Main Player-ის კულტი ლივერპულში

დაარსებიდან დღემდე, ლივერპულს ყოველთვის ყავდა მოთამაშე, რომელიც გუნდის პულსსა და გულის ცემას გრძნობდა მთელი არსებით. ესეთი იყო თავის დროზე ალექს რეისბეკი (გუნდის პირველი კაპიტანი) ასეთი არის დღეს სტივი. მაგრამ ლივერპულში “main player”-ი ყოველთვის არ იყო გუნდის სახე და გუნდის ლოგო, ყოველთვის არ ასოცირდებოდა ლივერპული ამ პერსონასთან, რეისბეკიდან მოყოლებული რამდენი მივიწყებული და დაუფასებელი, ამასთანავე ერთგული ფეხბურთელი ჰყოლია ლივერპულს.

ტომ ბრომილოვი, კაცი, რომელმაც პაშენდეილიდან ახლად დაბრუნებულმა მოითხოვა ლივერპულში გამოსაცდელი დრო, გუნდში ჩაირიცხა და დიდებული სეზონები ჩაატარა. 11 წელი ითამაშა ფეხბურთი და თერთმეტივე ლივერპულის მაისურით, თუმცაღა გორდონ ჰოჯსონის და ჰარი ჩამბერსისგან განსხვავებით, მისი სახელი არ ასოცირდებოდა ლივერპულთან. ჰოჯსონი, ლიდელი, ჰანტი, კიგანი, ტოშაკი, ჰაივეი, დალგლიში, რაში, მაკმანამანი, ოუენი – ეს ის ხალხია, რომლებიც ლივერპულის სავიზიტო ბარათები ივყნენ სხვადასხვა ეპოქაში. მაგრამ გამწევ ძალას მაინც ყოველთვის წარმოადგენდნენ ტომი სმიტის, კალაგენის, სტ.ჯონის, ჰიუზის, სუნესის, სტივენსონის, ჰანსენის, კენედების, რედნაპის, კარაგერის და ამათებრი ფეხბურთელები, რუხი კარდინალები, რომლებიც მუდამ გუნდის ინტერესების სადარაჯოზე იდგნენ. როგორც ერთხელ მათ როი ევანსმა უწოდა ‘ბრაზმორეული სტაბილურობის გარანტები‘.

ტომ ბრომილოვი

ეხლა რატომ დავყავი ესე ორ კატეგორიად (სუბიექტური ელემენტებითურთ რათქმაუნდა) და რატომ მაინცდამაინც ესა თუ ის. როგორც შენიშნეთ, ზემოთ ერთი ფეხბურთელი არ ვახსენე, რომელიც სწორედ ამ ორი კატეგორიის ჰიბრიდად მიმაჩნია. კი ბევრ მსოფლიო დონის მოთამაშეს უბურთავია ამ გუნდში და ცხონებული შენკლის მერე ეს ამ გუნდს ნამდვილად არ აკლდა. მაგრამ მისი დარი მოთამაშე, მასავით დაბალანსებული და სრულყოფილი, როგორც უკვე მოგახსენეთ მისი, სტივენ ჯერარდის ნაირი ჰიბრიდი ენფილდს თვალით არ უნახავს. ამას იმიტომ არ ვწერ, რომ ის განსაკუთრებულად მიყვარს ან რამე მსგავსი. არ განვასხვავებ არც რედნაპისაგან, არც კარაგერისაგან და არც მაკმანამანისაგან, ფეხბურთელებისაგან, რომლებიც ანალოგიურად მიყვარს და პატივს ვცემ. უბრალოდ ესე მგონია, ესე აღვიქვავ და ვხედავ მე ჯერარდის პერსონას. კაცმა, რომელმაც “main player”-ის კულტს გუნდში ახალი სახე მისცა. როგორ შეიძლება დარჩე გუნდისთვის ადგილობრივ ბიჭუნად და ამავდროულად იყო მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი.

დანართი:

ტომ ბრომილოვი 1919-31 წლებში თამაშობდა ლივერპულში, ჩატარებული აქვს 350 მატჩი, გატანილი აქვს 11 გოლი. თამაშობდა როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგზე. იყო ინგლისი ნაკრების წევრი, ნაკრების მაისურით ჩაატარა 7 მატჩი. ბრომილოვი 1959 წელს მოულოდნელად მატარებლის ვაგონში გარდაიცვალა, როდესაც ლესტერ სიტიში მუშაობდა მთავარი სკაუტის თანამდებობაზე

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s