ლივერპული 3 იუნაიტედი 1 – მონდომების მაგალითი

იმ დღეს, როცა ანფილდმა კენი დალგლიშს მე-60 დაბადების დღე ‘Happy birthday’-ს შესრულებით მიულოცა, იგივე გააკეთეს წითლების მოთამაშეებმა მოედანზე. არ შეიძლება თამაშის კონტექსტში არ აღინიშნოს იუნაიტედის ცენტრალური დაცვის შესუსტებული შემადგენლობა — მითუმეტეს, რომ სამიდან ერთი გოლი სწორედ ამ ზონაში დაშვებული შეცდომიდან გავიდა და მათ საჯარიმოში სხვა მომენტებშიც საკმარისი ხიფათი იქმნებოდა — თუმცა ამ სისუსტის გამოყენებას აგრესიული შემტევი თამაში სჭირდებოდა, რასაც ლივერპული ხშირად ვერ ახერხებდა ამ მოწინააღმდეგესთან. ამჯერად ეს პრობლემა არ გაჩენილა — დალგლიშის მიერ მოტივირებული და სტივ კლარკის მიერ მომზადებული გუნდი მოედანზე ნამდვილი მონდომებით გამოვიდა და იმდენად დაჩაგრა იუნაიტედი, რომ როი ჰოჯსონის უფერული ლივერპულის გახსენება უკვე რთულიც ხდება.

იუნაიტედის კარში პირველი გოლი სუარესის შრომისა და კიუიტის პოზიციური თამაშის შედეგად გავიდა | ფოტო: Jason Cairnduff/Action Images

რა თქმა უნდა, ინგლისის ყველა დროის მთავარი დაპირისპირების მორიგ შემთხვევას კონფლიქტის გარეშე არ ჩაუვლია — კარაგერინანის მომენტს დიდი გარჩევა არ სჭირდება იმის დასანახად, რომ ინგლისელი მცველი წითელს იმსახურებდა, თუმცა არც ნანის მორიგი არტისტული თამაში იყო ძნელი შესამჩნევი. აქვე შეიძლება ნახსენები იქნას რაფაელილუკასის ჯახი, სადაც მოედნიდან გაშვებას უკვე იუნაიტედის ფეხბურთელი იმსახურებდა ისეთი ვარდნით, რომელიც პოტენციურად ფეხის მოტეხვას ნიშნავს.

კითხვაზე ‘რამ მოაგებინა ლივერპულს თამაში?’ პირველ რიგში რა თქმა უნდა კიუიტის წვლილი გახსენდება, თუმცა მის პოზიციურ თამაშსა და დაუღლელობასთან (როგორც ზოგადად, ისე ამ თამაშში) ერთად არ შეიძლება არ ვთქვათ ისიც, რომ პირველი გოლი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ კი ის სუარესის ბრწყინვალე თამაშმა შექმნა, როდესაც ურუგვაელი იუნაიტედის საჯარიმოში ნახევრად ტექნიკით, ნახევრად კი ჭიდაობით შეძვრა და ბურთი კარისკენ გააგორა, ჰოლანდიელი კი ზუსტად საჭირო ადგილას იყო, რომ გოლი დაეზღვია. სუარესის საჯარიმოს მოჰყვა ლივერპულის მესამე გოლიც, რომელზეც კიუიტი ბურთთან იმაზე ადრე აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვან დერ სარი მოახერხებდა 7 ნომრის დარტყმის მოგერიების შემდეგ. მოკლედ, ხიფათი და ეფექტი სუარესმა შექმნა, კიუიტმა კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შექმნილი მომენტები ‘შექმნილ მომენტებად’ არ დარჩენილიყო.

ეიფორიის შემდეგ დარჩენილი კმაყოფილების გრძნობის მიუხედავად, არ შეიძლება უარყოფითი მომენტების გამოტოვება — შეიძლებოდა, დეტალურად დამეწერა მაქსის მორიგ უაზრო, უშედეგო, უსარგებლო თამაშზე, თუმცა ამას დიდად ვერც თამაშის დროს ვამჩნევდი ლუკასის კიდევ უფრო სუსტი გამოსვლის გამო, გარდიანის გრაფიკულ სტატისტიკურ გვერდზე (Chalkboards) მასთან დაკავშირებული მონაცემების ნახვის შემდეგ კი არგენტინელი თითქმის მთლიანად დამავიწყდა:

ლუკას ლეივა - ბურთის ართმევის სტატისტიკა მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ მატჩში | Guardian Chalkboards

ლუკას ლეივა - ბურთის გამოტანის სტატისტიკა მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ მატჩში | Guardian Chalkboards

საერთოდ ასეთ მონაცემებთან ყველაზე ბუნებრივად სიტყვა ‘უკომენტაროდ’ ჯდება, თუმცა არ შემიძლია გარკვევით არ დავწერო ჩემი პოზიცია, რომ პრემიერ ლიგაში მოთამაშე გრანდის ფეხბურთელისათვის ეს სამარცხვინო სტატისტიკაა. ამ ციფრების ფონზე კიდევ უფრო აშკარა ხდება, რამხელა მონდომებით გამოვიდა დალგლიშის გუნდი მოედანზე, რომ მისი ერთი ან ორი მოთამაშის მიერ თამაშის ასეთი ჩაგდების მიუხედავად ყველა მნიშვნელოვან კომპონენტში აჯობა მთავარ მოწინააღმდეგეს.

P.S. დალგლიშმა მედიასთან შეხვედრაში პირდაპირ დააფიქსირა პოზიცია, რომ ამ გამარჯვების მიუხედავად, გუნდის შედეგების შეფასებისას არ შეიძლება წინა მატჩში ვესტ ჰემთან დამარცხების დავიწყება. სხვისი არ ვიცი და მე ყოველთვის მომწონს, როდესაც გუნდის თამაშზე და შედეგებზე პასუხისმგებელ ფიგურას ასეთი დეტალები არ ავიწყდება.

Advertisements

One Comment on “ლივერპული 3 იუნაიტედი 1 – მონდომების მაგალითი”

  1. Scouser Kate ამბობს:

    დაბადების დღის მილოცვაც ასეთ უნდა რა


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s