ამონარიდები რიისეს ინტერვიუდან

21 ივლისს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინტერვიუ ჩაწერა იონ არნე რიისესთან, რომელიც ალგარვეში (პორტუგალია), სტივენ ჯერარდის ფონდის სახელობის გოლფის ტურნირში იღებდა მონაწილეობას. ნორვეგიელმა ახლახანს გააფორმა ტრანსფერი ფულემთან მომავალი სეზონისთვის.
რიისე საუბრისას გუნდის დატოვების პერიპეტიების თემასაც შეეხო, რომელიც ადრე დეტალურად განხილული არ ყოფილა. ინტერვიუს ამონარიდები ქვემოთ არის მოცემული.

ლივერპულში მოხვედრისას მსურდა, ჩემთვის თავიდანვე პატივი ეცათ – ფიზიკურად ყველაზე კარგად ვიყავი მომზადებული და შესაბამისად, პირველივე ვარჯიშზე ყველაზე მეტი ვირბინე, თამაშებში კი თავიდანვე არ ვერიდებოდი ფეხებში ვარდნებს. სტივ ჯერარდმა და დანი მერფიმ მითხრეს, რომ სწორედ ამ მძიმე შრომამ მომახვედრა გუნდში მალე.

 

“როდესაც გუნდი დავტოვე, არა მხოლოდ რაფათი [ბენიტესით], არამედ საკუთარი თავითაც უკმაყოფილო ვიყავი, რადგან საკმარისად აღარ ვშრომობდი გუნდში დასარჩენად. როდესაც სადმე შვიდ წელიწადს გაატარებთ, თავს კომფორტულად გრძნობთ. მეც მოვეშვი, რასაც ახლა ვნანობ.
წასვლა არ მსურდა, თუმცა როდესაც ბენიტესს ვესაუბრე, მან პირდაპირ მითხრა, რომ შემდეგი სეზონისთვის ახალი მარცხენა მცველის შეძენას გეგმავდა და გუნდში მომავალი აღარ მქონდა. ვაფასებ, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ მითხრა და სამომავლო გეგმების მოწესრიგება მოვახერხე.
მან საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა ანდრეა დოსენაზე და ვიცოდი, რომ ძირითადად სწორედ ის ითამაშებდა, იმის მიუხედავად, რომ ჩემი აზრით, მასზე უკეთესი მოთამაშე ვიყავი. არა მგონია, ბევრ მარცხენა მცველს ეთამაშა სტაბილურად მაღალ დონეზე ჩემი წასვლის შემდეგ – მათგან ბევრი ინგლისურ ფეხბურთს ვერ მიეჩვია, შარშან კი პოზიციას კონჩესკი იკავებდა და თუ სწორად მახსოვს, დიდი რაოდენობის თამაში არ ჩაუტარებია.

წყარო: liverpoolfc.tv

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s