YouTube არქივი

რამოდენიმე მომენტი ლივერპულის ისტორიიდან. მაკმაჰონის საოცარი გოლი, მოლინიუს მოვლენები, ფაირკლაფი და ა.შ.

1) მანჩესტერი ეწვია ენფილდს, კვირა დღეა, 1988 წლის აპრილი. სატურნირო ცხრილში ლივერპულს სწორედ ფერგიუსონის გუნდი მისდევს კუდში. მაგრამ ამ თამაშის რეზულტატი, ცხრილის სურათს ვერ შეცვლის, მარტივი მიზეზის გამო, ლივერპული მეორე ადგილოსანთან 11 ქულას იგებს. მოკლედ ანგარიში ბრაიან რობსონმა გახნსა, რობომ (მეორე გოლიც მან შეაგდო. საერთოდ ლივერპულის კარში გოლების გატანა ხელეწიფებოდა ლეგენდარულ კაპიტანს), ლივერპულიდან წონასწორობა პიტერ ბირდსლიმ აღადგინა, გილესპიმ თავური დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა (2-1) და მაკმაჰონიმ შესანიშნავი გოლით ტაბლოზე 3-1 დააფიქსირა. მანჩესტერიდან პირველი ორი გოლი, როგორც მოგახსენეთ რობომ გაიტანა, მესამე გოლი კი გორდონ სტრაჩანმა შეაგდო გრობელლარისგან მარცხენა კუთხეში, შემდეგ კუთხურის ალამთან სიგარასაც კი მოუკიდა..

2) ისევ ლივერპულში დავრჩეთ, ისევ 80 იანებში, ოღონდ გუდისონ პარკზე. 1985 წლის ასოციაციის თასის ნახევარფინალი. ანგრიში ამ მატჩშიც რობსონმა გახნსა. რობსონის გოლს მოჰყვა რონი უილანის ბრწყინვალე გოლი. უილანის გოლს, მანჩესტერმა მეორე ირლანდიელის გოლით უპასუხა, ფრენკ სტეპლტონმა ე.წ. ხმელი ფოთოლით ელეგანტურად ჩაახვია გრობელაარის კარში ბურთი 2-1. ბოლო წუთამდე, მუ ანგარიშს ინარჩუნებდა მაგრამ პოლ უოლშის გოლმა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

3) თავის დროის ინძაგი, სოლშერი, სუპერ საბი, ჯინჯერ ფანტომი.. ანუ დევიდ ფაირკლაფი. საიდან, რა დროს გამოხტებოდა, როგორ აღმოჩნდებოდა იმ ადგილას, ამაზე პასუხის გაცმეა ძნელია. სუსტი ტანის ჟღალთმიან ფარკლაფს, ლივერპულის მაისურით 150 შეხვედრა აქვს ჩატარებული, აქედან 61 ში შეცვლაზეა შესული, გატანილი აქვს 55 გოლი. ეს არის ერთ-ერთი ფაირკლაფისეული გოლი, 1977-78 წლების სეზონში, ჩელსის წინააღმდეგ. Supersub strikes again!

4) მოლინიუს (ვულვერჰემპტონის მოედანი) მოვლენები, ვულვზი v ლივერპული. 1975/76 წლების სეზონის ბოლო მატჩი. ლივერპულს აქვს 41 თამაში და 59 ქულა, ხოლო პირველადგილოსან ქპრ ს კი 42 თამაში და 59 ქულა, ანუ პეისლის გუნდს უეჭველად მოგება ესაჭიროება. დაძაბულობამ და დამატებით ფსიქოლოგიურმა წნეხმა, თავისი გაიტანა, ვულვზმა მატჩის დებიუტშივე გახნსა ანაგარიში. მაგრამ ტოშაკი-კიგანის ლეგენდარული წყვილისა და რეი კენედის წყალობით ლივერპულმა თამაში შემოატრიალა 1-3.. ამ გამაჯრვებით, ლივერპულმა მეცხრედ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი (პირველად პეისლის ხელში).

5) და ბოლოს ცოტა ახლო წარსულსაც გადავხედოთ. ალბათ ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი ამ ადამიანის მერსისაიდული კარიერიდან. ბრუნო შეირუს გოლი სტემფორდ ბრიჯზე. ჩემპიონთა ლიგის 2008 წლის ნახევარფინალამდე, ლივერპულს შეირუდან მოყოლებული ბრიჯზე გოლი არ ჰქონდა გატანილი. ამიტომ ერთობ საკულტო კადრად იქცა ფრანგის ეს მცირედი გაბრწყინება.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s