სანდერლენდი და მეირელეში

პრემიერ ლიგის გახსნითმა ტურმა რომ ლივერპულისთვის წარუმატებლად ჩაიარა, ამას უკვე არაერთი სტატია მიეძღვნა. გარჩეული იყო სანდერლენდთან მატჩის სუსტად ჩატარების მიზეზებიც. ამ ყველაფერს 16 აგვისტოს საკმაოდ გაუგებარი სიახლე მოჰყვა. შავ კატებთან თამაშის შემდეგ ყველა ანალიტიკოსი თანხმდებოდა, რომ მეორე ტაიმში ლივერპულის კრეატიული თამაში გაქრა, რამაც მოწინააღმდეგეს ანგარიშის გათანაბრების და ანფილდიდან ქულის წაღების შესაძლებლობა მისცა. თამაშის შემდეგ დღეებში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დალგლიში მზადაა, პლეიმეიკერი მეირელეშის გაშვება დაუშვას. ვერ ვიტყვით, რომ ეს სრულებით მოულოდნელი ამბავი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასეზონო ამხანაგურებში პორტუგალიელის მონაწილეობა შეზღუდული იყო – ექვს ამხანაგურ შეხვედრაში ის მხოლოდ ერთხელ მოხვდა ძირითად განაცხადში. თუმცა წინა სეზონის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველის მიმართ ხელმძღვანელობის დამოკიდებულების ასე შეცვლა ნამდვილად გაუგებარია. 2010-11 სეზონში მეირელეში ბრწყინვალე იყო – ჰოჯსონის არეულ გუნდშიც კი მისი თამაში დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლეოდა, დალგლიშის ხელში კი ის საერთოდ გაიხსნა და რომ არა სუარესის ფეთქებადი დებიუტი ინგლისში, ლივერპულის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულსაც ვერ შეეცილებოდა ვერავინ.

სანდერლენდთან მოედნის ცენტრს ლუკაში, ჰენდერსონი და ადამი იკავებდნენ. ამ სამეულიდან კრეატიულ თამაშს ზაფხულში შეძენილი დუეტისგან მოელოდნენ და ჩარლი ადამმა გულშემატკივრებს და მწვრთნელს იმედები ნამდვილად არ გაუცრუა – შოტლანდიელის თამაში ეფექტიანი იყო და მასში გადახდილი ფულიც სრულებით გამართლებული ჩანს, განსხვავებით ჰენდერსონისგან (და მისთვის გაღებული 18 (!) მილიონი ფუნტისგან), რომელიც სეზონისწინა შეხვედრებშიც ინერტული იყო და სანდერლენდთანაც. ამის ფონზე მეირელეშის მხოლოდ 15 წუთით შემოყვანა და მითუმეტეს გარდიანის მიერ გამოქვეყნებული ხმები მისი შესაძლო გაყიდვის შესახებ, პირველ დასაბუთებულ ეჭვს აჩენს დალგლიშისა და მისი შტაბის ხედვასთან დაკავშირებით.

Advertisements

One Comment on “სანდერლენდი და მეირელეში”

  1. […] სანდერლენდი და მეირელეში […]


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s