართვა, თუმცა ამისთვის დიდი შრომა დასჭირდა.

ლივერპული 1 სპარტა 0
კიუიტი 85′

ანგარიშით თამაშის მიმდინარეობაზე დასკვნის გაკეთება არასწორი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ლივერპულმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა ზოგ შემთხვევაში ჩეხების მეკარემ იმარჯვა, დანარჩენში კი წითლების მოთამაშეები ვერ ახერხებდნენ ბურთის კარში მოთავსებას. ამათგან განსაკუთრებულად სუსტი ნგოგი იყო, რომლის თამაშს ქვემოთ უფრო დაწვრილებით წარმოვადგენ. მანამდე სხვა ფაქტორს მინდა მივაქციო ყურადღება – პირველი მატჩის შემდეგ აღვნიშნე, რომ ჯონსონის სისუსტე დაცვის ორივე ფლანგზე — სპარტასთან უილსონის წარმატებულ გამოსვლასთან ერთად — ნიშნავდა, რომ მას დაცვის ძირითადში ადგილის საერთოდ დაკარგვის საფრთხე ელოდა. გუშინ უილსონმა კიდევ უფრო დამაჯერებელი თამაში წარმოადგინა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის არა მარტო დაცვაში იდგა ჯონსონზე საიმედოდ, არამედ შეტევებშიც ქმნიდა ხიფათს – მე-5 წუთზევე შეასრულა მან დაცვიდან შორი და გამოზომილი გადაცემა კოულზე, რომელმაც ეს უკანასკნელი სახიფათო გარღვევაზე გაიყვანა. ფიზიკურ ბრძოლაში კი საერთოდ არ შეიძლებოდა მისი შედარება ჯონსონთან – 19 წლის სკოტმა ერთადერთხელ დაკარგა ბურთი საკუთარ ნახევარზე და იქვე დაიბრუნა უკან. მეორე ფლანგიდან ასევე წარმატებულად თამაშობდა კელი, რომელმაც არაერთი სახიფათო გარღვევა და ჩაწოდება შეასრულა (ერთ-ერთი ასეთი პასის შემდეგ მეირელეშს აუცილებლად უნდა გაეტანა) და აჩვენა, რომ საჭიროების შემთხვევაში იმავე ჯონსონზე სახიფათოა წინ წასვლის დროს. კიდევ ერთი, ვისი აღნიშვნაც შეიძლება, სანამ ნგოგზე გადავალ, კრისტიან პოულსენია – დანიელმა ჩამშლელმა სამჯერ აბსოლუტურად მიუტევებლად დაკარგა ბურთი ფიზიკურ ბრძოლაში და საერთოდ ძალიან დაბალ დონეზე ითამაშა. ჯონსონთან და ნგოგთან ერთად, მიმდინარე პერიოდში ის სამწუხაროდ მხოლოდ ე.წ. dead wood-ის როლს ასრულებს გუნდისათვის.

რაც შეეხება ნგოგს – სეზონის ნათელი სტარტის შემდეგ მისი ჩავარდნა აშკარაა. პირველ რიგში ეს ტექნიკურ წუნში გამოიხატება – მუდმივად აგვიანებს საჭირო შეხებას და უბრალოდ ა(ღა)რ უვარგა დარტყმა. გუშინ ეს სამ მომენტში გამოჩნდა:

პირველ შემთხვევაში მას ბურთი ცენტრფორვარდისათვის კლასიკურ პოზიციაზე მიუგორდა, თუმცა მხოლოდ მეკარის ხელებში მოახერხა მისი გაგზავნა:

მეორე მომენტი პირველის ანალოგიური იყო – კიუიტის მიერ მისთვის დაგორებულ ბურთს ფეხი იმდენად ცუდად მოარტყა, რომ ის კარისკენაც ვერ გაგზავნა:

მესამე სიტუაცია მისი გარღვევა იყო, როდესაც მცველებს გაცდა, თუმცა საჭირო მომენტში დარტყმა ან ბურთის მცველისათვის აცილება დააგვიანა და დაკარგა კიდეც:

სამწუხაროდ, ფრანგი შარშანდელ ნგოგს ემსგავსება და მალე გუნდში კეროლისა და სუარესის გამოჩენაც კარგ პერსპექტივას არ უხატავს.

ლივერპული ევროპის ლიგის მერვედფინალში პორტუგალიურ ბრაგას შეხვდება.

Advertisements

2 Comments on “ლივერპული 1 სპარტა 0 – ამონარიდები”

  1. prodigycow ამბობს:

    ნგოგის გმირობის მეოთხე ეპიზოდი ისაა
    ჯო რო გავიდა მოხერხებულ პოზიციაზე საჯარიმოში და ამ დებილმა ფეხიდან რო ააცალა ბურთი და თვითონ რო დაარტყა

    • Tornike ამბობს:

      ვა ეგ ვეღარ გავიხსენე, არადა გუშინ გადმოვწერე და ვუყურე თამაშს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s