სტივი ჯის დეკადა

1 თვის წინ სტივენ ჯერარდს 30 წელი შეუსრულდა და ალბათ შესაფერისი იქნება, კარიერის გვიანდელ ეტაპზე ამ დიდ სპორტსმენს ბლოგზე პოსტს (თუნდაც მოკლეს – მასზე უკვე საკმარისად დაწერილა იმისთვის, რომ ბევრი ახალი რამ ვთქვა) თუ მივუძღვნით.

უკანასკნელი 10 წლიწადი ლივერპულისათვის მოვლენებით დატვირთული იყო. მოედანზე და მოედნის გარეთ ერთმანეთს ენაცვლებოდა დადებითი, უარყოფითი, ოპტიმისტური და უიმედო მოვლენები, რომელთაგან ზოგი გუნდს ნათელ მომავალს უსახავდა, ზოგი კი მას მძიმე მდგომარეობაში აგდებდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეუცვლელი რჩებოდა ჯერარდის, როგორც გუნდის საუკეთესო მოთამაშის და ლიდერის ფიგურა.
მისი სათამაშო ‘ჰაილაითები’ ათწლეულის დასაწყისის 50-მეტრიანი ქირურგიული სიზუსტის პასებიდან და პერიოდული შორი გოლებიდან კაპიტნის სამკლავურის მიღების შემდეგ ტოტალურ უნივერსალიზმში გადაიზარდა, რომლის მსგავსიც ევროპულ ფეხბურთში იშვიათად თუ ყოფილა. 2004-2005 სეზონში მან ისეთ ფორმას მიაღწია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კომენტატორი გეორგი ჩერდანცევი მაშინ ინგლისელს ეფექტურობით თითქმის რონალდინიოს გვერდით აყენებდა, რაც იმ სეზონში ნებისმიერი ფეხბურთელისათვის გაუგონარი შეფასება იქნებოდა. იგივე ჩერდანცევი – სხვა კომენტატორების (თუნდაც ევერტონის გულშემატკივარი ენდი გრეის) მსგავსად – ჯერარდის თამაშს შედარებების გარდა სუფთა ემოციურ სიგიჟემდეც მიყავდა – ოლიმპიაკოსთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში გადამწყვეტი გოლის შეგდებისას ჩვეულებრივ მშვიდი და პრაგმატული რუსი კომენტატორი დაახლოებით ისეთივე ემოციებში იყო ჩავარდნილი, როგორც ლივერპული 4 არსენალი 4 მატჩის ცნობილი კომენტირებისას.
აღარ მოვყვები იმაზე საუბარს, რომ 10 წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად სუსტი გუნდის თრევას და ერთგულებას ცალკე დაფასება უნდა, არც ჯერარდის პიროვნულ თვისებებს შევეხები, უბრალოდ მინდა ერთი დასკვნა გავაკეთო, რომელიც ორიოდე სეზონის წინ გავაკეთე:

იმის მიუხედავად, რას მიაღწევს ლივერპული მისი კარიერის დასრულებამდე, ჯერარდი მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უდიდესი კლუბის ყველა დროის უდიდეს მოთამაშედ და კაპიტნად დარჩება, ეს კი მისთვის ცოტაოდენი ანაზღაურება მაინც უნდა იყოს.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s