არსენალი და ისევ მეირელეში

ახლადდაწყებული სეზონის მეორე შეხვედრა ლივერპულისთვის შედეგით პირველს არ ჰგავდა, თუმცა შინაარსი დაახლოებით იგივე იყო, დამთავრებამდე 20 წუთით ადრე მაინც, როდესაც დალგლიშმა მოედანზე მეირელეში და სუარესი შეუშვა. ფაქტი, რომ მოედნის ცენტრში ჰენდერსონის გამოსვლას პროაქტიული ვერაფერი მოაქვს, ისევე, როგორც მეირელეშის კრეატიულობის სათადარიგოზე დატოვებას, პირველი ტურის შემდეგ აღვნიშნე, თუმცა არსენალთან თამაშის შემდეგ ეს გაცილებით უფრო აშკარა გაჩნდა – კრიტიკული ვებ გვერდის liverpool-kop ავტორმა ჯეიმი კანვარმა გუშინდელ სტატიაში იგივე გადმოსცა. აქვე უნდა ვახსენო, რომ თამაშისშემდგომ პრესკონფერენციაზე დალგლიშმა მეირელეშის სეზონისწინა მომზადების ნაწილის დროს მიღებული ტრავმა ახსენა და განაცადა, რომ ამის გამო მოთამაშეს უფრთხილდება. იმედია, ეს იმის ნიშანია, რომ მისი გაყიდვის ხმები უსაფუძვლოა, თუმცა ამას გარდა, მისი ძირითადში გამოშვებაა საჭირო, თუნდაც ეს 18 მილიონად ნაყიდი ჰენდერსონის სკამზე დასმის შედეგად მოხდეს.

მეირელეში, სუარესი არსენალთან | ფოტო: John Sibley/Action Images

თამაშიდან შემდეგი დაკვირვებები შემიძლია გამოვყო:

* პირველი 15 წუთის განმავლობაში ცენტრში აგრესიულობა გვაკლდა. ეს ნაწილობრივ ალბათ არსენალის ახალგაზრდებისგან შემდგარი შემადგენლობის მონდომებიდან გამომდინარეობდა, თუმცა ჰენდერსონის უკვე აღნიშნული ინერტულობაც დიდად უწყობდა ხელს;

* ძირითადში დაბრუნების შედეგად სტაბილური და სასარგებლო იყო კელი. მისი თამაში შარშანაც დიდ ქებას იმსახურებდა და მაშინაც აღვნიშნავდი, რომ აშკარად ჯობდა მარჯვენა მცველის პოზიციის მისთვის ნდობა, ჯონსონის მაგივრად. კელის მაღალი დონის თამაშის აღნიშვნა ფაბიო კაპელომაც მოასწრო;

* მეორე ფლანგზე ასევე საიმედო იყო ენრიკე. პირველად ამ პოზიციის წლების განმავლობაში სისუსტის გამოსწორების ნიშნად ინსუას დებიუტი მეჩვენა, თუმცა რადგან დალგლიში მას არ ენდო, ძებნა გაგრძელდა და ისე ჩანს, რომ პრობლემა ამ ესპანელის შეძენით მოგვარდა;

* თამაშის შემდეგ გაჩნდა შედარებები კიუიტი/კეროლის და სუარესი/მეირელეშის დუეტის ეფექტიანობას შორის. ეს შედარება თავისთავადაც არაზუსტია, რადგან სხვადასხვა ძლიერი მხარეების მქონე მოთამაშეებს ეხება და ამას გარდა, უნდა ვახსენო, რომ კეროლს პირველ ტაიმში თავით გატანის კარგი შანსი ჰქონდა, რომლის გასვლის შემთხვევაში ეს შედარებები ალბათ აღარ გაჩნდებოდა. ამ შემთხვევაში უბრალოდ მოსაწონია დალგლიშის გადაწყვეტილება, დიდი ხანი აღარ ეცადა და 20 წუთით ადრე შემოეყვანა მეორე დუეტი.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s