ციტატები კომოლის და ჰენრის ბოლო ინტერვიუებიდან

დამიენ კომოლი, ლივერპულის საფეხბურთო მიმართულების დირექტორი:

ზაფხულში სატრანსფერო აქტივობა აუცილებლად იქნება. იანვრის მოვლენებმა და იუნაიტედის 3-1 დამარცხებამ დიდი ‘პიარი’ გაგვიწია – მეორე დღეს ზარებს ვიღებდი აგენტებისაგან, რომლებიც მატყობინებდნენ, რომ მათ მოთამაშეს ჩვენთან მოხვედრა სურდა და რომ სწორი სტრატეგიის გატარების შემთხვევაში მომავალ წელს ბრძოლისუნარიანი გუნდი გვეყოლება. უმაღლესი კლასის მოთამაშეებს კვლავაც სურთ ჩვენთან გადმოსვლა და ჩვენც ასეთ ფეხბურთელებს ვეძებთ.

ჯონ ჰენრი, კლუბის მფლობელი:

კლუბის მფლობელობაში მოსვლის შემდეგ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე გუნდის მაღალი დონის შემადგენლობის სითხელემ მოახდინა. კლუბი უზარმაზარ დანახარჯებს სწევდა შემადგენლობაზე, რომელშიც მაღალი დონის მოთამაშე არასაკმარისად ბევრი იყო.

უპირველესი პრიორიტეტი პრემიერ ლიგის მოგებაა. ამის მიღწევის შემთხვევაში ჩვენ იმ მდგომარეობაში ვიქნებით, როდესაც ყველა ფრონტზე წარმატებულად ბრძოლას შევძლებთ. წარმატება ტურნირების მოგებაში მდგომარეობს, ამაზე ნაკლები უკვე წარმატება აღარაა. ხოლო როდესაც ასეთ გამარჯვებას მიაღწევთ, შემდეგ უკვე მიღწევის გამეორებაზე ზრუნვის დრო მოდის.

წყარო: guardian.co.uk

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s